ჟუკოვსკაია 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჟუკოვსკაია 2 (რუს. Жуковская 2) — გვიანი ნეოლითის სადგომი როსტოვის ოლქში. მდებარეობს მდინარე რასიპნაიას ნაპირზე, სოფელ ჟუკოვსკაიიდან ორ კილომეტრში, პესჩანოკოპსკის რაიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქის ტერიტორია ძველ დროში მჭიდროდ იყო დასახლებული. დასახლებების დიდი ნაწილი მდებარეობდა მდინარეების სანაპიროზე. ერთ-ერთ მათგანზე დასახლების კვალი ჩანს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის განმავლობაში.

გვიანი ნეოლითის სადგომი ჟუკოვსკაია 2 მდებარეობს მდინარე რასიპნაიას შემაღლებულ ნაპირზე როსტოვის ოლქის პესჩანოკოპის რაიონის სოფელ ჟუკოვსკაიიდან 2 კილომეტრში. სადგომი აღმოაჩინეს 2000 წელს.

ამ არქეოლოგიურ ძეგლის 80 კვადრატულ მეტრს იკვლევდა არქეოლოგი ა. ციბრიემი. მან გამოიკვლია კულტურული ფენა, რომელიც მდებარეობდა ზედაპირიდან 50 სმ-ში.

ძეგლისთვის, ისევე როგორც ამ პერიოდის სხვა სადგომებისთვის (რასიპნაია VI, ჟუკოვსკაია 1, შახაევის ლიმანი 2, კირპიჩნოე II და სხვ.) დამახასიათებელია საფხეკების მცირე რაოდენობა.

არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველყოფილი ადამიანის სადგომ ჟუკოვსკაია 2-ზე აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი საგანი. მათი უმეტესობა დამზადებულია კაჟისაგან. ასევე აღმოჩენილია ნაძერძი კერამიკის ნაშთები, შინაური და გარეული ცხოველების ძვლები, ძვლის ნახშირი. შინაური ცხოველების ძვლები შედგება ცხვრის, შინაური ხარისა და ცხენის ძვლებისაგან.

გათხრებისას აღმოაჩინეს სამეურნეო ორმოები, რომელიც სავსე იყო ცხოველების ძვლებითა და სამეურნეო ნარჩენებით.

კერამიკული ნაწარმი კი წარმოდგენილია ფრაგმენტების სახით. ერთ-ერთი მათგანი ორნამენტირებულია პარალელური წყვეტილი ხაზებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]