რადეს არყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადეს არყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
სახეობა:  რადეს არყი
ლათინური სახელი
Betula raddeana Trautv., 1887
სინონიმები
  • Betula aischatiae E.S.Husseinov, 1971
  • Betula maarensis V.N.Vassil. & Husseinova, 1971
  • Betula victoris E.S.Husseinov, 1971
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 30748

რადეს არყი,[1][2] ბუჩქა არყი[3] (ლათ. Betula raddeana) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 8–10 მ სიმაღლის, პატარა ზომის ხეა. აქვს მოვარდისფრო ქერქი. ერთწლიანი ყლორტები ღია მურა ფერისაა, აქა-იქ აყრია მეჭეჭები და ჯირკვლოვანი ბუსუსები, რომლებიც მეორე წელს ქრება, შემდგომ პერიოდში ტოტები შიშველია. ფოთოლი კვერცხის ფორმის ან კვერცხისებრ-ელიფსურია, სიგრძით 4,5 სმ და სიგანით 6 სმ-მდე, 5–7 წყვილი გვერდითი ძარღვით. ყუნწი სქლადაა შებუსული და 4–5-ჯერ მოკლეა ფირფიტაზე. ნაყოფებიანი მჭადა გადახრილია ან სწორად მდგომი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ნოემბერში. კავკასიის ენდემური მცენარეა. საქართველოში გვხვდება შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და თუშეთში.[2] ამის გარდა, გავრცელებულია ჩრდილოეთ კავაკასიის კავკასიონის ცენრტალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.[1] იზრდება სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მათიკაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 612.
  2. 2.0 2.1 2.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 84.
  3. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 76.