შინაარსზე გადასვლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) — ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, დაფუძნებულია ნიუ-იორკში, აერთიანებს ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან. მხარს უჭერს პრესის თავისუფლებას და იცავს ჟურნალისტების უფლებებს. ჟურნალმა American Journalism Review ორგანიზაციას „ჟურალისტიკის წითელი ჯვარი“ უწოდა.[1] 1980-იანების მიწურულიდან, კომიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს ანგარიშებს პროფესიული საქმიანობის გამო მოკლული და დაპატიმრებული ჟურნალისტების შესახებ.[2]

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი 1981 წელს პარაგვაელი ჟურალისტი ალკიბიადე დელვალეს დევნის საპასუხოდ შეიქმნა.[3] 1991 წლიდან ორგანიზაცია მართავს ყოველწლიურ პრესის თავისუფლების დაჯილდოებას, რომლის ფარგლებშიც ჯილდოები გადაეცემათ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ყალბი ამბების გაშუქების ბრალდებით მუქარა, დაშინება, ფიზიკური ძალადობა და პატიმრობა გამოცადეს.

1992 წლიდან ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ჟურნალისტების სიას.[4] 2017 წლის მონაცემებით, 46 დაღუპული ჟურნალისტიდან, 18 გამიზნულად იქნა მოკლული.[4]

2008 წელს ორგანიზაციამ შექმნა „დაუსჯელობის ინდექსი“ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ჟურნალისტთა მკვლელები ხდება და მკვლელებს არ ასამართლებენ.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Ricchiardi, Sherry. (December 1997) Journalism's Red Cross – Under-Staffed and Low-Profile, the Committee to Protect Journalists Rides to the Rescue of Reporters and Editors Who Run Afoul of Governments Hostile to the Press. American Journalism Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 September 2013
  2. ↑ Committee to Protect Journalists (CPJ) Report (16 December 2022). ციტირების თარიღი: 6 December 2024
  3. ↑ Committee to Protect Journalists records, 1978-2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2016. ციტირების თარიღი: 16 October 2016
  4. 1 2 Gladstone, Rick (19 December 2016). "Fewer Journalists Were Killed on the Job This Year, Group Reports დაარქივებული 11 October 2017 საიტზე Wayback Machine. ". The New York Times. Retrieved 2017-07-03.
  5. ↑ Israel, Haiti top CPJ list of states where journalist murders go unpunished en (October 30, 2024). ციტირების თარიღი: 2024-12-18