შინაარსზე გადასვლა

ჟდიარ-ნად-საზავოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟდარ-ნად-საზავოუ)
ქალაქი
ჟდიარ-ნად-საზავოუ
ჩეხ. Žďár nad Sázavou
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Mělkovice[1] , Radonín[1] , Stržanov[1] , Veselíčko[1] , Žďár nad Sázavou 1[1] , Žďár nad Sázavou 2[1] , Žďár nad Sázavou 3[1] , Žďár nad Sázavou 4[1] , Žďár nad Sázavou 5[1] , Žďár nad Sázavou 6[1] , Žďár nad Sázavou 7[1] და Žďár nad Sázavou 8
კოორდინატები 49°33′45″ ჩ. გ. 15°56′23″ ა. გ. / 49.56250° ჩ. გ. 15.93972° ა. გ. / 49.56250; 15.93972
მმართველი Martin Mrkos
პირველი ხსენება 1253
ფართობი 37,06 კმ²
ცენტრის სიმაღლე 580 მეტრი
მოსახლეობა 20 404 (1 იანვარი, 2025)[2]
საფოსტო ინდექსი 591 01[3] და 591 02[3]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი https://www.zdarns.cz/
ჟდიარ-ნად-საზავოუ — ჩეხეთი
ჟდიარ-ნად-საზავოუ

ჟდიარ-ნად-საზავოუ (ჩეხ. Žďár nad Sázavou) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონის ადმინსტრაციული ცენტრია. ქალაქში განვითარებულია მრეწველობა და ტურიზმი. იგი ცნობილია წმინდა იან ნეპომუკელის მომლოცველთა ეკლესიით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ქალაქ ჟდირეც-ნად-დოუბრავოუს სახელწოდების მსგავსად სახელწოდება „ჟდიარ“-იც ძველი ჩეხური სიტყვა „žďářit“-იდან მომდინარეობს. „ჟდარჟიტ“ „ტყის ფართობების ცეცხლით გასუფთავებას“ ნიშნავს. ამ მეთოდს აქტიურად იყენებდნენ ახალი დასახლებების შესაქმნელად შუა საუკუნეებში და მცენარეულ საფარს სპეციალურად გაჩენილი ხანძრებით აცილებდნენ.[4]

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟდიარ-ნად-საზავოუ 12 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ესენია:

წმ. იან ნეპომუკელის ეკლესია
ჟდიარ-ნად-საზავოუს ციხე
წმ. პროკოპის ეკლესია

ჟდიარ-ნად-საზავოუ ქალაქ იჰლავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბრნოდან 60 კილომეტრითაა დაცილებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორია კრჟიჟანოვის მთებში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალზე მდებარე მუნიციპალიტეტია ჩეხეთის მასშტაბით. ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილი ჰოლის გორაა, მისი სიმაღლე 665 მეტრია ზღვის დონიდან.

ჟდიარ-ნად-საზავოუ მდინარე საზავის ნაპირებზეა გაშენებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სათევზაო ტბორებით. წყლის უდიდესი ობიექტია პილსკას წყალსაცავი, რომელიც 1959–1962 წლებში აშენდა და დღეს რეკრეაციული, სათევზაო და წყალდიდობისგან დამცავი მიზნებით გამოიყენება. ამ წყალსაცავის ფართობი 57,6 ჰექტარია.[5]

ჟდიარი ახლომდებარე ცისტერციანელთა მონასტრის მახლობლად 1252 წელს დაარსდა. თავდაპირველი დასახლება მალევე გადაიტანეს მდინარე საზავის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დღევანდელი ისტორიული ცენტრი მდებარეობს. 1293 წლის ისტორიულ ცნობაში ის სავაჭრო ქალაქად არის მოხსენიებული.[6]

