ჟან რადვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რადვანი, ჟან)
ჟან რადვანი
ფრანგ. Jean Radvanyi[1]
დაბ. თარიღი 1949[2] [1]
დაბ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა  საფრანგეთი[1]
საქმიანობა გეოგრაფი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტი[1] და Centre d'Études Franco-Russe de Moscou
ალმა-მატერი პარიზის დიდროს უნივერსიტეტი[3] და აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[3] და ფილოსოფიის დოქტორი[4]
მამა პიერ რადვანი
ნათესავ(ებ)ი ანა ზეგერსი და იოჰან ლორენც შმიდტი

ჟან რადვანი (ფრანგ. Jean Radvanyi; დ. 1949) — ფრანგი გეოგრაფი. დაამთავრა პარიზის აღმოსავლეთის ენებისა და ცივილიზაციების ინსტიტუტი რუსული ენის სპეციალობით. დენი დიდროს სახელობის პარიზის უნივერსიტეტის გეოგრაფიის სახელმწიფო დოქტორი. არის INALCO-ს პროფესორი, სადაც 1992 წლიდან ხელმძღვანელობს პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების მედია ობსერვატორიას. 2002 წლიდან რუსეთის და ევრაზიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია. ამჟამად მოსკოვის ფრანგულ-რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორი. ჟან რადვანი არის ქალაქ ლაიფციგში ლაიბნიცის სახელობის ქვეყანათმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.[5] ჟურნალ „Slovo“-ს რედაქტორი.[6] ქართველ გეოგრაფთან ნიკოლოზ ბერუჩაშვილთან ერთად ავტორია ატლასისა — „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Atlas géopolitique du Caucase. P.: Publications Langues’O, 1996 (41 რუკა, თანაავტორი ნ. ბერუჩაშვილი).
  • La nouvelle Russie. P.: Armand Colin, 2007 (მე-4 გამოცემა.);
  • Atlas du Monde diplomatique. P.: Armand Colin, 2006;
  • La Russie entre deux mondes (La documentation photographique, N°8045). P.: Documentation Française, 2005;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]