ჟულიენ დე გრენიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟულიენ დე გრენიე
Julien de Grenier

სიდონის ალყა (1260)
სიდონის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1241
მმართ. დასასრული: 1260 (1275-მდე ტიტული)
წინამორბედი: ბალიან დე გრენიე
მემკვიდრე: ბალიან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: XIII საუკუნე
გარდ. თარიღი: 1275
მეუღლე: ეფემია
შვილები: ბალიანი
ჟანი
მარგარეტი
მამა: ბალიან დე გრენიე
დედა: იდა დე რეინელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟულიენ დე გრენიე (ფრანგ. Julien de Grenier) — სიდონის სენიორი 1241-1260 წლებში (1260-1275 წლებში ტიტული). ის იყო ბალიან დე გრენიესა და იდა დე რეინელის ვაჟი. მან არ გამოავლინა მამის სიბრძნე სარკინოზებთან ურთიერთობაში.

1260 წელს ჟულიენმა შეუტია დამასკოს მიმდებარე ტერიტორიას და მოკლა მონღოლების ერთ-ერთი მოხელე, რომელიც ჰულაგუ-ხანის გენერლის ნათესავი იყო. ამის საპასუხოდ მონღოლები შეიჭრნენ სიდონის ტერიტორიაზე და ქალაქი დაარბიეს. ჟულიენმა მოასწრო ქალაქიდან გაქცევა და იგი ტამპლიერებს მიჰყიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Setton, Kenneth M. (general editor) A History of the Crusades: Volume II — The Later Crusades, 1189 – 1311. Robert Lee Wolff and Harry W. Hazard, editors. University of Wisconsin Press: Milwaukee, 1969.