ჟერმენ დიულაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჟერმენ დიულაკი

ჟერმენ დიულაკი ( French: [dylak] შარლოტა ელისაბედ ჟერმენ საისა-შნაიდერი; 1882 წლის 17 ნოემბერი — 1942 წლის 20 ივლისი) [1] — ფრანგი კინორეჟისორი, კინომცოდნე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი. იგი დაიბადა ამიენში და ადრეულ ბავშვობაში გადავიდა პარიზში. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან ჟურნალისტური კარიერა დაიწყო ფემინისტურ ჟურნალში, შემდეგ კი დაინტერესდა კინოთი. მეუღლისა და მეგობრის დახმარებით მან დააარსა კინო-კომპანია და რეჟისორი რამდენიმე კომერციული ნამუშევარიში იყო ჩართილი, სანამ შეაბიჯებდა გადავიდოდა იმპრესიონისიზმისა და სურეალიზმის სამყაროში. ის დღეს ყველაზე ცნობილია თავისი იმპრესიონისტული ფილმით, „მომღიმარი ქალბატონი ბუდეთი” ( La Souriante Madame Beudet , 1922/23) და სურეალისტური ექსპერიმენული ფილმით, „ნიჟარა და მღვდელი

(La Coquille et le Clergyman 1928). მისი, როგორც კინემატოგრაფისტის კარიერა განიცადა ხმოვანი ფილმის დებიუტის შემდეგ და მან თავისი ცხოვრების ბოლო ათწლეული Pathé- ს და Gaumont- ის ახალი ამბების ფილმებზე მუშაობით გაატარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟერმეინა დიულაკი დაიბადა ამიენში, საფრანგეთში, სამხედრო ოფიცრის საშუალო ფენის ოჯახში. მამის სამსახურის გამო, ხშირად უწევდა ოჯახს გადაადგილება გარნიზონის პატარა ქალაქებში, ამიტომ ჟერმენ გაგზავნეს ბებიასთან, პარიზში. მალე იგი დაინტერესდა ხელოვნებით და შეისწავლა მუსიკა, ფერწერა და თეატრი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დიულაკი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და დაინტერესდა ჟურნალისტური საქმიანობით, სადაც წერდა სოციალურ-გენდერული პრობლემების შესახებ. [1] 1905 წელს იგი დაქორწინდა ლუი-ალბერტ დიულაკზე, სოფლის მეურნეობის ინჟინერზე, რომელიც მაღალი კლასის ოჯახიდანა იყო წამოსული. ოთხი წლის შემდეგ მან დაიწყო წერა La Française- სთვის, ფემინისტური ჟურნალისთვის, რომელის რედაქტორი ჯეინ მისმე იყო, სადაც საბოლოოდ გახდა დრამის კრიტიკოსი. [2] მოგვიანებით, ის დაინტერესდა ფოტოგრაფიით, რაც წინ უძღოდა კინემატოგრაფიაში მის შესვლას.

დიულაკი და მისი მეუღლე დაშორდნენ 1920 წელს. [3] ამის შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა მარი-ენ კოლსონ-მალევილთან, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. [4]

ხანგრძლივი და გავლენიანი კინოკარიერის შემდეგ, დიულაკი გახდა კინო კლუბების ფედერაციის პრეზიდენტი, ჯგუფი ხელს უწყობდა და წარმოადგენდა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების განვითარებას. ამ ჯგუფში შედიოიდნენ ისეთი კინო-რეჟისორები როგორებიც არიან: ჯორის ივენსისა და ჟან ვიგო. დიულაკი ასევე ასწავლიდა კინოს კურსებს olecole Technique de Photographie და de Cinématographie, Vaugirard- ის ქუჩაზე. [1] 1942 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩარლზ ფორდმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომელიც ფრანგულ პრესა ჰქონდა რეჟირორის მიმართ:

