რადოვან ზოგოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რადოვან ზაგოვიჩი)
Jump to navigation Jump to search
რადოვან ზოგოვიჩი
დაბ. თარიღი 19 აგვისტო 1907(1907-08-19)
დაბ. ადგილი პლავი
გარდ. თარიღი 5 იანვარი 1986(1986-01-05) (78 წლის)
გარდ. ადგილი ბელგრადი
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი და პოეტი
ენა ჩერნოგორული ენა
მოქალაქეობა Flag of Montenegro.svg მონტენეგრო

რადოვან ზოგოვიჩი (სერბ. Radovan Zogović; კირილიცა. Радован Зоговић; დ. 19 აგვისტო, 1907 – გ. 5 იანვარი, 1986) — XX საუკუნის სერბი პოეტი. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონტენეგროში, პლავში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომამდე ის ცხოვრობდა სკოპიეში, ზაგრებში და ბელგრადში. იყო კომუნისტური პარტიის წევრი. მისი პირველი პოეტური კრებული Glineni golubovi სამეფო ხელისუფლებამ აკრძალა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცოტა ხნით წარმოადგენდა იუგოსლავიის მთავრობის მნიშვნელოვან ფიგურას, თუმცა 1948 წელს გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან და შინა პატიმრობა მიუსაჯეს. იგი პრორუსობასა და მონტენეგროული ნაციონალიზმის გაღვივებაში დაადანაშაულეს. 1960-იანებში მოხდა მისი რეაბილიტაცია. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი საუკეთესო პოეტური კრებულები:Žilama za kamen, Artikulisana riječ, Lično, sasvim lično და Knjažeska kancelarija.

რადოვან ზოგოვიჩი 1986 წლის 5 იანვარს სიმსივნით ბელგრადში გარდაიცვალა.

მისი ლექსები ნათარგმნია ბევრ ენაზე, თავის მხრივ ის თარგმნიდა: რუსულიდან, თურქულიდან და ბულგარულიდან. მისი ახლო მეგობრები იყვნენ სერბი პოეტი დესანკა მაქსიმოვიჩი და მონტენეგროელი ნოველისტი მიჰაილო ლალიჩი. ის იყო მონტენეგროს მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი.

მისი მეუღლე ვერა გარდაიცვალა 2003 წელს, რომელიც ასევე რუსულიდან მთარგმნელი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]