რაბია ალ-ადავია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაბია ალ-ადავია ალ-ყაისია
არაბ. رابعة العدوية القيسية
ალ-ბასრი

რაბიას გამოსახულება სპარსულ ლექსიკონში
პროვინცია ბასრა
პირადი მონაცემები
საერო სახელი რაბია ალ-ბასრი
დაბადების თარიღი 717
დაბადების ადგილი ბასრა
გარდაცვალების თარიღი 801
გარდაცვალების ადგილი ელეონის მთა
ეროვნება არაბი
რელიგია ისლამი
საქმიანობა სუფიზმი, ასკეტიზმი

რაბია ალ-ადავია ალ-ყაისია (არაბ. رابعة العدوية القيسية) ხშირად რაბია ალ-ბასრი (არაბ. رابعة البصري) დ. 717, ბასრაგ. 801, ელეონის მთა[1]) — მუსლიმი ღვთისმეტყველი, ბასრის ასკეტური სკოლის (ზუჰდის) თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი ისლამური გადმოცემის მთავარი გმირი, რომელიც განირჩევა სპეტაკი და უანგარო სიყვარულით ალაჰისადმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია რაბია ალ-ადავის წარმომავლობისა და ცხოვრების შესახებ საკმაოდ მწირია. სუფიზმის მკვლევარი მარგარეტ სმითი აღნიშნავს, რომ შუასაუკუნოვან ნაშრომებში ავტორებს ხშირად ერეოდათ მისი ბიოგრაფია რაბია სირიელის ბიოგრაფიაში, რომელიც ალ-ადავიას გაჩენამდე 40 წლით ადრე გარდაიცვალა.[2] ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ნაშრომი ეკუთვნის სპარს პოეტს ფარიდ ად-დინ ატარის, რომელიც XII საუკუნეში მოღვაწეობდა.[2]

ავტორის მიხედვით, რაბია დაიბადა ღარიბ ოჯახში ქალაქ ბასრაში. მის მშობლებზე საერთოდ არაფერია ცნობილი. ის ფაქტი, რომ მის სახელში არ ფიგურირებს მამამისის სახელი(რაც მიღებულია ისლამურ კულტურაში), სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ ის იყო მონა. [3] სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მეკობრეებმა რაბია გაყიდეს მონათა ბაზარზე, იმიტომ რომ ის მალე დაობლა. ერთხელ ერთ-ერთმა პატრონმა ნახა, თუ რაოდენ მორწმუნე იყო რაბია, და გაათავისუფლა ის. [4] ასე თუ ისე, მონობისგან გათავისუფლებული ალ-ადავია გახდა სრულიად თავისუფალი ქალი. [3] გამომდინარე თავისი მტკიცე ფილოსოფიისა, ის მალევე გახდა ცნობილი. წლების განმავლობაში იგი ქადაგებდა ალაჰისადმი უანგარო სიყვარულს.

რაბიას ცოლობას სთავაზობდა ბასრის ამირა მუჰამედ ბინ-სულეიმან და სხვა ცნობილი პირები, თუმცა ის ყველას პასუხობდა, რომ რაბიამ შეწყვიტა თავისი არსებობა და სრულიად აჩუქა თავი უფალს. [5]

ითვლება, რომ რაბია ალ-ადავია დაკრძალულია ელეონის მთაზე, იმ ადგილას, სადაც ამჟამად დგას XVII საუკუნეში აგებული მეჩეთი. [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Getteleman, Schaar 2003, p. 29.
  2. 2.0 2.1 Smith 2010, p. xvii.
  3. 3.0 3.1 Smith 2010, p. xviii.
  4. Hanif 2002, pp. 108–110.
  5. Smith 2010, p. 13.
  6. Campo 2009, p. 579.