შინაარსზე გადასვლა

ჟუზე მარიუ ვაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუზე მარიუ ვაზი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1957(1957-12-10)[1] (68 წლის)
დაბადების ადგილი Cacheu, Portuguese Guinea
მოქალაქეობა  გვინეა-ბისაუ[2]

ჟუზე მარიუ ვაზი (დ. 10 დეკემბერი, 1957) — გვინეა-ბისაუს პოლიტიკოსი, რომელიც გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის თაბნამდებობას იკავებდა 2014 წლის 23 ივნისიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე.[3][4]

ხალხში ცნობილია ზედმეტსახელით „ჟომავი“ (Jomav).[5] ჟუზე მარიუ ვაზი დაიბადა 1957 წელს მარიუ ვაზისა და ამელია გომესის ოჯახში, ქალაქ კალეკისეში, ჩრდილოეთ გვინეა-ბისაუში მდებარე ქალაქ კაშეუს მახლობლად. იგი დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი. განათლებით ეკონომისტია. უმაღლესი სასწავლებელი ლისაბონში დაამთავრა, ხოლო 1982 წელს სტაჟირება პორტუგალიის ბანკის ეკონომიკური კვლევების ოფისში გაიარა.[6]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს იგი ბისაუს მერად აირჩიეს.[7] ამ თანამდებობას ის 2009 წლამდე იკავებდა,[6] სანამ პრეზიდენტი მალამ ბაკაი სანა მას ფინანსთა მინისტრად დანიშნავდა. ის და სხვა მინისტრები თანამდებობებიდან 2012 წელს, გვინეა-ბისაუში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გადააყენეს.[6][8]

ვაზი არის „გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტიის“ (PAIGC) წევრი. მან 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის უფლება მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში, ორდღიან პრაიმერიზში თერთმეტი კანდიდატი დაამარცხა.[5][7]

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2014 წლის 13 აპრილს გაიმართა, ვაზმა ხმების 40.9% მიიღო და მეორე ტურში გადავიდა ნუნო გომეს ნაბიამთან ერთად, რომელსაც მხარს სამხედროები უჭერდნენ.[9] მეორე ტურში, 2014 წლის 18 მაისს, მან ხმების 61.9% მოიპოვა.[10] მიუხედავად იმისა, რომ გომეს ნაბიამმა თავდაპირველად შედეგები გაასაჩივრა, მან დამარცხება 2014 წლის 22 მაისს მაინც აღიარა.[11]

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვაზი დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ ყურადღებას გაამახვილებდა სიღარიბის შემცირებასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდაზე,[8] ასევე იმ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილე პირთა შეწყალებაზე, რამაც გვინეა-ბისაუ ნარკოტრეფიკერების თავშესაფრად აქცია. 2012 წლის გადატრიალების შემდეგ იგი პორტუგალიაში გაიქცა, თუმცა 2013 წლის თებერვალში დაბრუნდა და სამი დღე პატიმრობაში გაატარა.[5] მას ბრალად ედებოდა ანგოლის მიერ ქვეყნისთვის შეწირული 9.1 მილიონი ევროს დახმარების გაუჩინარებაში მონაწილეობა. ვაზი ამ ბრალდებას უარყოფს და დღემდე გაურკვეველია, საერთოდ გამოიგზავნა თუ არა აღნიშნული შემოწირულობა.[12]

ვაზის ინაუგურაცია 2014 წლის 23 ივნისს გაიმართა. ამით დასრულდა გარდამავალი მთავრობის მმართველობა, რომელიც 2012 წლის აპრილის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჩამოყალიბდა.[13]

ვაზი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან ერთად, 2015 წლის ოქტომბერში.

მას შემდეგ, რაც მან 2014 წლის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტი გახდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დომინგოს სიმონს პერეირამ დაიკავა. მისი ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რასაც ამ კრიზისის დასრულებისკენ მიმართული მცდელობები მოჰყვა.[14]

ვაზი გამოირჩევა იმ თავისებურებით, რომ იგი გვინეა-ბისაუს ერთადერთი პრეზიდენტია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომელმაც შეძლო თავისი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დასრულება.[15]

ვაზი ინდოეთის სახელმწიფო მინისტრ დეო საისთან ერთად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეხვდა ვაზს და სხვა ოფიციალურ პირებს ეკონომიკური აქტივობების განსახილველად, რასაც მხარს უჭერდა ფისკალური მენეჯმენტი და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი.[16]

