რაიმონ კენო
| რაიმონ კენო | |
|---|---|
| ფრანგ. Raymond Queneau | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 21 თებერვალი, 1903[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] |
| დაბადების ადგილი | ჰავრი[22] [18] [23] [21] |
| გარდაცვალების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1976[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] (73 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პარიზის XIII რაიონი[18] [21] |
| დასაფლავებულია | Juvisy-sur-Orge[24] |
| საქმიანობა | პოეტი[18] [19] , დრამატურგი[22] , რომანისტი, მთარგმნელი, სცენარისტი, მათემატიკოსი[19] , მწერალი[18] [19] [25] [22] და ლიბრეტისტი[22] |
| ენა | ფრანგული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | Prix des Deux Magots და Straelen Translator’s Prize provided by Kunststiftung NRW |
| მეუღლე | Janine Kahn |
| შვილ(ებ)ი | Jean-Marie Queneau |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | oulipo.net/oulipiens/RQ |
რაიმონ კენო (ფრანგ. Raymond Queneau; დ. 21 თებერვალი 1903 — გ. 25 ოქტომბერი, 1976 ) — ფრანგი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, სიურეალისტური მოძრაობის წევრი, Oulipo-ს (ლიტერატურული პოტენციალის სახელოსნო) ერთ-ერთი დამაარსებელი, პატაფიზიკური კოლეჯის ტრანსცენდენტალური სატრაპი, „პლეადების ენციკლოპედიის“ დირექტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიამონ კენო დაიბადა ჰავრში 1903 წელს კომერსანტთა ოჯახში. მან დაამთავრა ჰავრის ლიცეუმი, რის შემდეგაც სწავლობდა ფილოსოფიას სორბონაში და უმაღლესი კვლევების პრაქტიკულ სკოლაში. მის მასწავლებლებს შორის იყო ალექსანდრე კოჟევი.[26]
1924 წლიდან კენო დაუახლოვდა სიურეალისტებს, მაგრამ 1929 წელს მათ ჩამოშორდა.
1932 წელს საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ მან გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი "Le Chiendent", რისთვისაც მიიღო Prix des Deux magots [27] .
ბანკის კლერკად და გამყიდველად დროებითი მუშაობის შემდეგ, იგი თარჯიმნად იწყებს მუშაობას გამომცემლობა გალიმარში (ფრ. Éditions Gallimard). მოგვიანებით, 1941 წელს, იგი გახდა გამომცემლობის გენერალური მდივანი [26] .
1942 წელს გამოიცა რომანი Pierrot mon ami, რომელმაც მწერალს წარმატება მოუტანა.
1945 წლიდან კენო დაკავებულია ჟურნალისტიკითა და მუშაობს რადიოში. 1947 წელს გამოვიდა ცნობილი "სავარჯიშოები სტილში": 99 სტილისტური ვარიაცია მოცემული თემაზე. 1948 წელს კენო შეუერთდა საფრანგეთის მათემატიკურ საზოგადოებას.
1950 წელს კენო გახდა პატაფიზიკის კოლეჯის წევრი . 1951 წელს აირჩიეს გონკურის აკადემიის წევრად. 1954 წლიდან კენო არის პლეადების ენციკლოპედიის დირექტორი, რომელსაც აქვეყნებს Gallimard [27] .
1959 წელს გალიმარდმა გამოაქვეყნა ზაზი მეტროში, რომელიც შემდეგში კენოს ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახდა.
1960 წელს კენომ მათემატიკოს ფრანსუა ლე ლიონთან ერთად დააფუძნა OULIPO (პოტენციური ლიტერატურის სახელოსნო) , რომელიც იკვლევს და ავითარებს შესაძლებლობებს ფორმალური შეზღუდვის ლიტერატურას. 1961 წელს გამოიცა მისი სონეტების კრებული, ასი ათასი მილიარდი ლექსი.
კენო გარდაიცვალა 1976 წლის 25 ოქტომბერს ფილტვის კიბოთი.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Le Chiendent, 1933, Prix des Deux Magots
- Gueule de pierre, 1934
- Les Derniers Jours, 1936
- Odile, 1937
- Les Enfants du limon, 1938
- Un rude hiver, 1939
- Les Temps mêlés (Gueule de pierre II), 1941
- Pierrot mon ami, 1942
- Loin de Rueil, 1944
- En passant, 1944
- On est toujours trop bon avec les femmes, 1947
- Saint-Glinglin, 1948
- Le Journal intime de Sally Mara, 1950
- Le Dimanche de la vie, 1952
- Zazie dans le métro, 1959
- Les Fleurs bleues, 1965
- Le Vol d'Icare, 1968
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- 1 2 Raymond Queneau
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Discogs — 2000.
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 NooSFere — 1999.
- 1 2 filmportal.de — 2005.
- 1 2 BD Gest’
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- 1 2 GeneaStar
- 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- 1 2 AlKindi
- 1 2 Babelio — 2007.
- 1 2 3 4 5 6 Archivio Storico Ricordi — 1808.
- 1 2 3 4 5 The Fine Art Archive — 2003.
- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 3 4 Fichier des personnes décédées mirror
- 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #118597302 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ ZKM Zentrum für Kunst und Medien Karlsruhe — 1997.
- ↑ https://actu.fr/insolite/toussaint-quelles-sont-les-celebrites-enterrees-en-essonne_46091418.html
- ↑ RKDartists
- 1 2 L'Internaute.
- 1 2 Gallimard.
- დაბადებული 21 თებერვალი
- დაბადებული 1903
- გარდაცვლილი 25 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1976
- ფრანგი მწერლები
- პარიზის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ფრანგი სიურრეალისტი მწერლები
- პოსტმოდერნისტი მწერლები
- XX საუკუნის ფრანგი რომანისტები
- XX საუკუნის ფრანგი პოეტები
- ფრანგი მამაკაცი პოეტები
- ფრანგი მამაკაცი რომანისტები
- XX საუკუნის ფრანგი მამაკაცი მწერლები
- მწერლები ანბანის მიხედვით