რაიხენბახის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რაიხენბახის ჩანჩქერი

რაიხენბახის ჩანჩქერი (გერმ. Reichenbachfall) — დაახლოებით 250 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი შვეიცარიაში, მაირინგენის სიახლოვეს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მაღალი ჩანჩქერია ალპებში, რომელიც შვიდი კასკადისგან შედგება. ზედა, ყველა მაღალი კასკადი 110 მეტრს უტოლდება.

ბუნების სილამაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე მიზეზის გამო ჩანჩქერი საყოველთაოდ არის ცნობილი. გარდა თავისი ზომებისა და ბუნების სილამაზისა, ჩანჩქერის ახლოს მდებარე ქალაქი მაირინგენი ცნობილია როგორც ბეზეს − შაქრის ფხვნილისა და კვერცხის ცილისგან დამზადებული დესერტის − სამშობლო. მაირინგენული ბეზე მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა.

რაიხენბახის ჩანჩქერი მრავალი მწერლისა თუ მხატვრის შემოქმედებაში ასახულა. XIX საუკუნის ინგლისელმა რომანტიკოსმა მხატვარმა ჯოზეფ ტერნერმა რამდენიმე ტილო მიუძღვნა მას. პეიზაჟისტმა მიხეილ ერასიმ თავის ნახატში „რაიხენბახის ჩანჩქერი მაირინგენთან, შვეიცარიაში“ გადმოსცა მისი ბუნების სილამაზე.

შერლოკ ჰოლმზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური დაფა ჩანჩქერთან

სახელგანთქმულობის კიდევ ერთი მიზეზია „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. ართურ კონან დოილმა ჩანჩქერი XIX საუკუნის ბოლოს მოინახულა, აღფრთოვანდა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, რომ თავისი ნაწარმოების მთავარი გმირი, გამომძიებელი შერლოკ ჰოლმზი სწორედ ამ ადგილას უნდა მომკვდარიყო, რაც აღწერა კიდეც მოთხრობაში „ჰოლმზის უკანასკნელი საქმე“. 1891 წლის 4 მაისს მთავარი პერსონაჟი „იღუპება“ ლონდონური დანაშაულებრივი სამყაროს მეთაურთან, პროფესორ მორიარტისთან ორთაბრძოლისას. ამ მოვლენის 100 წლისთავის აღსანიშნად ჩანჩქერთან მემორიალური დაფაც კი დაამაგრეს წარწერით: „ამ საშიშ ადგილას შერლოკ ჰოლმზმა დაამარცხა პროფესორი მორიარტი, 1891 წლის 4 მაისს“.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონან დოილის ნაწარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციაში, საბჭოთა ფილმში „შერლოკ ჰოლმზისა და ექიმ უოტსონის თავგადასავალი“ გადამწყვეტი ორთაბრძოლის ეპიზოდი რაიხენბახის ნაცვლად გადაღებულია გეგის ჩანჩქერთან, აფხაზეთში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. География. Смертельная схватка. Рейхенбахский водопад. // 221b.ru. ციტირების თარიღი: 2020-02-08.