ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი
ფრანგ. Joseph-Louis Lagrange
Лагранж.jpg
დაბ. თარიღი 25 იანვარი 1736(1736-01-25)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ტურინი, იტალია[7] [8] [9]
გარდ. თარიღი 10 აპრილი 1813(1813-04-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] (77 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[8]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Kingdom of Sardinia (1848).svg სარდინიის სამეფო
საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო მათემატიკური ანალიზი, რიცხვთა თეორია, ანალიტიკური მექანიკა, ციური მექანიკა და კალკულუსი
მუშაობის ადგილი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა
ალმა-მატერი ტურინის უნივერსიტეტი და პოლიტექნიკური სკოლა
მეუღლე ვიტორია კონტი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, სამეფო საზოგადოების წევრი და გაერთიანების ორდენის დიდი ჯვარი
ხელმოწერა Joseph-Louis Lagrange signature.png

ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი (ფრანგ. Joseph Louis Lagrange; დ. 25 იანვარი, 1736, ტურინი — გ. 10 აპრილი, 1813, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772).

19 წლის ლაგრანჟი უკვე ტურინის საარტილერიო სკოლის პროფესორი იყო. 1759 წელს აირჩიეს ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1766–1787 წლებში მისი პრეზიდენტი იყო. 1787 წელს გადავიდა პარიზში, 1795 წლიდან ნორმალური სკოლის პროფესორი იყო, 1797 წლიდან კი პოლიტექნიკური სკოლისა. ლაგრანჟის მნიშვნელოვანი შრომები ეძღვნება ვარიაციათა აღრიცხვის, ანალიზური და თეორიული მექანიკის საკითხებს. კლასიკურ ტრაქტატში „ანალიზური მექანიკა“ (1788) ლაგრანჟმა მთელი სტატიკის საფუძვლად მიიღო „ზოგადი ფორმულა“, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპს, ხოლო დინამიკის საფუძვლად — „ზოგადი ფორმულა“, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპისა და დ'ალამბერის პრინციპის შერწყმას. ლაგრანჟმა შემოიღო განზოგადებულ კოორდინატთა ცნება და ჩამოაყალიბა მოძრაობის განტოლებები, რომლებიც მის სახელს ატარებს (ლაგრანჟის განტოლებები). ლაგრანჟს აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მათემატიკური ანალიზისს სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა თეორიაში, ალგებრაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, ინტერპოლირების თეორიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikisource-logo.svg
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118568698 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
  4. 4.0 4.1 Joseph-Louis de dit (en italien Giuseppe Lodovico Lagrangia) Lagrange — 1834.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  7. Berry A. A Short History of AstronomyJohn Murray, 1898.
  8. 8.0 8.1 Лагранж Жозеф Луи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. http://www-history.mcs.st-andrews.ac.uk/Biographies/Lagrange.html