რაიეც-იესტრჟები
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
რაიეც-იესტრჟები Rájec-Jestřebí | |||||
|
ყველა წმინდანის ეკლესია | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Holešín[1] , Jestřebí[1] , Karolín[1] და Rájec[1] | ||||
| კოორდინატები | 49°24′39″ ჩ. გ. 16°38′21″ ა. გ. / 49.41083° ჩ. გ. 16.63917° ა. გ. | ||||
| მმართველი | რომანა სიანიკევიჩოვა | ||||
| პირველი ხსენება | 1141 | ||||
| ფართობი | 15,67 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 295 მ | ||||
| მოსახლეობა | 3 736[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 239 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 679 02 | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | rajecjestrebi.cz | ||||
რაიეც-იესტრჟები (ჩეხ. Rájec-Jestřebí) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი რაიეც-იესტრჟები ბლანსკოს რაიონში მდებარეობს. ქალაქი ოთხი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ესენია: რაიეცი, იესტრჟები, ჰოლეშინი და კაროლინი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიეც-იესტრჟები ქალაქ ბლანსკოდან ჩრდილოეთით 5 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი დრაჰანის მთიანეთშია გაშენებული. მის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია სპალენას გორა, მისი სიმაღლე 529 მეტრია ზღვის დონიდან. რაიეც-იესტრჟებში მდინარე სვიტავას ერთვის პატარა მდინარე ბიკოვკა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიეცი წერილობით წყაროებში პირველად 1141 წელს ოლომოუცის ეპისკოპოს ინდრჟიხ ზდიკის სიგელშია ნახსენები. მორავიის მარკგრაფ იობსტსა და მის ძმა პროკოპს შორის ბრძოლების დროს განადგურდა XIII საუკუნეში აგებული ორი ციხესიმაგრე. იესტრჟები ისტორიულ წყაროებში პირველად 1371 წელს ჩნდება, ამ წყაროს მიხედვით მას ბორჟიტოველი დიდგაროვნები ფლობდნენ.[3]

1570 წელს ბერნარდ დრნოვსკიმ ციხე აღადგინა და რენესანსის ეპოქის რეზიდენციად გადააკეთა. 1618 წელს დრნოვსკების ოჯახის ბოლო მამრობითი სქესის წარმომადგენელი გარდაიცვალა და ციხე მისი ქვრივის იოჰანა დრნოვსკას საკუთრება გახდა.[3]
1757 წელს რაიეცის ციხე ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. 1763–1769 წლებში დამწარი ციხის ადგილზე ნეოკლასიკური სტილის ახალი ციხე ააგეს. ცისესიმაგრის გარშემო ინგლისური პარკი 1767 წელს გაშენდა.
1960 წელს რაიეცისა და იესტრჟების მუნიციპალიტეტები ერთ გაერთიანდა და 1973 წელს მუნიციპალიტეტს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[4]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიეც-იესტრჟების მთავარი ღირსშესანიშნაობა რაიეც-ნად-სვიტავოუს ციხეა. იგი ნეოკლასიკურ სტილში 1763–1769 წლებში აშენდა. დღეს ის სახელმწიფოს საკუთრებაა და ღიაა დამთვალიერებელთათვის. ციხესიმაგრეს აქვს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა ჩეხეთში, სადაც 60 000-ზე მეტი წიგნია დაცული. თავისი მაღალი ღირებულების გამო, ციხესიმაგრეს ჩეხეთის ეროვნული კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[5][6]
რაიეცის ყველა წმინდანის სახელობის ეკლესია ისტორიულ წყაროებში პირველად 1350 წელს არის მოხსენიებული. მას 1574 წელს სამრეკლო დაამატეს. თავდაპირველად ტაძარი გოტიკური სტილის იყო, დღევანდელი ნაგებობა ბაროკოს სტილშია აღდგენილი.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცირილ მეტოდეი ჰრაზდირა (1868–1926) — კომპოზიტორი, რეჟისორი და სბორმისტრი
- რუდოლფ ლუსკაჩი (1899–1971) — პროზაიკოსი და რომანისტი
- მილან ჰორალეკი (1931–2012) — ეკონომისტი და პოლიტიკოსი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ 3.0 3.1 Historie města cs. Město Rájec-Jestřebí. ციტირების თარიღი: 2021-11-11
- ↑ Zpravodaj města Rájec-Jestřebí cs. Město Rájec-Jestřebí (April 2013). ციტირების თარიღი: 2023-06-13
- ↑ Home. Rájec nad Svitavou Castle. ციტირების თარიღი: 2021-11-11
- ↑ Zámek s parkem cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2025-03-21
- ↑ Kostel Všech svatých cs. Město Rájec-Jestřebí. ციტირების თარიღი: 2021-11-11