რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი
დაარსდა 1988
მდებარეობა რაზდორსკაია, უსტ-დონეცკის რაიონი, როსტოვის ოლქი
დირექტორი ალექსი სუხოვი
ვებსაიტი ოფიციალური საიტი

რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი (რუს. Раздорский этнографический музей-заповедник) — მუზეუმ-ნაკრძალი უსტ-დონეცკის რაიონის სტანიცა რაზდორსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია

მუზეუმის მისამართი: 346560, როსტოვის ოლქი, უსტ-დონეცკის რაიონი, სტანიცა რაზდორსკაია, კალინინის ქუჩა № 117.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ისტორია იწყება 1953 წლიდან, როდესაც რაზდორსკაიის საშუალო სკოლის მასწავლებელმა ლ. აგარაკოვმა დააარსა სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

1988 წლის 25 თებერვალს მწერალ ანატოლი კალინინის მხარდაჭერით რსფსრ მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით ჩამოყალიბდა რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი[1]. მოგვიანებით სასკოლო მხარეთმცოდნების მუზეუმის ფონდი მთლიანად გადაიტანეს მუზემ-ნაკრძალის შენობაში.

მუზეუმი ფლობს მნიშვნელოვან კოლექციას, რომელიც უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე ასახავს იმ ხალხის კულტურასა და ცხოვრებას, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე უსტ-დონეცკის რაიონის ტერიტორიაზე. რაზდორსკაიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ფართობია 3 650 ჰა[2].

სტანიცა რაზდორსკაია ითვლება დონის კაზაკთა პირველ დედაქალაქად. პირველად იგი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1571 წელს. 1622 წლამდე იგი დონის კაზაკთა ოლქის დედაქალაქი იყო. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ძეგლები: ნეოლითის, ბრინჯაოსა და რკინის ეპოქის ასევე შუა საუკუნეების ძეგლები. სტანიცაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ისეთი ძველი ხალხების კვალი როგორებიცაა: კიმირიელები, სკვითები, სარმატები, ალანები, გუთები, ჰუნები, ხაზარები, მონღოლები და ყივჩაყები[3]. 1994 წელს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სხვადასხვა კულტურის სამარხები.

1976 წელს ხუტორ პუხლიაკოვსკაიაში, ხუტორ რაზდორსკაიიდან ხუთ კილომეტრში, გახსნეს სურათების გალერეა, სადაც დაცულია რუსი მხატვრების: ივანე კრილოვის, ევგენი ლანსერის, ვლადიმირ ოვეჩკინისა და სხვათა ნახატები[3]. აღნიშნული გალერეაც მუზეუმის დაქვემდებარებაშია.

მუზეუმის ძირითადი და დამხმარე ფონდი მოიცავს: ფერწერას, გრაფიკას, სკულპტურას, ნუმიზმატიკას, ბონისტიკას, ფალერისტიკას, არქეოლოგიას, მეტალს, ხეს, კერამიკასა და მინას, ნაჭრებს, ტყავს, ფოტოებსა და წერილობით წყაროებს[4][5][6][7][8][9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]