შინაარსზე გადასვლა

ჟერებცოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟერებცოვის სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულება XIX საუკუნის ბოლო
Map

ჟერებცოვის სახლი (რუს. Дом Жеребцова) — ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.

მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 70.

ჟერებცოვის ორსართულიანი სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. 1860-იან წლებში ეს სახლი ეკუთვნოდა ოლდენბურგელ და ფრანგ აგენტს ალექსანდრე გემერლეს, რომელიც 1870-იან წლებში მსახურობდა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირში კონსულად. 1872 წელს, როდესაც ქალაქში ჩამოყალიბდა მთავრობა, გემერლე მის შემადგენლობაში შევიდა. 1880-იან წლების ბოლო სახლი გადავიდა, მიწისმფლობლის, პირველი გილდიის ვაჭრის, ქალაქის საპატიო მოქალაქის ჟერებცოვის ხელში.

1880-იანი წლების ბოლოსათვის სახლი იყო ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც აგებული იყო ეკლექტიკის სტილში. მის სახურავზე, მთელი პერიმეტრის გასწვრივ იდგა 30 ამფორა. შენობა 1992 წლის როსტოვის საოლქო საბჭოს 18 ნოემბრის № 301 დადგენილების საფუძველზე შეიტანეს რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

1918 წლის იანვრიდან აპრილამდე შენობაში განთავსებული იყო რკპ (ბ) საქალაქო კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა ა. გლუშკო. გერმანული ოკუპაციის პერიოდში შენობაში გახსნილი იყო საროსკიპო გერმანელი ჯარისკაცებისათვის. აქვე იყო სტაციონარი ვენერული დაავადებების სამკურნალოდ.

1925 წლიდან მოყოლებული დღემდე შენობა საცხოვრებელი სახლია, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია კანისა და ვენერული დაავადებების დისპანსერი.

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]