რაიან დანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაიან დანი, 2 ოქტომბერი, 2010.

რაიან მეტიუ დანი (ინგლ. Ryan Matthew Dunn; დ. 11 ივნისი, 1977, მედინა, ოჰაიო, აშშ — გ. 20 ივნისი, 2011, დასავლეთი გოშენი, პენსილვანია, აშშ.) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაჯილდოებულია ყველაზე ცნობილ დოკუმენტურ გადაცემაში ,,თავქარიანები’’. იგი ასევე იყო ჯგუფ CKY-ის წევრი. რაიანი იღებდა მონაწილეობას ბემ ბარჯერას ფილმში - "Haggard".

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიან დანი დაიბადა მედინაში, ოჰაიოში, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადავიდა 'უესტ-ჩესტერში. რაიანი ცნობილი CKY ფილმში მონაწილეობის შემდეგ გახდა. როგორც ამბობდა ბემ მარჯერა, რაიანმა არ იცოდა მანქანის ტარება. ახალგაზრდობაში ისინი მოხვდდნენ ავარიაში ბემთან, კრის რააბომთან და ჯეს მარჯერასთან. მანქანა შუა გზაზე გადაბრუნდა . ჯესმა იდაყვის სერიოზული ტრავმა მიიღო.

2006 წელს, დანმა და ბემმა მიიღეს მონაწილეობა Gumball 3000 Lamborghini Gallard-ზე, რომელიც ბემ მარჯერას ეკუთვნის.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-წლის 20 ივნისს. დაახლოებით ღამის სამ საათზე რაინ დანი ავტოკატასტროფაში, ქალაქ გოშენში გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, ის Porsche 911 GT3-ით მოძრაობდა, რომელიც დარეგისტრირებულია დანზე. რაიანი მანქანას დიდი სიჩქარით მართავდა, რის გამოც ის ხეს შეეჯახა და შედეგად, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ავტომობილში რაიანთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ზახარი ხარტველი, რომელიც ასევე ვერ გადარჩა. ვიდრე სახანძრო შემთხვევის ადგილზე მივიდა, ავტომობილი ბოლომდე დაიწვა. მსახიობი ამოცნობილ იქნა ტატუს მიხედვით. პოლიციამ დაასკვნა, რომ ავტომობილი დაახლოებით 230კმ/სთ-ით მოძრაობდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ რაიან დანი ნასვამი მართავდა ავტომობილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: