რაზდორსკაიის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაზდორსკაიის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
რაზდორსკაიის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
რაზდორსკაიის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა რაზდორსკაია
სასულიერო სტატუსი დანგრეული
საიტი razdori-hram.pravorg.ru



რაზდორსკაიის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Донской иконы Божией Матери) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია უსტ-დონეცკის რაიონის ხუტორ რაზდორსკაიაში, როსტოვის ოლქი[1], რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, უსტ-დონეცკის რაიონი, ხუტორი რაზდორსკაია, ლენინის ქუჩა № 41.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში რაზდორსკაიაში იყო პატარა სამლოცველო. მას შემდეგ რაც დასახლება კუნძუიდან გადაიტანეს თანამედროვე ადგილზე (დონის მარჯვენა შენაკადი) ეკლესიის ახალი მდებარეობის შესახებაც გვხვდება ინფორმაცია 1726 წელს. ამ პერიოდში სტანიცაში იდგა წმინდა ვასილი დიდის სახელობის ხის ეკლესია.

1747 წელს დაძველებული ეკლესიის ადგილზე ააშენეს, სხვა, ასევე ხის ეკლესია, რომელიც მოქმედებდა 1784 წლამდე. ამავე წელს ატამან დიმიტრი ილოვაისკოს ბრძანებით სტანიცაში ააგეს ახალი, რიგით მესამე ხის ეკლესია, რომელიც ასევე წმინდა ვასილი დიდის სახელზე იყო ნაკურთხი და ჰქონდა პატარა საკურთხეველი წმინდა ბარბარეს სახელობისა. 1804 წელს ეკლესიას მიაშენეს ქვის სამრეკლო. მესამე ხის ეკლესია არსებობდა 1824 წლამდე. ამ წელს კი ააშენეს ახალი ქვის ეკლესია, ხოლო ძველი გააგზავნეს სტანიცა მეჩიოტინსკაიაში.

ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1817 წლის 15 ივლისს (სავარაუდოდ დონელი არქიტექტორის ანტონ კამპიონის პროექტის მიხედვით[2]). მას აშენებდნენ დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1823 წელს და აკურთხეს 1824 წელს. ეკლესია აგებული იყო ამპირის სტილში. მას ჰქონდა სამი საკურთხეველი: ცენტრალური - დონის ღვთისმშობლის სახელობისა, მარჯვენა - ვასილი დიდის სახელობისა, მარცხენა კი ბარბარე ქალწულმოწამის სახელობისა. ეკლესიის კანკელი იყო სამიარუსიანი. ეკლესიის კედლები კი მოხატული.

დონის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1929 წელს ეკლესია დახურეს და გადააკეთეს საწყობად. 1962 წელს, რაიონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დონის ღვთისმშობლის ეკლესია ააფეთქეს.

ამჟამად ღვთისმსახურება მიმდინარეობს ეკლესიის ყოფილ საყარაულო შენობაში. წინამძღვარია - ვიქტორი (დავიდიჩი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]