ჟასმინ ტუკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟასმინ ტუკსი
Jasmine Tookes at the 2014 Victoria's Secret Fashion Show (cropped).jpg
ჟასმინ ტუკსი 2014 წელს
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1991 (1991-01-26) (29 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 175 სმ

ჟასმინ ტუკსი (დ. 26 იანვარი, 1991)[1]ამერიკელი მოდელი და Victoria's Secret-ის ანგელოზი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟასმინ ტუკსი დაიბადა და გაიზარდა ჰანტინგტონის პლაჟზე, კალიფორნიაში. მას ჰყავს უმცროსი და, რომელიც 19 წლისაა[2], ტუკსის დაც ასევე არის მოდელი.ტუკსი წლების განმავლობაში დაკავებული იყო სპორტით,იქამდე სანამ სამოდელო კარიერას დაიწყებდა თამაშობდა ფრენბურთს და კრიკეტს რამაც ხელი შეუწყო მისი სხეულის ჩამოყალიბებას,15 წლის ასაკაში სამოდელო კარიერის დაწყებით ტუკსმა მიატოვა მისი სპორტული კარიერა [3]. ტუკსის დედა ცნობილი მოდის სტილისტია,სწორედ დედის სალონში აღმოაჩინეს ტუკსი როგორც მოდელი, სამოდელო აგენტებმა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟასმინ ტუკსი პირველად კომერციულ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა 2010 წელს UGG Australia და Gap– ისთვის. საერთაშორისო მოდის პოდიუმებზე გასვლამდე ტუკსის ფოტოები DKNY -ის მიერ გადაღებული, 2011 წლის გაზაფხულის სეზონისთვის გამოქვეყნდა ჟურნალ Vogue Italia- ში. ამავე წელს Models.com- მა ტუკსი, შეიყვანა 10 საუკეთესო მოდელში, იმ მოდელებიდან რომლებიც 2011 წლის 27 სექტემბრის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ პოდიუმზე. ტუკსი მოდის ჟურნალმა Style–მა დაასახელა საუკეთესო ახალ მოდელად, 2011 წლის ნოემბერში, გაზაფხულის მოდის შოუებზე მისი შესრულებული სამუშაოს საფუძველზე. 2012 წლეს ტუკსი იყო მეთერთმეტე ახალი მოდელი ყოველწლიური Victoria's Secret Fashion Show- ისთვის, 2012 წლის შოუს გადაღება მოხდა ნოემბერში და 4 დეკემბერს გავიდა CBS ქსელში. მოდის შოუს გასვლამდე ღამით, ტუკსი და Victoria's Secret- ის მოდელები Behati Prinsloo და Jacquelyn Jablonski სტუმარად იყვნენ 3 დეკემბერს CBS-ის შოუში Hawaii Five-0-ში[4] . Vogue–ის ფრანგულმა გამოცემამ ტუკსი დაასახელა , როგორც ჟურნალის ახალი სახე.[5]

ტუკსის ფოტოები გამოჩნდა იტალიურ, ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ Vogue-ის გარეკანზე, და ასევე ჟურნალების Harper's Bazaar, Numéro, W და Elle France.

ტუკსმა პოდიუმზე გაიარა მოდის სახლებისთვის: Burberry, Salvatore Ferragamo, Carolina Herrera, Moschino, Ralph Lauren, DKNY, Shiatzy Chen, Herve Leger, Ermanno Scervino, Giorgio Armani, Philipp Plein, Missoni, Jason Wu, Alberta Ferretti, Emilio Pucci, Balmain, Marc Jacobs, Oscar de la Renta, Giambattista Valli, Vera Wang, Calvin Klein, Tom Ford, Yves Saint Laurent, Trussardi, Marchesa, Tory Burch, Dolce & Gabbana, Stella McCartney, Paco Rabanne, Helmut Lang, Louis Vuitton, DSquared2, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Tom Ford, Prada, Jill Stuart, rag+bone, Miu Miu და Versace

სარეკლამო კამპანიებში გამოჩნდა კომპანიებსთვის Bobbi Brown Cosmetics, Jimmy Choo, Calvin Klein, Lancôme, DKNY, Ralph Lauren, Kate Spade, Gap, Ugg, და Victoria's Secret.

2015 წელს, ტუკსი გახდა Victoria's Secret- ის აგნელოზი.[6]

Forbes-ის დაანგარიშებით ტუკსის სავარაუდო შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით 4 მილიონი დოლარია.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jasmine Tookes - Ancestry.com. ციტირების თარიღი: 2019-04-05
  2. Her mini me! Jasmine Tookes takes her seven-year-old model sister Chloe Danielle shopping in Los Angeles. Daily Mail (February 22, 2017). ციტირების თარიღი: December 8, 2017.
  3. Lim, James. (December 29, 2011) Meet the New Girl: Jasmine Tookes Believes in Humility. New York Magazine. ციტირების თარიღი: December 5, 2012.
  4. VS Angel Behati Prinsloo Guest Stars on Hawaii Five-0 This Monday. Victoria's Secret (November 30, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 5, 2012. ციტირების თარიღი: December 5, 2012.
  5. New faces from fall/winter 2012-2013 Fashion Week. Vogue (March 12, 2012). ციტირების თარიღი: December 31, 2012.
  6. Toomey, Alyssa. (April 28, 2015) News/ Heavenly News! 2015 Victoria's Secret Angels Announced: Martha Hunt, Stella Maxwell and More!. E! News. ციტირების თარიღი: May 4, 2015.
  7. The World's Highest-Paid Models 2016: 17. Jasmine Tookes. Forbes. ციტირების თარიღი: December 9, 2016.