ჟაუმე კოლეტ-სერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაუმა კოლეტ-სერა

ჯაუმა კოლეტ-სერა 2015 წლის ივნისში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1974
დაბ. ადგილი Sant Iscle de Vallalta[1]
წარმოშობა ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი
საქმიანობა რეჟისორი და პროდიუსერი
აქტიური 1998-დღემდე
საიტი jaumecolletserra.com
ჟაუმე კოლეტ-სერა ვიკისაწყობში

ჟაუმე კოლეტ-სერა (დ. 23 მარტი, 1974, ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი) — ესპანელ-ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი. არაერთი საშინელებათა (ცვილის ფიგურების სახლი (2005)) და დისნეის საფეხბურთო (Goal II: Living the Dream(2007)) ფილმებთან ერთად, ის ცნობილია შემდეგი ნამუშევრებითაც: Unknown (2011), Non-Stop (2014), Run All Night (2015), The Commuter და ა.შ.

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეტ-სერა დაიბადა კატალონიაში, ესპანეთში. 18 წლის ასაკში იგი საცხოვრებლად გადადის ლოს-ანჯელესში და ჰოლივუდის კოლუმბიის კოლეჯში რედაქტორად იწყებს მუშაობას. სწავლის დასრულების შემდეგ, 1996 წელს, მან მუსიკალური ვიდეორგოლებისა და სატელევიზიო რეკლამების გადაღება დაიწყო ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Sony, Budweiser და Verizon . [2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005–2010: ცვილის ფიგურების სახლი და Orphan[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს, კოლეტ-სერას შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ფილმში The Matrix (პროდიუსერი ჯოელ სილვერი). მომდევნო ფილმი - ცვილის ფიგურების სახლი - 1953 წლის ამავე სახელწოდების მქონე ორიგინალის რიმეიქს წარმოადგენს. მიუხედავად მაყურებლის მხრიდან წამოსული უარყოფითი კრიტიკისა, ფილმმა Elisha Cuthbert-ის, ჩედ მაიკლ მარისა და პერის ჰილტონის მონაწილეობით დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია. ორი წლის შემდეგ, კოლეტ-სერამ გოლი II: ოცნებაში ცხოვრება გადაიღო, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე ფილმის (გოლი!) გაგრძელებას წარმოადგენს. კოლეტ-სერას მის მესამე ფილმში (ფსიქოლოგიური ჰორორი Orphan) მონაწილეობისას მუშაობა კვლავ პროდიუსერ სილვერთან უწევს. Orphan-ის პრემიერა 2009 წელს გაიმართა და მასში მთავარ როლებს ვერა ფარმიგა, პიტერ სარსგაარდი და იზაბელ ფურმანი ასრულებენ. ფილმი გვიყვება ცოლ-ქმარზე, რომლებიც დაუბადებელი შვილის გარდაცვალების შემდეგ, იდუმალებით მოცული ცხრა წლის გოგონას შვილად აყვანას გადაწყვეტენ. Orphan- ის პროდიუსერები Dark Castle Entertainment-დან ჯოელ სილვერი და Susan Downey, ხოლო Appian Way Productions-დან - ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ დევისონ კილორანი იყვნენ.[3] ფილმმა არაერთგვაროვანი კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ შემოსავლის მხრივ დიდ წარმატებას მიაღწია.

2011–2015: Unknown, The River, Non-Stop და Mindscape[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს, კოლტ-სერამ ფრანგულ რომანზე დაფუძნებული ფილმი, სახელწოდებით Unknown, გამოუშვა, რომელშიც მთავარ როლებს ლიამ ნისონი, დაიან კრუგერი, January Jones, აიდან ქუინი, ბრუნო განზი და ფრენკ ლანჯელა[4] ასრულბენ. რომანი ინგლისურ ენაზე Didier Van Cauwelaert[5]-ის მიერ გამოქვეყნდა - Out of My Head. ამის შემდეგ, კოლტ-სერა ABC-სთან ერთად სატელევიზიო დებიუტს, The River-ს (საშინელებათა დრამას) დგავს. შოუმ მაყურებლის მხრიდან ბევრი დადებითი შეფასება დაიმსახურა. 2012 წლის დეკემბერში კოლტ-სერა შემდეგი ფილმის - Non-Stop-ის - გადაღებებს იწყებს, რომელშიც მთავარ როლებს ლიამ ნისონი და ჯულიანა მური[6] ასრულებენ.

კოლეტ-სერამ დააარსა Ombra Films. პატარა კომპანია StudioCanal-დან ნაშოვნი ფულით დაბალბიუჯეტიანი ინგლისურენოვანი საშინელებათა ფილმების გადაღებას შეუდგა. მისი წარმომადგენელების მიზანს მომავალი ესპანელი კინემატოგრაფისტების კარიერის აწყობა წარმოადგენდა. კოლტ-სერას პარტნიორმა და პროდიუსერმა, Juan Sola-მ, Deadline Hollywood-ს განუცხადა: ”ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენი ნიჭიერი რეჟისორი ჩამოდის ესპანეთიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაბამისი პლატფორმის არარსებობის გამო, მათ არ ეძლევათ ფილმებში მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენი აზრით, არ იქნება ურიგო ლიუკ ბესონისთვის მიგვებაძა და შეგვექმნა კომპანია, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი იქნებოდა ესპანეთსა და აშშ-ს შორის." საწარმოს პირველი ფილმი Mindscape იყო, ფსიქოლოგიური ტრილერი ადამიანზე უნიკალური შესაძლებლობით - შეაღწიოს ადამიანების გონებაში. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლებად გვევლინებიან Taissa Farmiga, Mark Strong და Brian Cox.[7] კოლეტ-სერას პროდიუსერობით არაერთი ფილმია შექმნილი. მათ შორის არიან found footage (კომედია-საშინელებათა ფილმი) და Hooked Up [8] (რეჟისორი - პაბლო ლარსუენი).

