რაინვალდჰორნი
რაინვალდჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°29′37″ ჩ. გ. 9°02′24″ ა. გ. / 46.49361° ჩ. გ. 9.04000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3 402 მ |
ქედი | ლეპონტის ალპები |
პირველი ასვლა | 1789 |
რაინვალდჰორნი (გერმ. Rheinwaldhorn) — შვეიცარიის კანტონ ტიჩინოს უმაღლესი მწვერვალი, ზღვის დონიდან 3 402 მეტრზე. აღმართულია გრაუბიუნდენისა და ტიჩინოს კანტონების საზღვარზე, ადულის მასივში, რომელიც ლეპონტის ალპებს მიეკუთვნება.
ცნობილია მთის რამდენიმე სხვა სახელიც. თოვლიანი მწვერვალების ჯგუფი გადაშლილია რაინის ორ მთავარ განშტოებას შორის.
რაინვალდჰორნი ლეპონტის ალპების აღმოსავლეთ ნაწილისა და ადულის ჯგუფის უმაღლესი მწვერვალია. ამ არეალში, მდინარე რაინისა და პოს აუზებს განსაზღვრული მიმართულება არ გააჩნია.
მთა პირველად 1789 წელს ბენედიქტელმა ბერმა პლაციდუს ა სპეშამ დალაშქრა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: