ჟიჩის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟიჩას მონასტერი)
ჟიჩის მონასტერი

მონასტრის ექსტერიერი

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
მუნიციპალიტეტი კრაიევო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) სტეფან პრვოვენჩანი
საბა I
თარიღდება 1207-1217

ჟიჩის მონასტერი (სერბ. Манастир Жича, Manastir Žiča; [ʒîtʃa] ან [ʒîːtʃa])[1]XIII საუკუნის სერბული მართლმადიდებლური მონასტერი სერბეთის ქალაქ კრალიევოსთან ახლოს. ტაძარი არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, რომელიც სერბეთის პირველი მონარქის, სტეფან პრვოვენჩანისა და სერბეთის ტაძრის პირველი მმართველის, საბა I-ის მხარდაჭერით აშენდა.

ჟიჩა იყო მთავარეპისკოპოსის სასახლე (1219–1253) და ტრადიციულად სერბიეთის მეფეთა კორონაციული ეკლესია (თუმცა, მეფედ კურთხევა სხვა ტაძრებშიც იმართებოდა). 1979 წელს გამოცხადდა სერბეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლად და იგი დაცულია სერბეთის მიერ.[2] 2008 წელს აღინიშნა ჟიჩის არსებობის 800 წლისთავი.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიჩის მონასტრის შესასვლელი

სერბეთის ეკლესიის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბები თავდაპირველად იმყოფებოდნენ ოჰრიდის მთავარეპისკოპოსის იურისდიქციის ქვეშ, კონსტანტინოპოლის ეკუმენი პატრიარქის დაქვემდებარებაში. რასტკო ნემანიჩი, სტეფან ნემანიას ვაჟი ჰუმს 1190-1192 წლებში მართავდა,[3] მიროსლავ ზავიდოვიჩის მმართველობის შემდეგ.[4][5]

რასტკო შეუერთდა რუსი ბერების ჯგუფს, რომლებმაც აიონ-ოროსზე იმოგზაურეს. რასტკო ათონის მთაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 1195 წელს, მამამისთან ერთად ქილენდარის მონასტერი დააარსა, რაც სერბული ეკლესიის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად ითვლება.[6] რასტკოს მამა გარდაიცვალა ჰილანდარში 1199 წლის 13 თებერვალს; მოგვიანებით იგი წმინდანად შერაცხეს, როგორც წმინდა სიმეონი.[6] რასტკომ ტაძარი ააგო კარიესში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ის სწორედ აქ გახდა მღვდელმონოზონი, მოგვიანებით კი არქიმანდრიტი 1201 წელს. კარიესში ყოფნის პერიოდში რასტკომ დაწერა კარიეს ტიპიკონი.[6]

რასტკო ნემანიჩი სერბეთში 1207 წელს დაბრუნდა და თან წაიღო მამის ნეშტი, რომელიც სტუდენიცის მონასტერში დაკრძალა. რასტკო სტეფან II-ის თხოვნით სერბეში დარჩა და სწორედ მან ააგო ჟიჩის მონასტერი.[6]

ჟიჩის მიძინების ეკლესია
ჟიჩა 1889 წელს

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დაარსდა მეფე სტეფან პრვოვენჩანისა და საბა I-ის მიერ, რაშკულ არქიტექტურულ სტილში 1208–1230 წლებში, ბერძენი ოსტატების დახმარებით.[7]

სტეფან პროვევენჩანმა ასევე გასცა ბრძანება, რომ სერბეთის მომავალი მეფეების კორონაცია ჟიჩაში უნდა მომხდარიყო.[8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1219 წელს სერბეთის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია თეოდორე I ლასკარისისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ მანუელ I-ის გადაწყვეტილებით. შედეგად არქიმანდრიტი საბა (რასტკო ნემანიჩი) სერბეთის პირველი არქიეპისკოპოსი გახდა.[9] წმინდა საბამ თავისი უფროსი ძმა, სტეფან პრვოვენჩანი „მთელი სერბეთის“ მეფეს ჟიჩის მონასტერში აკურთხა.[9] 1221 წელს ჟიჩაში მოეწყო სინოდი, სადაც დაგმეს ბოგომილობა.[7]

როდესაც სერბეთი უნგრეთმა დაიპყრო, წმინდა საბამ გაგზავნა არსენიე I სრემაცი სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად და ახალი საეპისკოპოსო საყდრის დასაარსებლად. 1253 წელს არსენიემ დააარსა პეჩის საეპისკოპოსო.[10]

1289-1290 წლებში დანგრეული მონასტრის მთავარი საგანძური, მათ შორის წმინდა იევსტატიე I-ის ნეშტი, პეჩში გადაიტანეს.[11]

