ჟორდი კოდინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟორდი კოდინა
Jordi Codina 2013 Catalonia (1).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟორდი კოდინა როდრიგესი
დაბადების
თარიღი
27 აპრილი, 1982 (1982-04-27) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
სიმაღლე 1.84 მ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ფუენლაბრადა
ახალგაზრდული კარიერა
1998–2000 დამი
2000–2002 ესპანიოლი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2007 რეალ-მადრიდი (რეზერვი) 79 (0)
2007–2009 რეალ-მადრიდი 1 (0)
2009–2015 ხეტაფე 68 (0)
2015–2016 აპოელი 0 (0)
2016პაფოსი (იჯარით) 16 (0)
2016–2017 რეუსი 0 (0)
2017– ფუენლაბრადა 10 (0)
სულ 174 (0)
ეროვნული ნაკრები
2008– კატალონიის ნაკრები 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 მაისი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 დეკემბერი, 2013

ჟორდი კოდინა როდრიგესი (ესპ. Jordi Codina; დ. 27 აპრილი, 1982) — ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ფუენლაბრადაში“ ასპარეზობს. პოზიციით მეკარე.

კოდინა რეალის აღზრდილია, თუმცა 2002 წელს ის სამეფო კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ესპანიოლიდან გადაბარგდა. მას შემდეგ, რაც რეალ მადრიდ კასტილია ძირითადმა კიპერებმა კარლოს სანჩესმა და დავიდ კობენიომ დატოვეს, კოდინას სასტარტოსკენ გზა გაეხსნა. მალე ჟორდი გუნდის ძირითადი მეკარე და კაპიტანი გახდა, მას კონკურენციას ანტონიო ადანი და კიკო კასილია უწევდნენ.

კოდინას დებიუტი სეგუნდა დივიზიონში 2005-06 წწ. სეზონში შედგა, ხიხონის სპორტინგის წინააღმდეგ. იმ სეზონში კოდინამ კასტილიას რიგებში 35 შეხვედრა ჩაატარა.

2007-08 წწ. სეზონში კოდინა რეალის მთავარ გუნდში გადმოიყვანეს. ის სამეფო კლუბის მესამე მეკარე გახდა იკერ კასილასისა და იერჟი დუდეკის შემდეგ. 2008 წლის 11 მაისს, ლევანტეს წინააღმდეგ რეალის რიგებში მისი ოფიციალური დებიუტიც შედგა. კოდინამ მატჩი სრულად ჩაატარა, რეალმა კი ანგარიშით 5-2 მოიგო.

2009-2015 წლებში ასპარეზობდა „ხეტაფეში“, სადაც საერთო ჯამში 68 მატჩი ჩაატარა. 2017 წლიდან კლუბ „ფუენლაბრადაშია“.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო დონეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]