ჟიდლოხოვიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ჟიდლოხოვიცე ჩეხ. Židlochovice | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| კოორდინატები | 49°02′21″ ჩ. გ. 16°37′06″ ა. გ. / 49.03917° ჩ. გ. 16.61833° ა. გ. | ||||
| მმართველი | Jan Vitula[1] | ||||
| პირველი ხსენება | 1259 | ||||
| ფართობი | 12,74 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 190±1 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 3 676 (1 იანვარი, 2025)[2] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 667 01[3] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.zidlochovice.cz/ | ||||
ჟიდლოხოვიცე (ჩეხ. Židlochovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ჟიდლოხოვიცე ბრნო-ვენკოვის რაიონში მდებარეობს. ქალაქი ცნობბილია თავისი მეღვინეობით, ის ველკე-პავლოვიცეს ღვინის ქვერეგიონში მდებარეობს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი ვერსიით ქალაქის სახელწოდება ძველი სლავური სიტყვა „ჟიდლინადან“ მომდინარეობს, რაც ქართულად ჭაობს ნიშნავს. მეორე ვერსია ტიპიური ჩეხური ქალაქები სახელდებისაა და პირად სახელთანაა დაკავშირებული. ჩეხეთში ქალაქების უმეტესობას იმ ადამიანის სახელიდან წარმოშობილი სახელწოდება აქვს, ვინაც ის დააარსა. ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში ყოფნის დროს ქალაქს სახელწოდება გერმანული სახელწოდებით შეუცვალეს და Groß Seelowitz უწოდეს („დიდი ჟიდლოხოვიცე“).[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიდლოხოვიცე ქალაქ ბრნოდან სამხრეთით, დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი დიე-სვრატკას ხეობაშია გაშენებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალზე მდებარე წერტილის სიმაღლე 355 მეტრია ზღვის დონიდან. ჟიდლოხოვიცეში მდინარე სვრატკას ერთვის მდინარე ლიტავა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიდლოხოვიცე ისტორიულ წყაროებში პირველად 1237 წელს არის მოხსენიებული. ქალაქის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე მას პერნშტეინები, ჟეროტინები, დიტრიხშტაინები და ჰაბსბურგები ფლობდნენ. 1873 წელს მას ქალაქის სტატუსი მიანიჭეს.[4]

ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ჟიდლოხოვიცეს ციხეა, თავდაპირველად ქალაქში ციხესიმაგრე XIV საუკუნეში ააგეს. თავდაპირველად ის საფორთეფიკაციო ნაგებობა იყო და საუკუნეთა განმავლობაში დიდგვაროვანთა რეზიდენციად იქცა. ციხესიმაგრე თავის მთავარ რეზიდენციად აქცია და ბაროკოს სტილში აღადგინა გრაფმა ფილიპ ლუდვიგ ვენცელ ფონ სინცენდორფმა. ეს რეკონსტრუქცია 1696-1742 წლებში განხორციელდა. დღეს ციხესიმაგრეს სახელმწიფო ფლობს და ის დახურულია დამთვალიერებელთათვის. სამაგიეროდ ღიაა ციხესიმაგრის გარშემო 22 ჰექტარზე გაშენებული ვრცელი პარკი, რომელიც აქ XVIII საუკუნის დასაწყისში გააშენეს.[5]
აღსანიშნავი ისტორიული ძეგლია წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია. იგი 1720-იან წლებში ბაროკოს სტილში იოჰან ლუკას ფონ ჰილდებრანდტის პროექტის მიხედვით ააგეს.[6]
რენესანსის სტილში ნაგები ქალაქის მერია XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში ააგეს.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იან IV პერნშტაინი (1487–1548), პერნშტაინის საგვარეულოს არისტოკრატი
- ვენცელ ფონ ლინჰარტი (1821–1877), ავსტრიელი ქირურგი
- მორის სტრაკოში (1825–1887), ამერიკელი მუსიკოსი და იმპრესარიო
- მანო კოგუტოვიჩი (1851–1908), უნგრელი კარტოგრაფი
- ერცჰერცოგი ფრიდრიხი (ტეშენის ჰერცოგი) (1856–1936), არისტოკრატი და უმაღლესი სარდალი
- ერცჰერცოგი კარლ სტეფან ავსტრიელი (1860–1933), არისტოკრატი და ადმირალი
- ერცჰერცოგი ევგენ ავსტრიელი (1863–1954), არისტოკრატი და არმიის სარდალი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Otevřená data pro volby do zastupitelstev krajů 2024 — ČSÚ.
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- 1 2 Historie v Židlochovicích cs. Město Židlochovice. ციტირების თარიღი: 2023-10-30
- ↑ Zámek Židlochovice a zámecký park cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-06-27
- ↑ Kostel Povýšení sv. Kříže cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-10-30
- ↑ Radnice cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-10-30
- ↑ Partnerské regiony cs. Region Židlochovicko. ციტირების თარიღი: 2021-01-29