ძიუ ვენძიუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟუ ვენჟუნი)
ძიუ ვენძიუნი

ძიუ ვენძიუნი 2016 წლის ოლიმპიადაზე
ქვეყანა (სპორტი) ჩინეთის დროშა ჩინეთი
ეროვნება ჩინელი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1991 (1991-01-31) (33 წლის)
დაბადების ადგილი შანხაი, ჩინეთი
წოდება დიდოსტატი (2014)
ფიდე რეიტინგი 2560 (თებერვალი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2604 (მარტი 2017)

ძიუ ვენძიუნი (ჩინ. 居文君, ფინინი: Jū Wénjūn; დ. 1 იანვარი, 1991, შანხაი, ჩინეთი) — ჩინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მე-17 ჩემპიონი. ძიუ ვენძიუნი ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 2018 წლის 18 მაისს გახდა და შემდეგ ორჯერ დაიცვა. 2018 წლის 23 ნოემბერს კი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც ტიტული ნოკაუტ-სისტემით გათამაშებულ ჩემპიონატში დაიცვა.

დიდოსტატის წოდება 2014 წელს მიიღო[1], 2009 და 2011-ში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2016 და 2018-ში საჭადრაკო ოლიმპიადა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობიდან ვენძიუნი იგნორირებას უკეთებდა პატარებში ჩატარებულ ტურნირებს და ცდილობდა დიდებთან ეთამაშა. 2004 წლის დეკემბერში ბეირუთში 13 წლისამ მეორე ადგილი დაიკავა აზიის ქალთა ჩემპიონატში, რამაც საშუალება მისცა 2006 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსულიყო.

2010 წელს ჩინეთის ქალთა ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2011 წლის ივლისში ხანჟოუს ქალთ დიდოსტატთა ტურნირში იმარჯვა. მან 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა დააგროვა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს აჯობა.

2011 წლის ოქტომბერში, ფიდეს ქალთა გრან-პრის 2011–2012 წლების გათამაშებაში, მესამე ეტაპზე ნალჩიკში, 11-დან 7 ქულა დააგროვა, მეორეზე გავიდა და თანამემულე ჟაო სიუე-ს ჩამორჩა. მომდევნო წელს ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდა, სადაც ნოკაუტ-სისიტემით ოთხი მოწინააღმდეგე გამოთიშა ასპარეზობას და ნახევარფინალსაც უწია, სადაც მომავალ ჩემპიონ უკრაინელ ანა უშენინასთან დამარცხდა 1,5:2,5. 2013 წელს ფიდეს ქალთა გრან-პრის 2013–2014 წლის გათამაშებაში ჩაება. ოთხ ტურნირზე იასპარეზა და საბოლოო ჩათვლაში მესამე ადგილი ხვდა წილად. პირველ ტურნირზე ჟენევაში მეხუთე ადგილზე გავიდა, მეორეში, ტაშკენტში, კი მეექვსეზე. მესამე საქართველოში, 2014 წლის ივნისში ლოპოტა რეზორტიზე ჩატარდა და ჩინელი ყოჩაღად გამოვიდა. მან 11 პარტიიდან 5 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა, ხოლო ორი წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.[2] ამ ქულებით კი დიდოსტატის წოდება შეასრულა.[3] ბოლო, აგვისტო-სექტემბერში შარჯაში გამართულ ტურნირზე კი თანამემულე ჰოუ იფანთან ერთად 8,5 ქულით პირველ-მეორე ადგილზე გავიდა.

იმავე წელს ჩინეთის ჩემპიონიც გახდა, ნოემბერში კი სოჭში ფიდეს საპრეზიდენტო საბჭომ მას ოფიცილურად დიდოსტატის წოდება მიანიჭა. ამით იგი გახდა 31-ე ქალი დიდოსტატი და 31-ე ჩინელი ვინც ეს საპატიო ჯილდო მიიღო.

ძიუ ვენძიუნი და ალეკსანდრა კოსტენიუკი, 2013 წელი

იმავე წელს ჩინეთის ქალთა ჩემპიონატიც მოიგო.

2015 წელს, სოჭში ქალთა შორის მსოლფიოს ჩემპიონატზე გამოვიდა, რომელიც 64 მონაწილეს შორის ნოკაუტ-სისტემით გაიმართა. ვენძიუნი მეორე ნომრად იყო განთესილი, თუმც მეორე წრეში მოულოდნელად რუს ნატალია პოგონინასთან 0,5:1,5 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

2016 წლის თებერვალში ფიდეს ქალთა გრან-პრის 2016–2016 წლის გათამაშებაში ჩაება და მეორე ეტაპზე, თეირანში პირველზე გავიდა. მან 11-დან 4 მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა და 7,5 ქულით იპირველა. მეოთხე ეტაპზე ჩინურ ჩენგუში მესამე ადგილი ხვდა წილად, ხოლო ნოემბერში ხანტი-მანსსიკში მოიგო და საერთო ჩათვლაშიც გაპირველდა. როგორც გრან-პრის გამარჯვებულმა მსოფლიოს ჩემპიონთან ტიტულისთვის თამაშის უფლებაც მოიპოვა.

