რაკვერეს ციხესიმაგრე
რაკვერეს ციხესიმაგრე | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა |
![]() |
სტატუსი | კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია | |
თარიღდება | 1325 წ. |
რაკვერეს ციხესიმაგრე ![]() |
რაკვერეს,იგივე ვეზენბერგის ციხესიმაგრე (გერმ. Schloss Wesenberg), თანამედროვე სახელები რაკვერეს გორაკის ციხე[1], რაკვერეს ციხესიმაგრე[2] და რაკვერეს ორდენის ციხე (ესტ. : Rakvere ordulinnus)[3] შუა საუკუნეების ორდენის ციხეა, რომელიც მდებარეობს ქალაქ რაკვერეში, ესტონეთი, ვალიმაგის გორაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-13 საუკუნემდე ვალიმაგის გორაზე არსებობდა უძველესი ესტონური დასახლება, სახელწოდებით Tarvanpää (ესტ. Tarvanpää, სიმაღლე ზღვის დონიდან 105 მეტრი, ფარდობითი სიმაღლე – 25 მეტრი[4]).
მე-13 საუკუნეში დანიელებმა გორაზე რამდენიმე ქვის ნაგებობა ააშენეს. ციხეზე ყველაზე მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1345 წლის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთ ესტონეთი ლივონიის ორდენის კონტროლის ქვეშ მოექცა.
ჯერ ციხის ჩრდილოეთი ფრთა აშენდა, ხოლო მოგვიანებით, ორასი წლის შემდეგ, მე-15-მე-16 საუკუნეებში, მძლავრი სამხრეთი კუთხის კოშკები (რომელთა უმეტესი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი). ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აშენდა კარიბჭე, რომელიც დაცული იყო ნახევარწრიული საზარბაზნე კოშკით.
1560-1580-იან წლებში ლივონიის ომის დროს, ციხესთან სასტიკი ბრძოლები გაიმართა რუსებს, შვედებსა და გერმანელებს შორის. იმ დროს უკვე ნაწილობრივ დაზიანებული ციხე მნიშვნელოვნად განადგურდა შვედეთ-პოლონეთის ომის დროს 1602-1605 წლებში.
მე-17-18 საუკუნეებში ციხის ნანგრევებში იყო კარიერი.
ნანგრევების მწყობრში აღდგენის პირველი სამუშაოები ჩატარდა 1901-1902 წლებში, უფრო მნიშვნელოვანი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 1975-1988 წლებში. ციხის სამხრეთი ფრთა და კუთხის კოშკები ყველაზე კარგადაა შემონახული. ესტონეთის დროშა ახლა ერთ-ერთი კოშკიდან ფრიალებს.
რაკვეერის ციხესიმაგრის ალყა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვედების ჯარი მიადგა ვეზენბერგს იანვარში და განახორციელა ორი თავდასხმა, მაგრამ ისინი წარუმატებლად დასრულდა. მესამე მცდელობა განხორციელდა 2 მარტს, მაგრამ დიდი დანაკარგებით ჩაიშალა - შვედეთის არმიამ დაკარგა ათასზე მეტი მებრძოლი. შვედების განმეორებითი მცდელობები კედლების დანგრევისა და აფეთქების შესახებ ასევე დროულად შეაჩერეს ციხის მცველებმა. ალყის დროს შვედმა მეთაურებმა თავიანთი ძალების ნაწილს მიმართეს ტოლსბერგისა და დორპატის დასაპყრობად, მაგრამ ეს წამოწყებაც ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა ალყაში მოქცეული არმია. მარაგების ნაკლებობის გამო, დაქირავებულ მებრძოლებს შორის კონფლიქტი გაიზარდა. გერმანელებმა სამხედრო წარუმატებლობა შოტლანდიელებს დააბრალეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მათ არასაკმარის მხარდაჭერას უწევდნენ და თავს არიდებდნენ ბრძოლას. 17 მარტს გერმანელებსა და შოტლანდიელებს მოხდა განხეთქილება[5], რომელიც სწრაფად გადაიზარდა სისხლიან ბრძოლაში. შემთხვევის ადგილზე მისულ მეთაურებს დე ლა გარდი, ტოტი და რუთვენი (რომლებიც დაიქირავეს შოტლანდიელები) ასევე თავს დაესხნენ და გაიქცნენ, რუთვენი კი მძიმედ დაშავდა[6].
მეთაურების უკან დახევის შემდეგ, დაქირავებულებმავშოტლანდიელმა დაიკავეს გერმანული არტილერია და დაიწყეს სროლა გერმანულ კავალერიაზე[5], რომელმაც საპასუხოდ შეუტია და დაიწყო შოტლანდიელების ჟლეტა. დაიღუპა 30 გერმანელი და დაახლოებით 1500 შოტლანდიელი.[5] ამ ბრძოლაში შვედური ქვეითი ჯარი არ ჩარეულა. 70 შოტლანდიელი გაიქცა გერმანელებისგან რუსეთის გარნიზონში ვეზენბერგში, რომლებიც მოგვიანებით გადაიყვანეს მოსკოვში[6].
აღწერილი მოვლენების შემდეგ, ალყა მოიხსნა და შვედეთის არმიამ უკან დაიხია რევალში, სადაც ჩავიდა მარტის ბოლოს.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარუმატებელი კამპანიის შედეგად იოჰან III-მ ჩამოართვა ტოტს სარდლობა ლივონიაში და მთლიანად გადასცა დე ლა გარდის[5]. 1574 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა რეველში მომხდარის გამოკვლევები და სასამართლო პროცესები. შვედეთის მეფე აღარ ეყრდნობოდა დაქირავებულებს და რამდენიმე წლის განმავლობაში ვენდენის ბრძოლამდე (1578 წ.) არ განხორციელებულა შეტევითი მოქმედებები[5]. მან კიდევ ერთხელ გადასცა სამხედრო ინიციატივა ივანე მრისხანეს. ომის გარდამტეხი მომენტის შემდეგ, 1581 წელს ვეზენბერგი აიღო პონტოს დე ლა გარდის არმიამ.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
რაკვერეს ციხე. 1782 წ.
-
ციხესიმაგრის ნანგრევები და თხრილი.
-
რაკვერეს ციხესიმაგრე. დრონით გადაღებული ვიდეო. 2022 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Замок Раквере დაარქივებული 2021-02-26 საიტზე Wayback Machine.
- Городище Раквере დაარქივებული 2023-11-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Городище Раквере. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-22. ციტირების თარიღი: 2023-11-22
- ↑ Замок Раквере. ციტირების თარიღი: 2023-11-22
- ↑ 15740 Rakvere linnuse varemed vallikraaviga. ციტირების თარიღი: 2023-11-22
- ↑ Ürglooduse objekt: Rakvere Vallimägi. Keskkonnaagentuur. ციტირების თარიღი: 2023-11-22
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Peterson 2007.
- ↑ 6.0 6.1 Fischer.