შინაარსზე გადასვლა

რადმილა შეკერინსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადმილა შეკერინსკა
მაკედ. Радмила Шекеринска
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1972(1972-06-10)[1] (54 წლის)
დაბადების ადგილი სკოპიე[1]
მოქალაქეობა  ჩრდილოეთი მაკედონია
განათლება The Fletcher School of Law and Diplomacy, სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი და ტაფტსის უნივერსიტეტი

რადმილა შეკერინსკა-იანკოვსკა (მაკედ. Радмила Шекеринска; დ. 10 ივნისი, 1972, სკოპიე, მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავიის სოციალისტური-ფედერაციული რესპუბლიკა) —  ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო მოღვაწე, 2004 წელს მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.[2]

რადმილა შეკერინსკამ 1995 წელს დაამთავრა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი. 1996 წელს მუშაობდა ღია საზოგადოების ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტად. 1997 წლიდან 2002 წლამდე იყო ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი. 2007 წელს მან დაასრულა მაგისტრატურა ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის პრესტიჟულ სკოლაში აშშ-ში, ტაფტსის უნივერსიტეტში.

ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ავტორია არაერთი სამეცნიერო და საექსპერტო ნაშრომისა ელექტროტექნიკის შესახებ.[3]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეკერინსკა  1993 წლიდან რამდენჯერმე აირჩიეს მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის მმართველი ბიუროს წევრად. 1995 წლიდან არის მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის პრეზიდიუმის წევრი, ხოლო 1999 წელს აირჩიეს მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის  საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილედ. 1995 წლიდან 1999 წლამდე იყო ახალგაზრდული  მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე. 2006 წლის 5 ნოემბერს იგი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ 2008 წლის გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რომელშიც  მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირი დამარცხდა, თანამდებობა დატოვა იმავე წლის 19 სექტემბერს. მისი ერთ-ერთი მოადგილე ზორან ზაევი დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.

1996 წლიდან 1998 წლამდე შეკერინსკა იყო სკოპიეს საქალაქო საბჭოს წევრი. 1998 წელს აირჩიეს მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის წევრად. 2002 წელს იგი ხელახლა აირჩიეს ასამბლეაში და მაშინვე დაინიშნა მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო დახმარების კოორდინაციის საკითხებში ბრანკო კრვენკოვსკის მთავრობაში.[4]

ცრვენკოვსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რადმილა შეკერინსკა მთავრობის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა 2004 წლის მაისიდან ივნისამდე, ხარი კოსტოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე.  ხელმეორედ ასრულებდა  პრემიერ-მინისტრის  მოვალეობას. კოსტოვისა და ბუჩკოვსკის მთავრობებში იგი დარჩა ვიცე პრემიერის პოსტზე.

2009 წლის ივნის-ივლისში იგი  გახლდათ  დამკვირვებელი ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე,  ხელმძღვანელობდა OSCE/ODIHR-ის ( დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო /ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების ორგანიზაცია) მისიას.

2017 წლის 1 ივნისიდან  გახლდათ მაკედონიის რესპუბლიკის / ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი.

არის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR), წევრი.[5][6]

ჯეიმზ მეტისთან შეხვედრისას პენტაგონში, 2018 წ.

2018 წლის 1 მაისს შეკერინსკა და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმზ მეტისი შეხვდნენ პენტაგონში, ვირჯინიაში, რათა განეხილათ თავდაცვის ურთიერთობები მაკედონიასა და აშშ-ს შორის. გარდა ამისა, მათ იმსჯელეს მაკედონიასა და საბერძნეთს შორის არსებული დავის შესახებ მაკედონიის დასახელებაზე (დებატები მაკედონიის დასახელებაზე)  რაც ხელს უშლის პირველის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, ასევე ისაუბრეს მაკედონიის ვალდებულებაზე მიაღწიოს მშპ-ს 2 %-ს თავდაცვისთვის.

რადმილა შეკერინსკა არის ალექსანდრე შეკერინოვის შვილიშვილი და ჰრისტო შეკერინოვის შვილთაშვილი.[7]

2006 წლიდან დაქორწინებულია ბიზნესმენ ბოჟიდარ იანკოვსკიზე. წყვილს შვილები არ ყავს.

შეკერინსკა  ლაურეატია პრემიისა „ხვალინდელი დღის გლობალური ლიდერები“, რომელიც მიენიჭა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეგიდით.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]