შეშფოთებულნი იყვნენ დიულაკის არაკონფორმისტული იდეებით, შეწუხებული მისი საერთოდ არსებობით, ჟერმენ დიულაკის შესაძლებებლობების მისი სიკვდილის შემდეგაც აშინებდათ. . . [5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინემატოგრაფიის მოღვაწეობის დაწყებამდე დიულაკი სტატიებს წერდა ფემინისტურ ჟურნალ La Fronde- ში 1900-1913 წლებში. მან გამოაქვეყნა საფრანგეთში დამკვიდრებული ქალების უამრავი რაოდენობა და წერდა ფრანგული საზოგადოებასა და პოლიტიკაში ქალთა როლზე. [6]

დიულაკი კინოთი დაინტერესდა 1914 წელს მისი მეგობრის, მსახიობის, სტაცია ნაპიერკოვსკას მეშვეობით . ორი ქალი ერთად გაემგზავრა იტალიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე; ნაპიერკოვსკა ამ პერიოდში, მონაწილეობა ფილმ დ’არის პროექტში და დიულაკმა სწორედ, ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა კინო-მედიუმის საფუძვლები. 1900-იანი წლების დასაწყისში, 1920-იანი წლების მიწურულს, დულაკი ხშირად უპირისპირებს საფრანგეთის დედაქალაქის თანამედროვეობას და საფრანგეთის პროვინციულ ხასიათს ერთმანეთს,შემდგომში, ეს მის ფილმებში ჩვეულებრივი დიქოტომია გახდა. [7] საფრანგეთში დაბრუნებისთანავე, მან გადაწყვიტა კინოკომპანიის დაარსება. დიულაკმა და მწერალმა ირენ ჰილელ-ერლანგერმა დააფუძნეს DH Films, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწია დულაკის მეუღლემ. კომპანიამ აწარმოა რამდენიმე ფილმი 1915–1920 წლებში, ყველა კინო-სურათის რეჟისორი გახლდათ დიულაკი და სცენარისტი კი, ჰილელ-ერლანგერი. მათ შორის იყო „დობის მტრობა”( Les Sœurs ennemies” (1915/16; დულაკის პირველი ფილმი), „ვენერა ვეტრიქსი (Vénus victrix, ou Dans l'ouragan de la vie (1917), „გეოს საიდუმლოება”Géo, le mystérieux ( ან La vraie richesse, 1916) და სხვები. [8] [9]

დიულაკის პირველი დიდი წარმატება იყო „შეშლილი სულები”(Âmes de fous (1918)), სერიული-მელოდრამა, რომელიც თავად დიულაკმა დაწერა. მთავრ როლს ასრულებს მსახიობი ევა ფრენსისი, რომელიც ლუის დელიუკზე იყო დაქორწინებული. გარკვეული დროის შემდეგ, დიულაკმა და დელიუკმა ერთობლივი მუშაობის შემდეგ შექმნეს, „ესპანური წვეულება”(La Fête espagnole 1920). სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ რამდენიმე ამონარიდი არსებობს ფილმიდან. მოგვიანებით, დიულაკმა და დელიუკმა განაგრძეს თანამშრომლობა არაერთ კინო-სურათზე. [8]

1921 წელს დიულაკმა დაწერა სტატია დეივიდ უორკ გრიფითთან შეხვედრის შემდეგ. სათაურით „გრიფიტთან”(Chez DW Griffith). სტატიაში დულაკმა წარმოადგინა ორი პოპულარული თემა, რომლებიც მის ბევრ ფილმში ჩნდება: [1]

  • კინემატოგრაფიის ავტონომია, როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი ფორმა, მხატვრობისა და ლიტერატურის გავლენისგან თავისუფალია.
  • კინორეჟისორის, როგორც ინდივიდუალური მხატვრული და შემოქმედებითი ძალის მნიშვნელობა.

