რადოიე დომანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადოიე დომანოვიჩი
სერბ. Радоје Домановић
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1873
დაბადების ადგილი ოვსიშტე, სერბეთის სამთავრო
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 1908
გარდაცვალების ადგილი ბელგრადი, სერბეთის სამეფო
დასაფლავებულია ბელგრადის ახალი სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი
ენა სერბული
მოქალაქეობა სერბეთის სამეფო
ალმა-მატერი ბელგრადის უნივერსიტეტი და First Kragujevac Gymnasium
პერიოდი სერბები
ჟანრი სატირა, რეალიზმი
Magnum opus წინამძღოლი
საიტი domanovic.org

რადოიე დომანოვიჩი (16 თებერვალი, 1873 – 17 აგვისტო, 1908) — სერბი მწერალი, ჟურნალისტი და მასწავლებელი. ცნობილი იყო მოკლე სატირული მოთხრობებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადოიე დომანოვიჩი დაიბადა ცენტრალური სერბეთის სოფელ ოვსიშტეში, ადგილობრივი მასწავლებლისა და მეწარმის მილოშ დომანოვიჩის ოჯახში. დედა – პერსიდა ცუკიჩი, იყო შთამომავალი პავლე ცუკიჩისა – პირველი და მეორე სერბული აჯანყების სამხედრო მეთაურისა. ბავშვობა გაატარა სოფელ იარუშიცეში, კრაგუევაცის მახლობლად, სადაც ის დაწყებით სკოლაში შევიდა. საშუალო სკოლა დაამთავრა კრაგუევაცში, რის შემდეგაც სწავლობდა ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1895 წელს ის პირველად მიიწვიეს მასწავლებლის ადგილზე პიროტში, რეგიონში სამხრეთ სერბეთში, რომელიც ახალი განთავისუფლებული იყო ოსმალეთის იმპერიისგან. პიროტში ის შეხვდა იაშა პროდანოვიჩს (1867–1948), მასწავლებელსა და აქტივისტს, რომელმაც გავლენა მოახდინა მისი პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. აქ შეხვდა ის თავის მომავალ მეუღლესაც – ნატალია რაკეტიჩს (1875–1939), ღარიბ სკოლის მასწავლებელს სრემსკი კარლოვციდან. მეუღლე ყოველთვის მხარში ედგა ხანმოკლე და დაუდგრომელი ცხოვრების მანძილზე და სამი შვილი გაუჩინა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ, სახალხო რადიკალურ პარტიაში გაწევრიანდა, ის დაუპირისპირდა ობრენოვიჩის დინასტიის რეჯიმს და 1895 წლის დასასრულს გადაყვანილ იქნა ვრანიეში, ხოლო 1896 წელს – ლესკოვაცში. დომანოვიჩის სამწერლო კარიერა ასევე დაიწყო მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში და მისი პირველი რეალისტური მოთხრობა დაიბეჭდა 1895წ. 1898 წელს მთავრობის წინააღმდეგ საჯარო გამოსვლის შემდეგ, ის და მისი მეუღლე გააძევეს საჯარო სამსახურიდან და დომანოვიჩმი ოჯახით ბელგრადში გადავიდა საცხოვრებლად.

ბელგრადში მან მეგობარ მწერლებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკვირაო ჟურნალ „ვარსკვლავიში“ და ოპოზიციურ გაზეთ „ექოში“. ამ პერიოდში დაწყო ისეთი სატირული მოთხრობების წერა და ბეჭდვა, როგორიცაა „დემონი“ და „ვნებების გაუქმება“. რადოიეს პირველი დიდება მოუტანა მისი ყველაზე პოპულარული მოთხრობების – „წინამძღოლისა“ (1901წ) და „სტრადიას“ (1902წ) დაბეჭდვამ.ამ მოთხრობებში მან ღიად გაილაშქრა რეჯიმის ფარისევლობისა და გადაცდომების წინააღმდეგ.

1903 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც ბოლო მოუღო ალექსანდრ ობრენოვიჩის რეჯიმს, პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა დომანოვიჩმა მიიღო მდივნის თანამდებობა განათლების სამინისტროში და ახალმა მთავრობამ ნება მისცა ერთწლიანი სპეციალიზაცია გაევლო გერმანიაში, მიუნხენში. უკან დაბრუნებული რადოიე იმდეგაცრუებული დარჩა, რადგან საზოგადოებას ცვლილებები ვერ შეამჩნია. მან დაიწყო საკუთარი პოლიტიკური ჟურნალის – „სტრადიას“ გამოშვება. ის აგრძელებდა ახალი დემოკრატიის სისუსტეების კრიტიკას, მაგრამ მისი ნაშრომებიი აღარ იყო ადრინდელივით შთამბეჭდავი.

რადოიე დომანოვიჩი გარდაიცვალა 1908 წლის 17 აგვისტოს, 35 წლის ასაკში, ფილტვების ანთებითა და ტუბერკულოზით ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. ის დაასაფლავეს ბელგრადის ახალ სასაფლაოზე. მისი გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები დაიკარგა პირველი მსოფლიო ომის დროს.[1]

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებეს შორისაა:

  • დაღი (სერბ. Данга), 1899.
  • დემონი (სერბ. Демон), 1898.
  • ვნებების გაუქმება (სერბ. Укидање страсти), 1898.
  • თანამედროვე აჯანყება (სერბ. Модерни устанак), 1902.
  • მკვდარი ზღვა (სერბ. Мртво море), 1902.
  • პრინცი მარკო მეორედ სერბებს შორის (სერბ. Краљевић Марко по други пут међу Србима), 1901.
  • სტრადიას (სერბ. Страдија), 1902.
  • ჩვეულებრივი სერბულიმუშა ხარის მსჯელობა (სერბ. Размишљање једног обичног српског вола), 1902.
  • წინამძღოლი (სერბ. Вођа), 1901.

მოთხრობები „დაღი“, „ჩვეულებრივი სერბულიმუშა ხარის მსჯელობა“ და „წინამძღოლი“ „რადოიე დომანოვიჩის“ პროექტისათვის თარგმნა ქართულად მარეხ დოლიძემ.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]