ჟესტების ენა
იერსახე
ჟესტების ენა — კომუნიკაციის ძირითადი საშუალება ყრუ-მუნჯთათვის.[1] განასხვავებენ ჟესტების ენის ორ ტიპს:
- ხელის მოძრაობითი (ჟესტიკულაციური) ნიშნებით ფაქტობრივად აღინიშნება ცალკეული ბგერა/ფონემა (უფრო ხშირად კი – ასო). კონკრეტული სიტყვა გადმოიცემა გარკვეული ჟესტიკულაციური ნიშნების იმ თანმიმდევრობით, რომელიც მოცემული სიტყვის ბგერით/ფონემურ შედგენილობას შეესაბამება. ამ ტიპის ენათაგან შედარებით გავრცელებულია ისეთი, რომელშიც სიტყვის აღნიშვნა იმეორებს მოცემული სიტყვის დაწერილობას. ამ უკანასკნელს მოიხსენიებენ როგორც თითებით ჩაწერილს (fingersplling).
- ჟესტიკულაციური ნიშნებით აღინიშნება გარკვეული შინაარსი და ცნებები. ამ ტიპის ჟესტების ენას სხვაგვარად ნიშნების ენას (Sign Language) უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეიცვალა მეცნიერების დამოკიდებულება ნიშანთა ენის მიმართ. თავდაპირველი შეფასება, რომ ნიშანთა ენა უბრალოდ პანტომიმურია და გრამატიკულად დეფექტური, სინამდვილეს აღარ შეეფერება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ What is Sign Language?. Linguistic society. ციტირების თარიღი: 10 March 2018