ჟიჟკოვი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჟიჟკოვი}} |


ჟიჟკოვი (გერმ. Zischkaberg, Žižkow, Zizkow, 1939-1945 წწ. Veitsberg, ძველი ხალხური სახელწოდებაა Žižkaperk)– უბანი და მუნიციპალიტეტი პრაღაში, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით. ეკუთვნის პრაღა 8-ის რაიონს.
უბნის დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიჟკოვი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრაღის მონმარტრსაც ეძახდნენ მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე გასაქირავებელი ბინების უბანი იყო. ჟიჟკოვი ბოჰემური უბანია, სავსეა ღამის ცხოვრებით, კაფეებით და ხელოვანთა ბარებით. მდებარეობს შემაღლებულ ადგილზე და აქვს ვიწრო, აღმართიანი ქუჩები. ჟიჟკოვს ეკუთვნის ვიტკოვი და ჰრდლორჟეზის მიმართულებით გაშენებული ახალი (მე-20 ს.) კვარტლები.
მთავარი ნაგებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიჟკოვის მთავარი დომინანტია ჟიჟკოვის ტელეანძა (პრაღის მთავარი ტელეანძა). ჟიჟკოვზე ასევე მდებარეობს წმ. პროკოფის ტაძარი და ცხენზე ამხედრებული იან ჟიჟკას ძეგლი, რომელიც ვიტკოვის კონცხზეა და გადაყურებს ჟიჟკოვსა და კარლინს.
-
ტელეანძა ჟიჟკოვზე, მაჰლერის ბაღში
-
წმინდა პროკოფის ტაძარი
-
ცხენოსანი იან ჟიჟკას ძეგლი ვიტკოვზე
-
ვიტკოვის კონცხი, მის მარცხნივ არის კარლინი, ხოლო მარჯვნივ ჟიჟკოვი