1588 წლიდან ის ოლომუცის ეპისკოპოსის ადმინისტრაციის ქვეშ მოექცა, თუმცა ადგილობრივები მაინც ცისტერციანელების მონასტრის ერთგულები დარჩნენ, რამაც ხანგრძლივი დავა გამოიწვია. 1606 წელს ცისტერციანელთა მონასტერი გაუქმდა და დასახლებისთვის დავა შეწყდა. 1607 წელს ჟდიარს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. გაუქმებული მონასტერი 1614 წელს ციხესიმაგრედ გადაკეთდა. 1638 წელს მონასტერი კვლავ აღადგინეს, თუმცა ოცდაათწლიანი ომის დროს შვედეთის არმიამ შეუტია და დაარბია. ქალაქი 1645 წელს კიდევ ერთხელ გაძარცვეს. 1784 წელს გაჩენილი დიდი ხანძრის შემდეგ მონასტერი კვლავ გაუქმდა.[6][7]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჟდიარი როგორც კულტურულად, ასევე ეკონომიკურად განვითარდა. 1898 და 1905 წლებში აშენდა რკინიგზა. დაარსდა პირველი ქარხნები და ძველი ქალაქის ნაწილს რესტავრაცია ჩაუტარდა.[6]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჟდიარ-ნად-საზავოუში დაარსდა მსხვილი საინჟინრო და სადისტრიბუციო კომპანია ŽĎAS. ქარხნის დაარსების გამო მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეიქმნა ახალი გარეუბნები და 1970-იან წლებში მთელი ისტორიული ცენტრი აღადგინეს.[6]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟდიარ-ნად-საზავოუს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა წმინდა იან ნეპომუკელის სამლოცველო ეკლესიაა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და იან სანტინი აიხელის პროექტით 1719–1722 წლებშია აგებული. [8] ეკლესია ბაროკოს სტილშია აშენებული.[9]

ჟარ ნად საზავოუს ციხე დღეს კულტურულ მიზნებს ემსახურება და მასში ახალი თაობის მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია აუდიოვიზუალური სივრცე, რომელიც ციხესიმაგრის კომპლექსის ისტორიას და რეგიონში არსებულ სხვა მნიშვნელოვან შენობებს წარმოადგენს. კომპლექსის ნაწილია ღვთისმშობლის მიძინების ბაზილიკა და ყოფილი მონასტრის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.[7]

ქალაქის ცენტრში მდებარეობს წმინდა პროკოპის სამრევლო ეკლესია, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად 1391 წელს იხსენიება და გვიანდელ გოტიკურ სტილში 1560 წელს აღადგინეს. ეკლესიის სამრეკლო საზოგადოებისთვის ღიაა. ეკლესიის გვერდით მდებარეობს წმინდა ბარბარეს ბაროკოს სტილის სამლოცველო, რომელიც 1729 წელს ააგეს.[10]

ქალაქის მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობა მერიის ძველი შენობაა, ეს არის XVI-XVII საუკუნეების მიჯნის რენესანსის სტილის ნაგებობა, XVIII საუკუნის ნეოკლასიკური ფასადით.[10]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. 3.0 3.1 Register of territorial identification, addresses and real estates
  4. Profous, Antonín (1957). Místní jména v Čechách IV: S–Ž (cs), გვ. 815. 
  5. Rekreační oblast Pilská nádrž cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-05-31
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Brief history of the town. Město Žďár nad Sázavou. ციტირების თარიღი: 2021-11-01
  7. 7.0 7.1 Zelená hora. Žďár nad Sázavou Castle. ციტირების თარიღი: 2021-11-01
  8. The impulse and preparation of the church. Pilgrimage Church of St. John of Nepomuk at Zelená hora. ციტირების თარიღი: 2021-11-01
  9. Zelená hora. Město Žďár nad Sázavou. ციტირების თარიღი: 2021-11-01
  10. 10.0 10.1 Significant monuments. Město Žďár nad Sázavou. ციტირების თარიღი: 2021-11-01
  11. Partnerská města cs. Město Žďár nad Sázavou. ციტირების თარიღი: 2023-08-08