ჟურგია
იერსახე
| ჟურგია | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°08′46″ ჩ. გ. 41°33′52″ ა. გ. / 43.146333° ჩ. გ. 41.564528° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2400 მ |
| ამგებელი ქანები | პორფირიტი, მისი ტუფი და ტუფ-ბრექჩია |
ჟურგია, ჟვირგვა — მთის მასივი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჩხალთისა და მისი მარჯვენა შენაკადის ზიმის წყალგამყოფი. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2400 მეტრია. აგებულია შუაიურული პორფირიტებით, მათი ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით (ნაწილობრივ მუქწიწვიანებით), თხემი ნაზრელიეფიანია და დაფარულია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. უკლება, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 259.