რაკეტული ძრავა
რაკეტული ძრავა (რძ) — რაკეტებისათვის განკუთვნილი რეაქტიული ძრავა, რომელიც თავისი მუშაობისათვის არ საჭიროებს ატმოსფერულ ჰაერს. რაკეტული ძრავა წარმოადგენს კოსმონავტიკაში გამოყენებული ძრავების ძირითად ტიპს. რეაქტიული ჭავლის კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნილი ენერგიის სახეობის მიხედვით განასხვავებენ რაკეტული ძრავას შემდეგ სახეობებს: ქიმიურ რაკეტულ ძრავას (ქრძ), ატომურ რაკეტულ ძრავას (არძ) და ელექტრულ რაკეტულ ძრავას (ერძ). ყველაზე მეტად გავრცელდა ქრძ, ე. ი. ქიმიური რაკეტული საწვავით მომუშავე რაკეტული ძრავა. სხვადასხვა ტიპის ქრძ-ების პრინციპული სქემები და მუშაობის პროცესები პრაქტიკულად ერთმანეთის ანალოგიურია. ყოველი მათგანი შეიცავს ძირითად აგრეგატს, რომელშიც შედის წვის კამერა და რეაქტიული საქშენი. მცირე გამონაკლისის გარდა ყველა ქრძ მუშაობს უწყვეტი რეჟიმით, ხოლო აირების წნევა წვის კამერაში ძრავას მუშაობის პროცესში დაახლოებით მუდმივია. საწვავის აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით განასხვავებენ თხეგადსაწვავიან რაკეტულ ძრავას (თრძ), მყარსაწვავიან რაკეტულ ძრავას (მრძ), ჰიბრიდული (კოიმბინირებული) საწვავით მომუშავე რაკეტულ ძრავას (ჰრძ) და სხვა; მრძ-ს, რომელიც ყველა რაკეტული ძრავას პროტოტიპია, იყენებენ სასიგნალო, საფეიერვერკო და საბრძოლო რაკეტების გასააშვებად აგრეთვე კოსმონავტიკაში. მისი ღირსებებია: საიმედოობა და ექსპლუატალციის სიმარტივე, მუდმივი სამოქმედო მზაიდყოფნა ხანგრძლივი შენახვის პირობებზში; ნაკლია საუკეთესო თრძ-ებთან შედარებით ნაკლები ეფექტურობა, რეაქტიული წევის სიდიდისა და მიმართულების რეგჯულირების სიძნელე და, როგორც წესი, გამიოყენების ერთგზისობა. მრძ-ს შეუძლია განაავითაროს ქრძ-თვის სარეკორდო წევა, მისი კუთრი იმპულსი აღწევს 2.5 – 3 (კნ·წმ)/კგ.
თანამედროვე რაკეტული ძრავებიდან ყველაზე სრუულყოფილია თრძ, რომლებსაც აქვთ რამდენიმეე რთული ავტომატური სისტემა (ამუშავებისა დია გაჩერების, წევისა და საწვავის კომპონენტების ხარჯვის რეგულირებისა, წევის ვექტორის მართვისა და სხვა). ცალკეული თრძ-ების მაქსიმალური წევა დაახლოებით 10 მეგნ-ია, კუთრი იმპულსი — 4.5 (კნ·წმ)/კგ. ჰრძ-ში ერთდროულად იყენებენ საწვავის თხევადსა და მყარ კომპონენტებს, მასში მიმდინარეობს საწვავის ე. წ. ჰეტეროგენული წევა. კუთრი იმპულსის ათეულჯერ და ასეულჯერ გაზრდა შესაძლებელია ერძ-ს მეშვვეობით, რომელშიც ელექტრული ენერგია გარიდაიქმნება რეაქტიული ჭავლის კინეტიკურ ენერგიად. თეორიულად ზღვრული შესაძლებლობების მქონე რძ-ა ფოტონური (კვანტური) რძ, რომელშიც რეაქტიული ჭავლი წარმოიქმნება გამოსხივების კვანტებით. ფოტონური რაკეტული ძრავას (ფრძ) გამოყენების შესაძლო სფეროა ვარსკვლათშორისი ფრენა.
რაკეტულსა და კოსმოსურ ტექნიკაში გამოყენეების ხასიათის მიხედვით რაკეტული ძრავები არის: სამარშო (რაკეტის ძირითადი ძრავები, რომლებიც ანიჭებენ მას, მაგალითად კოსმოსურ სიჩქარეს), მმართველი, სამუხრუჭო, მაკორექტირებელი, საორიენტაციო, მასტაბილიზებელი და სხვა; ავიაციაში რაკეტულ ძრავებს იყენებენ ძირითად და დამხმარე (სასტარტო, მაჩქარებელ) ძრავებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 296-297.