2017 წლის თებერვალ-მარტში თეირანში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზა, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით პირველი იყო. ძიუმ კარგად დაიწყო და სამი მეტოქე ჩამოიცილა, თუმც მეოთხედფინალში თანამემაულე და მომალავ გამარჯვებულ თან ძიუნთან 0,5:1,5 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. მარტში მას ფიდეს რეიტინგში 2604 პუნქტში დაუგროვდა და ამით გახდა მეხუთე ქალი, ვინც 2600 პუნქტიან ზღვარს უწია. დეკემბერში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 15-დან 8 მოიგო და 7 ყაიმით დასრულა.[4] რამდენიმე დღეში ჯილდოებს მსოფლიოს ჩემპიონატის ბლიცის ბრინჯაოც მიუმატა.

2018 წლის მაისში როგორც გრან-პრის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ მფლობელ თან ძიუნს დაუპირისპირდა. შეჯიბრს შანხაიმ და ჩუნცინმა უმასპინძლა. პირველ წრეში ვენძიუნმა 3:1 მოიგო, მომდევნო 2:3 წააგო, საბოლოოდ 5,5:4,5 იმარჯვა და ტიტულიც მოიგო.

ჩემპიონის ტიტული მეორედ იმავე წელს 2-23 ნოემბერს ხანტი-მანსიისკშიც მოიგო. ტურნირი რუსეთში 64 მოჭადრაკეს შორის, ნოკაუტ-სისტემით ჩატარდა და ვენძიუნმა ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელი კატერინა ლანო 5:3 დაამარცხა. დეკემბერში ტიტულებს სანქტ-პეტერბურგში სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ოქროც დაუმატა.10/12 (+8=4)[5]

2020 წლის იავნარში ტიტულის დასაცავად ქალთა პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულ რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას დაუპირისპირდა. ძირითადი 12 პარტია ყაიმით 6:6 დასრულდა, დამატებით სწრაფში კი 2,5:1,5 მოიგო და გვირგვინიც დაიცვა.

მსოფლიო ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 2-20 მაისი

  • ჩინეთი: შანხაი (2-9 მაისი), ჩუნცინი (11-20 მაისი)
  • საპრიზო ფონდი 200 000 €, გამარჯვებულს 60 %, დამარცხებულს 40 %. ტაი-ბრეიკის შემთხვევაში (55 %, 45 %)
  • თამაშების რაოდენობა 10 პარტია, ყაიმის შემთხვევაში ტაი-ბრეიკი

პირველი 5 პარტია შანხაიშ ჩატარდა. პირველი ვენძიუნმა თეთრებით ყაიმით დაასრულა, თუმც შემდეგ ზედიზედ ორი მოიგო, შავებით და თეთრებით. მეოთხე შავებით დათმო, მეხუთე ასევე შავებით მოიგო და პირველი წრე 3:1 ანგარიშით დაასრულა. სამი დღის შემდეგ მატჩი ჩუნცინში გაგრძელდა. ვენძიუნმა თეთრებით დათმო პირველი პარტია, თუმც შემდეგ დარჩენილი ოთხი პარტია ყაიმით დაასრულა, საბოლოო 5,5:4,5 დააფიქსირა და მეტოქეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ჩამოართვა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ძიუ ვენძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 1 1 0 1 0 = = = = 5,5
2 თან ჭუნგი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 0 0 1 0 1 = = = = 4,5

2018 ნოკაუტ-სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2-23 ნოემბერი, 2018 წელი

  • ხანტი-მანსიისკი
  • 64 მონაწილე, ნოკაუტ-სისტემით დაუპირისპირდა ერთმანეთს.
  • საპრიზო ფონდი 450 000 დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 60 ათასს მიიღებს.

ვენძიუნი პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ მატჩში ჩემპიონატის რეიტინგის ბოლო ნომერი ავსტრალიელი კეტრინ ჰარდეგენი ერგო, რომელიც იოლად 2:0 დაამარცხა. მომდევნო წრეში ამერიკელი ირინა კრუში გამოთიშა ასპარეზობიდან, 1,5:0,5. მესამეში თანამემამულე ჩაი მო ჩამოიცილა გზიდან 1,5:0,5 და მეოთხედფინალში უზბეკ გულრუხბეგიმ ტოხირჯონოვას დაუპირისპირდა. არც მისი ძლევა გასჭირვებია 1,5:0,5 და ნახევარფინალში, მსოფლიოს ექს-ჩემპიონ, მასპინძელთა ლამაზმან ალეკსანდრა კოსტენიუკი შეხვდა. ისიც იოლად ჩამოიცილა გზიდან 1,5:0,5 და ფინალში ასევე რუს კატერინა ლანოს დაუპირისპირდა. რეგლამენტით ოთხი პარტია იყო სათამაშო.

