რაზდორსკოე II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაზდორსკოე II (რუს. Раздорское II) — არქეოლოგიური ძეგლი, უძველესი ადამიანების სადგომი როსტოვის ოლქის უსტ-დონეცკის რაიონის სოფელ რაზდორსკაიის ტერიტორიაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური ძეგლი რაზდორსკოე II აღმოაჩინა ვ. კიაშკომ 1984 წელს და შეისწავლა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაზდორსკოეს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, აღნიშნული ექსპედიცია მას სწავლობდა ორი წლის განმავლობაში (1989-1990 წწ.). 2002 წელს მნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ სამუშაოები აღსდგა და გაგრძელდა 2003 წლამდე, ასევე იგეგება მისი აღდგენა.

უძველესი ადამიანის დასახლება მდებარეობს დონის დიდი ტერასის ძირში. კუნძულ გოსტევოის ჩრდილოეთი ნაწილის პირდაპირ. დასახლების კულტურული ფენა 1 მეტრ სიღრმემდე ვრცელდება. კულტურული ფენების გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დასახლება გაუნადგურებია ტექტონიკურ კატასტროფას.

დასახლებაში აღმოჩენილი ნივთების უდიდესი ნაწილი დამზადებულია კაჟის, ქვისა და ძვლისაგან. აღმოჩენილია სოლისებური ფორმის ცულები, ნუკლეუსები და სხვადასხვა სახის ნივთები[1].

ზოგჯერ ნივთების დასამზადებლად გამოიყენებენ ძვალსაც, რომელთაგანაც რამდენიმეს გააჩნდა ამოჭრილი მოხატულობა. მოპოვებული მასალის დიდი ნაწილი გვაძლევს საშუალებას თვალი გავადევნოთ ნედლეულისა და ნახევრად მზა პროდუქტების მომზადების პროცესს[2].

აღნიშნულ არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩნილია ცხოველების ძვლებიც: თევზის ფხები, გარეული ფრინველის ძვლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსახლეების ძირითადი საქმიანობა იყო ნადირობა და მეთევზეობა.

პირველყოფილი ადამიანის აღნიშნული სადგომის ისტორია მოიცავს 10 000 წელს. არქეოლოგმა ვ. კიაშკომ გამოთქვა მოსაზრება რაზდორსკოე II-სა და რაკუშეჩნი-იარს შორის ცხოვრების უწყვეტობის შესახებ[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Раздорское II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-25. ციტირების თარიღი: 2017-10-16.
  2. Цыбрий В. В. Кияшко В. Я. Изделия из кости стоянки Раздорская 2 на Нижнем Дону // Неолит-энеолит Юга и неолит Севера Восточной Европы. — СПб. — 2003. — С. 30-40
  3. Кияшко В. Я., 1994 б. Два погребения с букраниями эпохи средней бронзы // Донские древности. Вып. 2. Отв. ред. A.A. Горбенко. Азов. — С. 78