რაიმუნდუ პერეირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაიმუნდუ პერეირა (დ. 9 თებერვალი, 1955) — გვინეა-ბისაუს პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2009 წლის 2 მარტიდან ამავე წლის 8 სექტემბრამდე.

განათლებით იურისტი[1]. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აირჩიეს პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავჯდომარედ. ქვეყნის პრეზიდენტის ჟოან ბერნარდო ვიეირას მკვლელობის შემდეგ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას[2]. 60 დღის შემდეგ ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მალამ ბაკაი სანამ.

2012 წლის 9 იანვარს მალამ ბაკაი სანას გარდაცვალების შემდეგ ასევე დაიკავა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა[3].

სქოლიო[რედაქტირება]