1219 წელს ჟიჩა გახდა სერბი არქეპისკოპოსების სამყოფელი. მონასტერი ქრისტეს ამაღლების სახელობისაა, რომელიც კარგად ასახავს რაშკას სკოლის თავისებურებებს. მონასტრის ცენტრალური სივრცე გუმბათოვანია. ის ნაგებია ქვითა და აგურით. ის არქიტექტურულად ბიზანტიური სტილისაა. მონასტერში ფრესკების სამი ფენა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიქმნა. მონასტერი პირველად მაშინ მოხატეს, როდესაც წმინდა საბა ნიკეიდან დაბრუნდა (1219). ამ პერიოდსი ფრესკები მხოლოდ გუმბათის ნაწილშია შემორჩენილი. დაახლოებით 1276-1292 წლებში კუმანებმა ტაძარი გადაწვეს. მოგვიანებით ის მეფე სტეფან მილუტინმა განაახლა 1292-1309 წლებში, იმ პერიოდში როდესაც სერბული ეკლესიის მეთაური იევსტატიე II იყო.

მონასტერი კიდევ ერთხელ განახლდა იევსტატიეს II-სა (1292-1309) და ნიკოდიმის (1317-1337) პერიოდში, როდესაც მონასტრის სატრაპეზო მოიხატა და ეკლესია ტყვიის სახურავით გადაიხურა. მონასტრის მიმდებარედ ასევე აშენდა კოშკი. ახალი ფრესკები მეფე მილუტინის მმართველობის პერიოდში შეიქმნა, თუმცა ისინი ძლიერ დაზიანდა. ფრაგმენტები დღემდე შემორჩა კოშკის ქვეშ, აღმოსავლეთ კედელზე (მეფე სტეფანის და მისი ვაჟის, რადოსლავის კომპოზიცია), ნართექსში, ნავსა და გვერდით სამლოცველოებში.[12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Јанковић, Марија (1985). Епископије и митрополије Српске цркве у средњем веку. Београд: Историјски институт САНУ. 
  • Popović, Svetlana (2002). „The Serbian Episcopal sees in the thirteenth century (Српска епископска седишта у XIII веку)“. Старинар (51: 2001): 171–184.
  • Pavlowitch, Stevan K. (2002). Serbia: The History behind the Name. London: Hurst & Company. ISBN 9781850654773. 
  • Stevović, Ivan. "A hypothesis about the earliest phase of Žiča katholikon." Zograf 38 (2014): 45-58.
  • Vojvodić, Dragan. "On the trail of the lost frescoes of Žiča." Zograf 34 (2010): 71-86.
  • Vojvodić, Dragan. "On the trail of the lost frescoes of Žiča (II)." Zograf 35 (2011): 145-54.
  • Kalić, Jovanka (2017). „The First Coronation Churches of Medieval Serbia“. Balcanica. 48 (48): 7–18. doi:10.2298/BALC1748007K.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pravopisna komisija, ed. (1960). „Žiča“. Pravopis srpskohrvatskoga književnog jezika (Fototipsko izdanje 1988 ed.). Novi Sad, Zagreb: Matica srpska, Matica hrvatska. p. 288.
  2. Споменици културе у Србији (1947-10-25). ციტირების თარიღი: 2016-09-24.
  3. The Late Medieval Balkans, pp. 19–20.
  4. A. P. Vlasto (2 October 1970). The Entry of the Slavs Into Christendom: An Introduction to the Medieval ..., გვ. 218. ISBN 9780521074599. ციტირების თარიღი: 2016-09-24. 
  5. The Late Medieval Balkans, p. 52
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Đuro Šurmin. (1808)Povjest književnosti hrvatske i srpske. ციტირების თარიღი: 2016-09-24.
  7. 7.0 7.1 A. P. Vlasto (2 October 1970). The Entry of the Slavs Into Christendom: An Introduction to the Medieval ..., გვ. 222. ISBN 9780521074599. ციტირების თარიღი: 2016-09-24. 
  8. Kalić, Jovanka (2017). „The First Coronation Churches of Medieval Serbia“. Balcanica. Belgrade. XLVIII.
  9. 9.0 9.1 Silvio Ferrari, W. Cole Durham, Elizabeth A. Sewell, Law and religion in post-communist Europe, 2003, p. 295; ISBN 978-90-429-1262-5
  10. Stevan K. Pavlowitch (2002). Serbia: The History Behind the Name, გვ. 11. ISBN 9781850654766. ციტირების თარიღი: 25 April 2017. 
  11. Radivoje Ljubinković. (1975)The Church of the Apostles in the Patriarchate of Peć. ციტირების თარიღი: 25 April 2017.
  12. Monasteries and churches. Serbia Visit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 25 April 2017.