მისი პრეზიდენტობის პერიოდში გვინეა-ბისაუში ადგილი ჰქონდა ნარკოვაჭრობას, რაც მას საარჩევნო შედეგებსა და პოპულარობაზე ანერვიულებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი გაეროს უშიშროების საბჭოს ელჩებს შეხვდა.[17]

პრეზიდენტმა ვაზმა მთავრობა დაუყოვნებლივ დაითხოვა, რამაც გვინეა-ბისაუში კრიზისი გამოიწვია. ეს მოხდა არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე.[18]

2019 წლის 27 ივნისს, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან ოთხი დღის შემდეგ, გვინეა-ბისაუს ასამბლეამ მის შემცვლელად ეროვნული სახალხო ასამბლეის პრეზიდენტი, სიპრიანუ კასამა აირჩია, რომელიც ნოემბრის არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად უნდა დარჩენილიყო.[19] თუმცა, 29 ივნისს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაზი თანამდებობაზე 2019 წლის არჩევნების დასრულებამდე დარჩენილიყო.[19] On 29 June, ECOWAS decided that Vaz would stay in office until after the 2019 elections.[20]

2019 წლის არჩევნებში ვაზმა კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა, თუმცა პირველ ტურში ხმების მხოლოდ 12% მიიღო და მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა.[21]

  1. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  2. Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
  3. „Guinea-Bissau election: Jose Mario Vaz wins run-off“. BBC News. 20 May 2014. ციტირების თარიღი: 20 May 2014.
  4. „José Mário Vaz Presidente eleito da Guiné-Bissau toma posse a 23 de junho“. Notícias ao Minuto (პორტუგალიური). Lusa. 4 June 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2014. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  5. 1 2 3 „Candidato guineense José Mário Vaz promete perdão aos criminosos“. DW (პორტუგალიური). 17 May 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2014.
  6. 1 2 3 „José Mário Vaz venceu as presidenciais da Guiné Bissau“. RDP Africa (პორტუგალიური). 20 May 2014. ციტირების თარიღი: 21 May 2014.
  7. 1 2 „José Mário Vaz é o candidato do PAIGC às presidenciais na Guiné-Bissau“. Agência Angola Press (პორტუგალიური). 3 March 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2014.
  8. 1 2 Dabo, Alberto (18 May 2014). „Guinea-Bissau votes in post-coup presidential runoff“. Reuters. ციტირების თარიღი: 18 May 2014.
  9. „Guinea-Bissau to hold presidential run-off“. Al Jazeera English. 17 May 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2014.
  10. Dabo, Alberto (20 May 2014). „Vaz wins Guinea-Bissau presidential vote, loser rejects result“. Reuters. ციტირების თარიღი: 20 May 2014.
  11. Dabo, Alberto; Felix, Bate (22 May 2014). „Guinea-Bissau presidential candidate Nabiam concedes run-off defeat“. Reuters. ციტირების თარიღი: 22 May 2014.
  12. „José Mário Vaz é o candidato do PAIGC às presidenciais na Guiné-Bissau“. Novas da Guiné Bissau (პორტუგალიური). 3 March 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2014.
  13. Policy & History en-US. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  14. ECOWAS’s efforts at resolving Guinea-Bissau’s protracted political crisis, 2015-2019 en-GB. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  15. „Presidente da Guiné-Bissau diz que conclusão de mandato é "marco histórico“. África 21 Digital (პორტუგალიური). 23 June 2019. ციტირების თარიღი: 24 June 2019.
  16. IMF Staff Concludes Visit to Guinea-Bissau en. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  17. Mallinder, Lorraine. President worried about drug trade as Guinea-Bissau votes en. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  18. Guinea-Bissau president fires PM amid political crisis en. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  19. 1 2 „Guiné-Bissau: Parlamento determina "cessação imediata" das funções do Presidente José Mário Vaz“. E-Global (პორტუგალიური). 27 June 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-18. ციტირების თარიღი: 27 June 2019.
  20. „Guinea Bissau president names government in move to end deadlock“. Business Day (ინგლისური). Agence France-Presse. 4 July 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-13. ციტირების თარიღი: 2019-07-11.
  21. „Guinea-Bissau election: Former PMs advance to runoff vote“. Al Jazeera (ინგლისური). 27 November 2019. ციტირების თარიღი: 27 November 2019.