ჟან ტრიკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან ტრიკარი
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი, 1920(1920-09-16)[1]
დაბ. ადგილი მონმორანსი[2] [3]
გარდ. თარიღი 4 მაისი, 2003(2003-05-04)[4] [5] [3] [6] (82 წლის)
გარდ. ადგილი სტრასბური[5] [3]
მოქალაქეობა  საფრანგეთი[7]
საქმიანობა გეოგრაფი და გეომორფოლოგი
მუშაობის ადგილი სტრასბურის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები Busk Medal[8]

ჟან ტრიკარი (ფრანგ. Jean Tricart; დ. 16 სექტემბერი, 1920, მონმორანსი — გ. 6 მაისი, 2003, სტრასბური) — ფრანგი გეოლოგი და გეომორფოლოგი. პარიზის უნივერსიტეტში ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ასისტენტად იქვე (1945-1948). 1947 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური რუკების სამსახურის თანამშრომელი. სტრასბურის უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოგრაფიის ცენტრის დირექტორი და პროფესორი. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის გამოყენებითი გეომორფოლოგიის კომისიის პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა სტრუქტურულ და კლიმატურ გეომორფოლოგიას, გეომორფოლოგიის გამოყენებით და მეთოდოლოგიურ საკითხებს. შეისწავლა სენეგალის დელტის გეოლოგიური აგებულება, ბრაზილიის აუზი და სხვა; აგრეთვე პერუსა და ჩილეს წყლის რესურსები.

ტრიკარი იყო — „Revue de géomorphologique dynamique“-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.
  3. 3.0 3.1 3.2 Fichier des personnes décédées mirror
  4. Bibliothèque nationale de France Record #11927077j // BnF catalogue généralParis: BnF.
  5. 5.0 5.1 https://www.acte-deces.fr/recherche-deces-famille-tricart
  6. Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  7. LIBRIS — 2013.
  8. Géomorphologie — 2003. — Vol. 9, გამ. 3. — P. 191–195. — ISSN 1957-777X; 1266-5304