რაინ სულთანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაინ სულთანოვი
რაინ ალადინ ოღლუ სულთანოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 აპრილი, 1965 (1965-04-29) (58 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
წარმოშობა აზერბაიჯანელები
ჟანრ(ებ)ი ეთნო-ჯაზი, თანამედროვე ჯაზი, ჯაზ ფუჟენი
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი საქსოფონი
აქტიური 1995 – დღემდე
საიტი rainsultanov.com
რაინ სულთანოვი ვიკისაწყობში

რაინ ალადინ ოღლუ სულთანოვი (აზერ. Rain Aladdin oglu Sultanov; დ. 1965 წლის 29 აპრილი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი საქსოფონისტი და აზერბაიჯანის საპატიო მომღერალი.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთანოვი დაიბადა 1965 წლის 29 აპრილს ბაქოში. მისი ძმები რაუფი და რამინი ასევე მუსიკოსები არიან. 14 წლის ასაკში სულთანოვი ძმების რჩევით შევიდა მუსიკალურ სკოლაში. რაინის ინტერესი ჯაზისა და განსაკუთრებით ჯგუფის ,,Weather Report" და მაილზ დევისის შემოქმედებისადმი სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. 16 წლის ასაკში სულთანოვი უკვე კარგად უკრავდა საქსოფონზე. ოთხი წლის განმავლობაში საბჭოთა არმიაში ყოფნის დროს ის უკრავდა სამხედრო ჯგუფში. შემდეგ მან სწავლა ბაქოს ასაფ ზეინალის მუსიკალურ სკოლაში განაგრძო და 1985 წელს სპეციალიზებულ სკოლებს შორის რესპუბლიკურ კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა. მან შეასრულა ჩაიკოვსკის, მოცარტის, ვებერის და სხვა კომპოზიტორების კომპოზიციები. იმ დროს სულთანოვმა დაიწყო ჯაზის შესრულება და ის მიიწვიეს სამუშაოდ პოლად ბილბიოღლუს ჯგუფში ,,Ashiqlar".

1988 წელს სულთანოვი მუშაობდა სიმღერის სახელმწიფო თეატრში რაშიდ ბეჰბუდოვის მიწვევით და ასრულებდა ჩარლზ პარკერისა და მაიკლ ბრეკერის კომპოზიციებს. იმავე წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1989 წელს სულთანოვი მიიწვიეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ორკესტრ „გაიაში“. ორკესტრის მუსიკალური მენეჯერი იყო ტოფიგ შაბანოვი. 1992 წელს სულთანოვი მიიწვიეს სოლისტად აზერბაიჯანის სახელმწიფო სამაუწყებლო კავშირის ესტრადა-სიმფონიურ ორკესტრში, ფაიგ სუჯედდინოვის ხელმძღვანელობით. იმ პერიოდში სულთანოვი გამოდიოდა ჯაზის პროგრამებსა და სოლო კონცერტებზე. 1992-94 წლებში სულთანოვი უკრავდა თურქეთისა და მოსკოვის სხვადასხვა ჯაზ კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში. 1995 წელს სულთანოვმა შექმნა თავისი პირველი კომპოზიციები სახელწოდებით ,,ჯოკერები და ცეკვა" და ,,დასვენების დღე".

1996-97 წლებში სულთანოვი გამოდიოდა გერმანიის ჯაზ-ფესტივალებზე. ამ დროს მან შექმნა ისეთი კომპოზიციები, როგორიცაა ,,ბოლო მომენტი", ,,გიჟური სამყარო" და სხვა. მოგვიანებით სულთანოვმა გადაწყვიტა შეექმნა ჯგუფი სახელწოდებით ,,სინდიკატი". ჯგუფის წევრები იყვნენ მისი უფროსი ძმა რაუფ სულთანოვი (ბას გიტარა), ელდარ რაგულუზადე (ფორტეპიანო), ჰამდულა გაფარი (გიტარა) და ვაგიფ ალიევი (პერკუსიული ინსტრუმენტები). 1997 წლის 14 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართა ჯგუფის პირველი სოლო კონცერტები სახელწოდებით ,,ბოლო მომენტი". „სინდიკატმა“ მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

2008 წელს სულთანოვმა დაასრულა მუშაობა ალბომზე სახელწოდებით ,,Tale Of My Land", რომელზედაც მუშაობდა ორი წლის განმავლობაში.[4][5] ამ პროექტს სულთანოვმა უწოდა ალბომი-წიგნი, რადგან იგი შედგება ორმოცი გვერდისგან, რომელზეც ფოტოებია. ალბომი შედგება ორი დისკისაგან. პირველი დისკი მუსიკალურია, ხოლო მეორე დისკზე არის 17 წუთიანი ფილმი, რომელიც გადაიღეს აზერბაიჯანელმა და თურქმა რეჟისორებმა. ალბომის პირველ ნაწილში არის ინტერვიუ სულთანოვთან, ხოლო მეორე ნაწილში დისკთან ერთად არის ფოტოები. მესამე ნაწილში არის მინი კლიპი, რომლის მთავარი ლაიტმოტივი არის ომი და ტრაგედიები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijani jazzman Rain Sultanov to attend international jazz festival in Georgia. APA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
  2. „РАИН СУЛТАНОВ - МИССИЯ ВЫПОЛНИМА“. jazzdunyasi.jazz.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-18. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
  3. „Поверх барьеров с Иваном Толстым“. svobodanews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-08. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
  4. „Раин Султанов: "Радует то, что сейчас джазовые музыканты все-таки сплотились…" - ИНТЕРВЬЮ - ФОТО“. 1news.
  5. „Азербайджанский джазмен рассказывает о родной земле“.