მოგვიანებით, დიულაკმა კინო-კარიერა განაგრძო მარტივი კომერციული ფილმების წარმოებით, სადაც კომპლექსური პრეურეალისტური ნარატივებიც იჩენს თავს. ამის კარგი მაგალითია მისი ორი ყველაზე შესანიშავი ნამუშევარი:„მომღიმარი ქალბატონი ბუდეტი” La Souriante Madame Beudet 1922/23) და „ნიჟარა და მღვდელი(La Coquille et le Clergyman 1928). [8] ორივე ფილმი გამოვიდა ლუი ბუნუელისა და სალვადორ დალისანდალოზიური ძაღლის(Un Chien Andalou- ს 1929 წ.) ეს სამი ფილმი ხშირად, განიხილება, როგორც პირველი სურეალისტური ფილმები; ამასთან, ზოგი მკვლევარი, მაგალითად, ეფრემ კაცი, დულაკს პირველ რიგში იმპრესიონისტ კინემატოგრაფად მიიჩნევს. [10] დულაკის მიზანი " სუფთა კინემატოგრაფია " და ზოგიერთი მისი ნამუშევარი შთააგონებდა ფრანგული კინემატოგრაფიის ფილმების მოძრაობას. მის სხვა მნიშვნელოვან ექსპერიმენტულ ფილმებში შედის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმიც, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი შოპენის მუსიკისთვის:„დისკი 957” (1928/29 ) და „თემები და ვარიაციები” (1928/29; კლასიკური მუსიკა ) და სხვ.

ხმოვანი ფილმის დადგომისთანავე, დულაკის კარიერა შეიცვალა. 1930 წლიდან იგი კომერციულ საქმიანობას დაუბრუნდა, ახალი ამბების გაზეთების მომზადება დაიწყო Pathé– სთვის, მოგვიანებით Gaumont– ისთვის. იგი გარდაიცვალა პარიზში, 1942 წლის 20 ივლისს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დულაკის შემოქმედების ზუსტი ქრონოლოგია ჯერ დადგენილი არ არის. [11]

