ჯაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რადიო ჯაკო)
რადიო „ჯაკო“

ჯაკორადიოსადგური საქართველოში. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, Fm 96.3 სიხშირეზე.[1]

„ჯაკო“ საქართველოში პირველი და ერთადერთი სპორტული რადიოა. ატარებს ქართველი ჟურნალისტის, მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძისა და ქართველი სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის სახელს.

რადიო „ჯაკო“ სისტემატურად აშუქებს ყველა სპოტულ მოვლენას საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო არენაზე.

2013 წელს რადიო „ჯაკო“ გახდა საერთაშორისო მედია ჰოლდინგ „GB Times”-ის ევროპული ოჯახის წევრი.[2]

განხორციელებეული ცვლილებების შედეგად, რადიო „ჯაკომ“ კარდინალური ცვლილებები განიცადა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი და წარმატებული რადიო გახდა. გააჩნია მსოფლიოს წამყვანი რადიოსადგურების დონის ტექნიკური უზუნველყოფა.

დღეისათვის, სპორტთან ერთად რადიო „ჯაკო“ აშუქებს სხვა უამრავ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ.

რადიო „ჯაკომ“ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შემეცნებით-ტურისტული რადიო გადაცემების მიმართულება, რომლის მეშევობითაც მსმენელს საშუალება ეძლევა გაიგოს მრავალი სიახლე არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს შესახებ, გადაცემებთან ერთად „იმოგზაუროს“ საქართველოს ყველა კუთხეში და ასევე გაეცნოს მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქს, მათ ცხოვრების სტილსა და ტრადიციებს.

2013 წლიდან, რადიო „ჯაკო“ გახდა ქათული სპორტის ოფიციალური მედია-პარტნიორი, რომლის ფარგლებშიც რადიო „ჯაკო“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყველა ქართულ ჩემპიონატს თუ სხვა სპორტულ წამოწყებებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯაკო&oldid=4432264“-დან