შინაარსზე გადასვლა

ჟიულ ალბერ ვეიდენბოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიულ ალბერ ვეიდენბოსი
ნიდერლ. Jules Albert Wijdenbosch
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1941(1941-05-02)
დაბადების ადგილი პარამარიბო
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 2025(2025-04-30)[1] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარამარიბო
მოქალაქეობა  სურინამი
განათლება ამსტერდამის უნივერსიტეტი

ჟიულ ალბერ ვეიდენბოსი ( დ. 2 მაისი, 1941 — გ. 30 აპრილი, 2025) — სურინამელი პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობდა სურინამის პრეზიდენტად 1996 წლიდან 2000 წლამდე[2] და პრემიერ-მინისტრად 1987 წლიდან 1988 წლამდე.

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვეიდენბოსი დაიბადა პარამარიბოში 1941 წლის 2 მაისს.[3] იგი იყო პროფკავშირებისა და ახალგაზრდული ლიდერი და მუშაობდა პორტში საბაჟო ოფიცრად. მან შეისწავლა პოლიტიკური მეცნიერებები და საჯარო ადმინისტრირება ამსტერდამის უნივერსიტეტში. 1975 წელს მან გამოაქვეყნა ბუკლეტი სახელწოდებით Schets Surinaamse Republiek Eigen Stijl (სურინამის რესპუბლიკის ესკიზი საკუთარ სტილში), რომელშიც იგი მოუწოდებდა მრავალი საბჭოსგან შემდგარი მთავრობის ჩამოყალიბებისა და პრეზიდენტისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭებისკენ.[4]

იგი იყო ეროვნული დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელიც 1980-იან წლებში სურინამში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა. 1987 წლის 13 თებერვლიდან იგი იყო სურინამის პრემიერ-მინისტრი და პარალელურად ეკავა შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობები. იგი პრემიერ-მინისტრად მსახურობდა 1988 წლის 26 იანვრამდე,[4] სანამ 1991 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა.[5]

1996 წლიდან 2000 წლამდე იგი იყო სურინამის პრეზიდენტი. მისი კაბინეტი ხასიათდებოდა სამთავრობო ცვლილებების დიდი რაოდენობით. მისი ადმინისტრაციის დროს ასევე აშენდა ხიდი მდინარე სურინამზე, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა.[6][7]

ვეიდენბოსი გარდაიცვალა პარამარიბოში 2025 წლის 30 აპრილს, 83 წლის ასაკში.[8]

  1. Voormalig president Jules Wijdenbosch overleden - KEY NEWS SURINAME — 2025.
  2. Kabinet van de President - Historie. ციტირების თარიღი: 20 May 2018
  3. Oud-president Jules Wijdenbosch 80 jaar nl (2 May 2021). ციტირების თარიღი: 6 April 2022
  4. 1 2 Jules Wijdenbosch overleden. ციტირების თარიღი: 1 May 2025
  5. Kabinet van de Vicepresident - Historie. ციტირების თარიღი: 20 May 2018
  6. „Timeline: Suriname“. 14 January 2010. ციტირების თარიღი: 26 January 2010. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  7. Infrastructuur nl. ციტირების თარიღი: 2 July 2020
  8. Voormalig president Jules Wijdenbosch overleden. ციტირების თარიღი: 30 April 2025