რამალა
(გადამისამართდა გვერდიდან რამალაჰი)
ქალაქი | |
---|---|
რამალა არაბ. رام الله ებრ. רמאללה | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 31°53′49″ ჩ. გ. 35°12′06″ ა. გ. / 31.89694° ჩ. გ. 35.20167° ა. გ. |
დაარსდა | XVI საუკუნე |
ფართობი | 16.3 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 900 მეტრი |
მოსახლეობა | 38 998 (2017)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 |
ოფიციალური საიტი | http://www.ramallah.ps/ |
რამალა (ებრ. רמאללה) — ქალაქი პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ იერუსალიმიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 880 მ სიმაღლზე, ქალაქ ელ-ბირას სიახლოვეს. დღეისათვის წარმოადგენს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის დე ფაქტო ადმინისტრაციულ მთავარ ქალაქს. 2016 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა უდრიდა 35,140 ადამიანს.