ჟებოტის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟებოტის ეკლესია.

ჟებოტის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, სოლოსმანად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლის ნაწილი და ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარი პატარა სწორკუთხა ნიშით, აგრეთვე ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლების ფრაგმენტები. ეკლესიის ჩრდილოეთით 15 მეტრზე გაურკვეველი ნაგებობის ნაშთია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]