Year Film Also known as Credits
1915 Les Sœurs ennemies დების მტრობა რეჟისორი
1917 Géo, le mystérieux გეო, იდუმალი რეჟისორი
1917 Venus victrix ვენერა, ვიტრიქსი რეჟისორი
1918 Âmes de fous შეშლილი სულები რეჟისორი
1918 La Jeune Fille la plus méritante de France ყველაზე დამსახურებული ახალგაზრდა გოგონა საფრანგეთში რეჟისორი
1919 Le Bonheur des autres სხვების ბედნიერება რეჟისორი
1919 La Cigarette სიგარეტი რეჟისორი
1920 La Fête espagnole ესპანეთის კარნავალი რეჟისორი
1920 Malencontre შეხვედრა რეჟისორი
1921 La Belle Dame sans merci ულამაზესი ქალბატონი მოწყალების გარეშე რეჟისორი
1922 La Mort du soleil მზის სიკვდილი რეჟისორი
1922 Werther (გერმ).-ღირსი რეჟისორი
1923 Gossette გაზეთი რეჟისორი
1923 La Souriante Madame Beudet მომღიმარი ქალბატონი ბუდეტი რეჟისორი
1924 Âme d'artiste მხატვრის სული რეჟისორი
1924 Le Diable dans la ville დემონი ქალაქში რეჟისორი
1925 Le Réveil გაღვიძება რეჟისორი
1926 La Folie des vaillants მხედრის სიკვდილი რეჟისორი
1927 Antoinette Sabrier ანტუანეტ საბიერი რეჟისორი
1927 Le Cinéma au service de l'histoire კინო-ისტორიის სამსახურში რეჟისორი
1927 L'Invitation au voyage -მოგზაურების მოწვევა რეჟისორი
1928 <i id="mwARQ">La Coquille et le Clergyman</i> ნიჟარა და მღვდელი რეჟისორი
1928 Danses espagnoles ესპანური ცეკვები რეჟისორი
1928 Disque 957 -დისკი 957 რეჟისორი
1928 La Germination d'un haricot ლობიოს აღმოცენება რეჟისორი
1928 Mon Paris პარიზი რეჟისორი
1928 Princesse Mandane პრინცესა მანდანი რეჟისორი
1928 Thèmes et variations თემები და ვარიაციები რეჟისორი
1929 Étude cinégraphique sur une arabesque კინოგრაფიული ესკიზი არაბულ ენაზე რეჟისორი
1930 Autrefois, aujourd'hui წარსულში, დღეს რეჟისორი
1930 Celles qui s'en font ვინც ქმნის რეჟისორი
1930 Ceux qui ne s'en font pas ვინც ქმნის რეჟისორი
1930 Jour de fête სადღესასწაულო დღე რეჟისორი
1930 Un peu de rêve sur le faubourg პატარა ოცნება, გარეუბანში რეჟისორი
1932 Le Picador პიკადორი რეჟისორი
1934 Je n'ai plus rien არაფერი გამაჩნია რეჟისორი
1935 Le Retour à la vie სიცოცხლის დაბრუნება რეჟისორი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Flitterman-Lewis 1996
  2. Williams 1992, 144–47.
  3. Pallister 1997, 64.
  4. Germaine Dulac sauvée des eaux (8 June 2005).
  5. Charles Ford 1968
  6. (1990) To Desire Differently. 
  7. Tami Williams, Germaine Dulac: A Cinema of Sensations. Champaign, Illinois: University of Illinois Press, 2014. p. 104.
  8. 8.0 8.1 8.2 Williams 1992, 146.
  9. Dates from Pallister 1997, 64.
  10. Ephraim Katz, The International Film Encyclopedia. London: Macmillan, 1980. p. 362.
  11. The dates given here are from the lists compiled on IMDb and Ciné-Ressources.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დულაკი, ჟერმეინი (1994). კრიტიკოსები sur le cinéma : (ტექსტები პროსპერ ჰილარიტთან). გამოცემები Paris Expérimental.ISBN 2-9500635-5-1ISBN 2-9500635-5-1
  • Flitterman-Lewis, Sandy (1996). სხვაგვარად სურვილი: ფემინიზმი და ფრანგული კინო . კოლუმბიის უნივერსიტეტის პრესა. ISBN Flitterman-Lewis, Sandy (1996). Flitterman-Lewis, Sandy (1996).
  • Pallister, Janis L. (1997). ფრანგულენოვანი ქალთა რეჟისორები: სახელმძღვანელო . Fairleigh Dickinson University Press. ISBN Pallister, Janis L. (1997). Pallister, Janis L. (1997).
  • Williams, Alan Larson (1992). სურათების რესპუბლიკა: ფრანგული კინემატოგრაფიის ისტორია . ჰარვარდის უნივერსიტეტის პრესა. ISBN Williams, Alan Larson (1992). Williams, Alan Larson (1992).
  • უილიამსი, ტამი მიშელი (2007). შთაბეჭდილებების მიღმა: გერმენ დულაკის ცხოვრება და ფილმები ესთეტიკურიდან პოლიტიკამდე . სადოქტორო ნაშრომი. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს ანჯელესი.

ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოზორეცი, ვენდი (1982). ჟერმეინ დულაჩი : კინორეჟისორი, პოლემიკოსი, თეორეტიკოსი . დის, ნიუ იორკის უნივერსიტეტი, 362 გვ.
  • ფორდი, ჩარლზი. ჟერმეინ დულაჩი : 1882 - 1942, პარიზი : Avant-Scène du Cinéma, 1968, 48 გვ. (სერია: Anthologie du cinéma) ; 31)
  • კაცი, ეფრემი, ფრედ კლაინი, რონალდ დინ ნოლანი (2005). კინო ენციკლოპედია ; (მე -5 გამოცემა). ნიუ იორკი: HarperPerennial.ISBN 0-06-074214-3ISBN 0-06-074214-3 .
  • უილიამსი, ტამი (2014). ჟერმეინ დულაჩი : სენსაციების კინო . ილინოისის პრესის უნივერსიტეტი.ISBN 978-0-252-07997-9ISBN 978-0-252-07997-9

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]