რამაზ გიგაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რამაზ გიგაური


რამაზ გიგაური (დ. 19 მაისი, 1976, თბილისი) — ქართველი ასტროლოგი, მწერალი და პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამაზ გიგაური დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 19 მაისს. 1999-2000 წლებში იყო თბილისის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 2003 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთში „მთავარი გაზეთი კვირას“ და ჟურნალში „კაკადუ“. 2005-2006 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „თბილისელები“, „ფენომენი“ და „გზა“. 2006-2009 წლებში მუშაობდა ჟურნალში „ანაბეჭდი“. 2006-2012 წლებში მუშაობა გაზეთში „ყველა სიახლე“. 2009-2013 წლებში რადიოში „პალიტრა“ იყო გადაცემის „შუადღე“ თანაავტორი („რეალური და შეუცნობელი რამაზ გიგაურთან ერთად“)

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „ლურჯი რვეული“.

2014 წელს გამოვიდა რამაზ გიგაურის რიგით მეორე წიგნი „წარმატების 365 გასაღები“. წიგნი ე.წ. „სელფ-ჰელფის“ (თვითგანვითარების) ჟანრს მიეკუთვნება. 2015 წელს წიგნი პალიტრა L-მა გამოსცა ახალი დიზაინით (რეპრინტი: 2016, 2018, 2020 წელს).

2015 წელს გამოიცა რამაზ გიგაურის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „ჩემი ინდური სასწაული“. წიგნი 2013 წელს ავტორის ინდოეთში მოგზაურობას ეხება.

2018 წელს გამოიცა ახალი პოეტური კრებული „მენტალური მისტერია“.

2019 წელს დაიწყო „წარმატების 365 გასაღების“ - სამუშაო წიგნის გამოცემა (9 ნაწილად)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2019 — „წარმატების 365 გასაღები - სამუშაო წიგნი (9 ნაწილად)“. გამომცემლობა „პალიტრა L“
  • 2016 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (რეპრინტი);
  • 2018 — „მენტალური მისტერია“. პოეზია. გამომცემლობა „საუნჯე“;
  • 2016 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (ხელახალი გამოცემა; სერია „ლურჯი ოკეანე“);
  • 2015 — „ჩემი ინდური სასწაული“. სამოგზაურო რომანი. გამომცემლობა „ნეკერი“;
  • 2015 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (მეორე გამოცემა);
  • 2014 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო (პირველი გამოცემა);
  • 2012 — „ლურჯი რვეული“. პოეზია. გამომცემლობა „საუნჯე“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]