2016-დან – დღემდე: The Shallows და The Commuter[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეტ-სერას რეჟისორობითა და პროდიუსერობითაა შექმნილი ფილმები: The Shallows (2016 წლის საშინელებათა ტრილერი მსახიობ ბლეიკ ლაივლის მონაწილეობით; სცენარის ავტორი - Anthony Jaswinski,[9]) და The Commuter - პრემიერა 2018 წლის 12 იანვარს გამოვიდა და მთავარ როლის შემსრულებლად ლიამ ნისონი გვევლინება.

მომავალი პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეტ-სერა The Walt Disney Company-ისთვისაც მუშაობს. ფილმი Jungle Cruise (მთავარ როლში Dwayne Johnson) დაფუძნებულია დისნეილენდში[10] ამავე სახელწოდების გასეირნების კონცეფციაზე.

2019 წლის ივნისში, კოლეტ-სერა Black Adam-ის რეჟისორობას დათანხმდა, რომლის ავტორი ადამ შტიკიელი, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი Dwayne Johnson იქნება. Jungle Cruise-ზე მუშაობის შემდეგ, კოლტ-სერა მოწინავე კანდიდატი გახდა. ფილმის გადაღება 2021 წელს[11] Warner Bros. Pictures-ის, New Line Cinema-ის, Seven Bucks Prouctions-ისა და FlynnPicturesCo.-ს შორის თანამშრომლობით დაიწყება. [12] [13]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლტ-სერა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. [14]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი რეჟისორი აღმასრულებელი პროდიუსერი
2005 ცვილის ფიგურების სახლი კი არა
2007 Goal II: Living the Dream კი არა
2009 Orphan კი არა
2011 Unknown კი არა
2014 Non-Stop კი არა
2015 Run All Night კი კი
2016 The Shallows კი კი
2018 The Commuter კი კი
2021 Jungle Cruise კი არა
TBA Black Adam კი არა

მხოლოდ პროდიუსერი

წელი ფილმი შენიშვნები
2013 წ Mindscape
Hooked Up აღმასრულებელი პროდიუსერი
2015 წ Eden
Extinction
Curve

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური დაკრედიტებულია, როგორც შენიშვნები
დირექტორი Პროდიუსერი
2012 The River კი კი ეპიზოდები "Magus" და "Marbeley"
2018 Reverie კი არა ეპიზოდი "Apertus"

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.jaumecolletserra.com/bio.html
  2. Bio. ციტირების თარიღი: November 1, 2020
  3. Diane Garrett, Tatiana Siegel. (29 November 2007) Sarsgaard, Farmiga join 'Orphan'. Variety. ციტირების თარიღი: 29 May 2008.
  4. Unknown White Male Starts Principal Photography. MovieWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2010. ციტირების თარიღი: 21 February 2011.
  5. Me, My Doppelgänger and a Dunk in the River. The New York Times. ციტირების თარიღი: 18 February 2011.
  6. Silver Pictures Picks Up Remake Rights to French Heist Film 'Le Convoyeur' (Exclusive). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 14 December 2012.
  7. Jaume Collet-Serra set to produce psychological thriller 'Mindscape'. Joblo. ციტირების თარიღი: 20 January 2013.
  8. Hooked Up. DC. ციტირების თარიღი: 20 January 2013.
  9. Sony's 'The Shallows' To Shoot In Australia. Variety. ციტირების თარიღი: 5 November 2015.
  10. Jaume Collet-Serra To Direct Dwayne Johnson In ‘Jungle Cruise:’ No ‘Suicide Squad 2’ (31 July 2017). ციტირების თარიღი: 31 July 2017.
  11. Trumbore, Dave. (April 8, 2019) The Rock Teases Black Adam Start Date, Thanks Fans for Shazam! Success. Collider. ციტირების თარიღი: June 9, 2019.
  12. Kroll, Justin. (June 7, 2019) Jaume Collet-Serra Eyed to Direct DC’s Black Adam Starring Dwayne Johnson. Variety. ციტირების თარიღი: June 9, 2019.
  13. Katz, Brandon. (June 7, 2019) Exclusive: Jaume Collet-Serra In Talks to Direct Dwayne Johnson’s Black Adam. The Observer. ციტირების თარიღი: June 9, 2019.
  14. Leitereg, Neal J.. (March 14, 2017) Filmmaker Jaume Collet-Serra lands a modern spot in Hollywood Hills West. ციტირების თარიღი: November 1, 2020

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]