რამაზ დავითაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამაზ დავითაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი სვანეთისუბანი
წინა სახელები თვითნებობის ქუჩა, შრომის ქუჩა

რამაზ დავითაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); ლამის ქუჩიდან მნათობის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია როგორც თვითნებობის ქუჩა, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია შრომის ქუჩის სახელწოდებით. 1995 წელს რამაზ დავითაშვილის სახელი ეწოდა. აქვს ორი გასასვლელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]