ჟიულ ვანდენპერებომი
| ჟიულ ვანდენპერებომი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1843[1] |
| დაბადების ადგილი | Kortrijk[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 6 მარტი, 1917[1] (73 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ანდერლეხტი[1] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი[1] |
| სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
| მამა | Henri Louis Ange Vandenpeereboom[1] |
| დედა | Sophie Marie Josèphe Delacroix[1] |
| ჯილდოები | Minister of State[1] , Grã-Cruz da Ordem de Cristo, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, კარლოს III-ის ორდენის დიდი ჯვარი და Knight of the Order of Leopold |
ჟიულ ვანდენპერებომი (დ. 18 მარტი, 1843[2] – გ. 6 მარტი, 1917[3]) — ბელგიელი კათოლიკური პარტიის პოლიტიკოსი
ჟიულ ვანდენპერებუმი კორტრეიკში დაიბადა და იურისტის განათლება ლოვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში მიიღო.[4] 1878 წლიდან 1900 წლამდე იგი კორტრეიკის საარჩევნო ოლქს წარმოადგენდა ბელგიის წარმომადგენელთა პალატაში.[5]
იგი რამდენიმე მინისტრის პოსტს იკავებდა: 1884 წლიდან 1899 წლამდე სათავეში ედგა რკინიგზის, ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს, ხოლო 1896 წლიდან ეს თანამდებობა სამხედრო მინისტრის პორტფელს შეუთავსა. 1899 წელს იგი ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მისი ინიციატივით შემოიღეს ბელგიაში ორენოვანი საფოსტო მარკები 1891–1893 წლებში.
წარმომადგენელთა პალატის დატოვების შემდეგ, 1900 წელს მას სახელმწიფო საპატიო მინისტრის წოდება მიენიჭა, ხოლო მოგვიანებით ბელგიის სენატში დასავლეთ ფლანდრიას წარმოადგენდა. იგი ანდერლეხტში გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jules Vandenpeereboom in ODIS - Online Database for Intermediary Structures დაარქივებული 2016-04-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 ODIS — 2003.
- ↑ (2003) Bulletin des Musées royaux d'art et d'histoire (fr). Musées royaux d'art et d'histoire, გვ. 117.
- ↑ (1920) Belgisch staatsblad (fr). Imprimerie du Montieur Belge, გვ. 461.
- ↑ Voor Stap. Toerisme Anderlecht. ციტირების თარიღი: 10 October 2024
- ↑ Lissens, René Felix (1974) Winkler Prins encyclopedie van Vlaanderen (nl). Elsevier Sequoia, გვ. 377. ISBN 978-90-10-41014-6.