ჟიულ დე მარტინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიული დე მარტინო

ჟიულ დე მარტინო (მარცხნივ)
მარტი, 2009
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჟიულიან დე მარტინო
აგრეთვე ცნობილი როგორც ჟიული
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1969 (1969-07-16) (54 წლის), ალბერტ პლეისი, აღმოსავლეთ ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
დაბ. ადგილი West Ham
ჟანრ(ებ)ი საცეკვაო პანკი
ნიუ რეივი
ინდი
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი, ტექსტების ავტორი
საიტი thetingtings.com

ჟიულიან დე მარტინო (ცნობილი როგორც „ჟიული“) — ბრიტანელი მომღერალი-ტექსტების ავტორი და პოპ-დუეტის The Ting Tings წევრი[1] .

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ალბერტ პლეისში, აღმოსავლეთ ლონდონში, აღიზარდა კამბიას პატარა ქალაქ კირკბი სტეფენში, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, რაც წარმოადგენს უესტმორლენდის ნაწილს. 13 წლის ასაკში ჟიული შეუდგა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლას[1].

მუსიკალური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Babakoto[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 წლის ასაკში ჟიული შეუერთდა ინდი-ბანდას, სახელად „ბაბაკოტო“ (Babakoto)[2]. 1987 წლის ბოლოს ბანდამ გამოუშვა სინგლი, სახელწოდებით „Just to Get By“, რომელიც 1988 წლის ჩარტებში 7 კვირის განმავლობაში ტრიალებდა[3].

Mojo Pin[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდგომ, რაც ბაბაკოტო დაიშალა, ჟიული შეუერთდა ახალ ინდი-ბანდას - მოჯო პინს, როგორც მთავარი სოლისტი. ბანდას სახელი ეწოდა ჯეფ ბაკლის 1994 წლის ალბომის Grace პირველივე სიმღერის მიხედვით. მოჯო პინმა გამოუშვა 2 სინგლი „You“ 1995 წელს და „My Imagination“ 1996 წელს.

TKO[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის მარტში კეტი უაითის მამამ, დევიდ უაითმა, ტექსტების ავტორ ჟიულის დაავალა გოგონათა-ბანდა TKO-სათვის სიმღერების დაწერა. ჟიულიმ ჯგუფისათვის სულ 4 სიმღერა დაწერა[4].

Dear Eskiimo[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერში გადასვლის შემდგომ მომღერალმა კეტი უაითთან და დი-ჯეი სიმონ ტემპლემენთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი ბანდა Dear Eskiimo (ხშირად შეცდომით უწოდებდნენ „Dead Eskimo“). 2004 წელს ბანდამ გააფორმა ხელშეკრულება Mercury Records-თან, თუმცა შემოქმედებითმა განსხვავებამ და ლეიბლის მენეჯმენტის სტილმა საბოლოოდ ბენდის დაშლა გამოიწვია[5].

The Ting Tings[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ბანდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-01. ციტირების თარიღი: 2009-03-13.
  2. ინდი, ბაბაკოტო. ციტირების თარიღი: 2009-03-08.
  3. სტატუსი ჩარტებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-18. ციტირების თარიღი: 2009-03-08.
  4. The Ting Tings ვარსკვლავის სასტიკი ოჯახური შუღლი. ციტირების თარიღი: 2009-03-07.
  5. Ting Tings - ყველაზე ცხელი წვეულება ქალაქში Manchester Evening News (მანჩესტერის საღამოს ახალი ამბები) - 8 ივნისი 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერვიუები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]