რადიონუკლიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რადიონუკლიდები)
ფირმა Nite-ს ტრიტიუმის ბრელოკი

რადიონუკლიდი, რადიოაქტიური ნუკლიდი (ნაკლებად ზუსტად რადიოაქტიური ელემენტი, რადიოაქტიური იზოტოპი) — ნუკლიდი, რომლის ბირთვიც არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას. ცნობილი ნუკლიდების უმრავლესობა რადიოაქტიურია (მეცნიერებისთვის ცნობილი 3000 ნუკლიდიდან დაახლოებით 300 არის სტაბილური). ყველა ნუკლიდი, რომელთა ატომური ნომერია 43 ან 61 ან 82-ზე მეტი, რადიოაქტიურია; შესაბამის ელემენტებს ეწოდებათ რადიოაქტიური ელემენტები. არსებობს აგრეთვე სხვა ატომური ნომრების (1-დან 42-მდე, 44-დან 60-მდე და 62-დან 82-მდე) მქონე რადიონუკლიდები (უმეტესწილად ბეტა-არამდგრადი).

რადიოაქტიური ელემენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოაქტიური ელემენტი — ქიმიური ელემენტი, რომლის ყველა იზოტოპი რადიოაქტიურია. რადიოაქტიურ ელემენტებს მიეკუთვნება ტექნეციუმი (), პრომეთიუმი (), პოლონიუმი () და ელემენტთა პერიოდული სისტემის ყველა მომდევნო ელემენტი. იმ ელემენტებს, რომლებიც პერიოდულ სისტემაში განლაგებულნი არიან ურანის შემდეგ, ეწოდებათ ტრანსურანული ელემენტები. ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტებიდან მხოლოდ ორს — თორიუმსა და ურანს აქვს ისეთი დიდი ნახევრადდაშლის პერიოდის (T1/2) იზოტოპები, რომლებიც დედამიწის ასაკის თანაზომადნი არიან. ამიტომ ესენი არიან პირველადი რადიოაქტიური ელემენტები. , და იზოტოპები ქმნიან ბუნებრივ რადიოაქტიურ მწკრივებს.

რადიოაქტიური ელემენტები ატომური ნომრებით 43, 61, 93 და ყველა მომდევნო რადიოაქტიური ელემენტები ხელოვნურად იქნენ მიღებულნი ბირთვული რეაქციების გზით. რადიოაქტიური ელემენტების დაყოფა ბუნებრივ და ხელოვნურ რადიოაქტიურ ელემენტებად პირობითია. ბუნებაში ნაპოვნია ტექნეციუმის, პრომეთიუმის, ნეპტუნიუმის და პლუტონიუმის მცირე რაოდენობა. ბუნებაში მოიპოვება თორიუმისა და ურანის მინერალების დიდი რაოდენობა, რომელთა გადამუშავებითაც მიიღება თვით ელემენტები. რადიოაქტიურ ელემენტებს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ბირთვულ რეაქტორებსა და ბირთვულ იარაღებში და სხვა.

ელემენტების პერიოდული ცხრილი, შეღებილი თითოეული ელემენტის ყველაზე სტაბილური იზოტოპის ბირთვული სტაბილურობის მიხედვით.
  ელემენტები, რომლებიც შეიცავს მინიმუმ ერთ სტაბილურ იზოტოპს.
  რადიოაქტიური ელემენტები: ყველაზე სტაბილური იზოტოპი ძალიან ხანგრძლივია, ნახევარგამოყოფის პერიოდი ოთხ მილიონ წელზე მეტია.
  რადიოაქტიური ელემენტები: ყველაზე სტაბილურ იზოტოპს აქვს ნახევარგამოყოფის პერიოდი 800-დან 34000 წლამდე.
  რადიოაქტიური ელემენტები: ყველაზე სტაბილურ იზოტოპს აქვს ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთი დღედან 103 წლამდე.
  მაღალი რადიოაქტიური ელემენტები: ყველაზე სტაბილური იზოტოპის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენიმე წუთიდან ერთ დღემდეა.
  უკიდურესად რადიოაქტიური ელემენტები: ყველაზე სტაბილურ იზოტოპს აქვს ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენიმე წუთზე ნაკლები. ამ ელემენტების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი მათი უკიდურესი არასტაბილურობისა და რადიოაქტიურობის გამო.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ცხრილი ეხება მხოლოდ თითოეული ელემენტის ყველაზე სტაბილურ იზოტოპს. ამიტომ მცდარი იქნება დავასკვნათ, რომ ყველა ბუნებრივად წარმოქმნილი ელემენტი წყალბადიდან ტყვიის ჩათვლით არ არის რადიოაქტიური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]