შინაარსზე გადასვლა

რაინდთა აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაინდთა აჯანყებაგერმანიის დაბალი თავადაზნაურობის აჯანყება მთავართა ძალაუფლების წინააღმდეგ 1522-1523 წლებში. აჯანყების მიზეზი იყო მთავართა ძალაუფლების ზრდის გამო რაინდობის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. რაინდობის საერთო ინტერესები ყველაზე ფართოდ ულრიხ ფონ ჰუტენმა გამოხატა. 1522 წლის აგვისტოში, ლანდაუში გამართულ ყრილობაზე ზემორაინელებმა, შვაბიელმა და ფრანკონიელმა რაინდებმა შექმნეს საერთო საიმპერიო მნიშვნელობის რაინდული გაერთიანება, რომელსაც ფრანც ფონ ზიკინგენი მეთაურობდა. 1522 წლის სექტემბრის დამდეგს ზიკინგენის ჯარმა ტრირის არქიეპისკოპოსისა და კურფიურსტის წინააღმდეგ გაილაშქრა. საერო და სასულიერო მთავრობის გაერთიანებულმა ჯარებმა აიღეს ზიკინგენის ციხე ლანდშტული (1523 წლის აპრილი), რომლის იერიშისას ზიკინგენი სასიკვდილოდ დაიჭრა. რაინდთა აჯანყება ჩაახშეს, მისი აქტიური მონაწილეები დასაჯეს.