პირველი პარტია ვენძიუნმა თეთრებით ყაიმით დაასრულა, მეორე შავებით წააგო, მესამეში ქულა გაუყო მეტოქეს, ხოლო ბოლო შავებით მოიგო და დამატებით სწრაფი პარტიები დაინიშნა. პირველი ორი ყაიმით დასრულდა, მომდევნო ორში კი ჩინელმა იძალა, 2:0 მოიგო, საბოლოო ანგარიში 5:3 დააფიქსირა და გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც ტიტული ნოკაუტ-სისტემით გათამაშებულ ჩემპიონატში დაიცვა

2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2-24 იანვარი. 2020 წელი
  • შანხაი, ვლადივოსტოკი
  • საპრიზო ფონდი 500 000 €, გამარჯვებულს 60%, დამარცხებულს 40 %. ტაი-ბრეიკის შემთხვევაში (55%, 45%)
  • თამაშების რაოდენობა 12 პარტია, ყაიმის შემთხვევაში ტაი-ბრეიკი

ვენძიუნმა ტიტული დაცვა, პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულ რუს ალეკსანდრა გორიაჩკინასთან მოუწია. პირველი წრეს შანხაიმ უმასპინძლა. ვენძიუნმა პირველი სამი პარტია ყაიმით დაასრულა, მეოთხე თეთრებით მოიგო, მაგრამ მეხუთე შავებით წააგო და უპირატესობა გაანიავა. შანხაის ბოლო პარტია ყაიმით დასრულდა და ბრძოლა სამი დღის შემდეგ ნოვგოროდში გაგრძელდა.

ვენძიუნმა მე-7 პარტია თეთრებით ყაიმით დაასრულა, მომდევნო შავებით წააგო, თუმც შემდეგ ზედიზედ ორი მოიგო და დაწინაურდა. მე-11 პარტია ყაიმითდ ასრულდა, ბოლო მე-12 კი შავებით წააგო და დამატებით პარტიები დაინიშნა. პირველი ორი სწრაფი ყაიმითდ ასრულდა, მესამე თეთრებით ჩინელმა მოიგო, მეოთხე თავის სასრგებლო ყაიმით დაასრულა და ტიტულიც შეინარჩუნა. საბოლოო ანგარიში 6(2,5):6(1,5)

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ძიუ ვენძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = = = 1 0 = = 0 1 1 = 0 6 = = 1 = 8.5
2 ალეკსანდრა გორიაჩკინა დროშა: რუსეთი რუსეთი = = = 0 1 = = 1 0 0 = 1 6 = = 0 = 7.5

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენძიუნი ჩინეთის ნაკრების შემადგენლობაში 2008 წლიდან გამოდის და 6 ოლიმპიადაზე უასპარეზია.

2009 და 2011 წელს, მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2009-ში ვენძიუნი სათადარიგო იყო, 2011-ში კი მეორე დაფაზე გამოვიდა. პირველ დაფაზე იჯდა 2013, 2015 და 2017 წლებში, სადაც მიყოლებით გუნდური ვერცხლი, ბრინჯაო და ვერცხლი მოიგო.

პირველი ოლიმპიური მედალი კი 2010-ში მოიგო, ჩინეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, თვითონ კი მეორე დაფაზე იყო. ზედიზედ ვერცხლები აიღეს მომდევნო ორ გათამაშებაშიც, სადაც ვენძიუნი უკვე მესამე დაფაზე იჯდა.

ოქრო მოიგო 2016-ში, მეორე დაფაზე, 2018 წელს ბათუმში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე კი ნაკრების შემადგენლობაში პირველ დაფაზე გუნდურ და პირადულ ოქროს დაეუფლა. საერთოდ კი 2661 პუნქტი მოაგროვა და საუკეთესო ქალი მოჭადრაკეც გახდა.

2010 წელს აზიის საზაფხულო თამაშებზე ოქრო მოიგო. 2013-ში, დუბაიში აზიის ქალაქების საჭადრაკო ჩემპიონატში შანხაის გუნდის შემადგენლობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამჟამადაც შანხაის საჭადრაკო კლუბის ღირსებას იცავს, რომელიც ჩინეთის ლიგაში (CCL) ასპარეზობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. WGM title application. FIDE.
  2. [1]. woman grand prix.
  3. [2]. 4th quarter Presidential Board Meeting.
  4. [3]. womens-world-rapid-championship-2017.
  5. [4]. womens-world-rapid-championship-2018.