ჟუან დუ კანტუ ი კაშტრუ
| ჟუან დუ კანტუ ი კაშტრუ და სილვა ანტუნესი | |
პორტრეტი, 1918 | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 16 დეკემბერი 1918 – 5 ოქტომბერი 1919 | |
| პრემიერ-მინისტრი | თვითონ |
| წინამორბედი | სიდონიუ პაიში |
| მემკვიდრე | ანტონიო ხოსე დე ალმეიდა |
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 14 დეკემბერი, 1918 – 2 3 დეკემბერი, 1918 | |
| პრეზიდენტი | თვითონ |
| წინამორბედი | სიდონიუ პაიში |
| მემკვიდრე | ჟუან ტამანინი ბარბოზა |
საგარეო საქმეთა მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 4 დეკემბერი, 1918 – 15 დეკემბერი, 1918 | |
| პრეზიდენტი | სიდონიუ პაიში |
| წინამორბედი | ანტონიუ ეგაშ მონიში |
| მემკვიდრე | ანტონიუ ეგაშ მონიში |
საზღვაო მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 სექტემბერი, 1918 – 15 დეკემბერი, 1918 | |
| პრეზიდენტი | სიდონიუ პაიში |
| წინამორბედი | ალფრედუ მაგალიანეში |
| მემკვიდრე | ალფრედუ მაგალიანეში |
| დაბადებული | 19 მაისი, 1862 ლისაბონი, პორტუგალია |
| გარდაცვლილი | 14 მარტი, 1934 (71 წლის) ლისაბონი, პორტუგალია |
| პოლიტიკური პარტია | ეროვნული რესპუბლიკური პარტია („სიდონისტური პარტია“) |
| მეუღლე | მარიანა დე აბოიმი |
| შვილები | 2 ქალიშვილი და 1 ვაჟი |
| საქმიანობა | სამხედრო-საზღვაო ოფიცერი |
| ხელმოწერა | |
ჟუან დუ კანტუ ი კაშტრუ და სილვა ანტუნესი (პორტ. João do Canto e Castro da Silva Antunes, დ. 19 მაისი, 1862 — გ. 14 მარტი, 1934, ლისაბონი) — პორტუგალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი და პორტუგალიის პრეზიდენტი პირველი რესპუბლიკის პერიოდში. მან ასევე მოკლე დროით პორტუგალიის 67-ე პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. ასევე ცნობილია როგორც ჟუან დუ კანტუ ი კაშტრუ. [1]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟუანი გენერალ ჟუზე რიკარდუ და კოშტა და სილვა ანტუნესისა (დ. 7 თებერვალი, 1831, ლისაბონი — გ. 7 აგვისტო, 1906) და მარია და კონსეისან დუ კანტუ ი კაშტრუ მასკარენიაშ ვალდესის (დ. 4 ოქტომბერი, 1825 — გ. 20 აპრილი, 1892) ოჯახში დაიბადა.
1891 წელს მან ცოლად შეირთო მარიანა დე სანტუ ანტონიუ მორეირა ფრეირე კორეია მანუელ ტორეს დე აბოიმი (13 ივნისი, 1865, ლისაბონი — 18 იანვარი, 1946), იდანიის პირველი ვიკონტის დისშვილი. წყვილს შეეძინა შვილები.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანტუ ი კაშტრუმ დაიკავა საზღვაო მინისტრის პოსტი, ამ თანამდებობაზე დაინიშნა 1918 წლის 9 სექტემბერს და სიდონიუ პაიშმა დანიშნა. 1918 წლის 14 დეკემბერს პაიშის მკვლელობის შემდეგ, ჟუანმა მისი ადგილი დაიკავა.
მისი მმართველობის პერიოდში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა დაფიქსირდა. პირველი, რომელიც 1918 წლის დეკემბერში სანტარენში მოხდა, რესპუბლიკელები ფრანცისკუ და კუნია ლეალი და ალვარუ ხავიერ დე კაშტრუ ხელმძღვანელობდნენ. მეორე შემთხვევა მონარქისტული ხასიათის იყო და 1919 წლის იანვარში პაივა კოსეირუმ განახორციელა. მან გარკვეული დროით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლის დამყარება შეძლო, რასაც „ჩრდილოეთის მონარქია“ ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჟუანი მონარქისტული შეხედულებების მქონე პიროვნება იყო, როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტს, მას მოუწია ბრძოლა იმ მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც მის შეხედულებებს ემთხვეოდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Canto e Castro pt. ციტირების თარიღი: 3 November 2020