ჟან პარიზო დე (ლა) ვალეტი
| ჟან პარიზო დე (ლა) ვალეტი | |
|---|---|
| ფრანგ. Jean de Valette | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 1494[1] |
| დაბ. ადგილი | პარიზო |
| გარდ. თარიღი | 21 აგვისტო, 1568[1] |
| გარდ. ადგილი | მალტა |
| დასაფლავებულია | წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მებრძოლი ბერი, პოლიტიკოსი, რელიგიური ლიდერი და სამხედრო პირი |
ჟან "პარიზო" დე (ლა) ვალეტი — (მისი ოფიციალური სახელია ჟან დე ვალეტი, ხოლო "პარიზო" — ფართოდ გავრცელებული ზედმეტსახელია. ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჟან დე ლა ვალეტი“, თუმცა თავად სიცოცხლის განმავლობაში სიტყვა „ლა“-ს არასოდეს იყენებდა (მიუხედავად იმისა, რომ ვალეტის საგვარეულოს წევრები ორივე ფორმას იყენებდნენ იმ პერიოდში). (დაახ.დაბ. 4 თებერვალი, 1495 წლის – გარდ. 21 აგვისტო, 1568 წლის ) — ფრანგი არისტოკრატი და იოანიტთა ორდენის 49-ე დიდი მაგისტრი, რომელიც ორდენს ხელმძღვანელობდა 1557 წლის 21 აგვისტოდან გარდაცვალებამდე, 1568 წლამდე.
მალტის რაინდთა ორდენში (ფრანგ. Langue de Provence) გაწევრიანების შემდეგ იგი ბრძოლის ველზე გამოირჩეოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, განსაკუთრებით — როდოსზე. დიდი მაგისტრის რანგში ვალეტი გახდა ორდენის გმირი და ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი — მან ჩაიბარა 1565 წლის მალტის დიდი ალყის ორგანიზება და თავი წარმოაჩინა როგორც შესანიშნავმა მთავარსარდალმა. ისტორიულად, აღნიშნული ალყა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და გამორჩეულ სამხედრო შეჯახებადაა მიჩნეული.[2]
ვალეტას — ქალაქის, რომელიც მის სახელს ატარებს — საძირკველი სწორედ ჟან დე ვალეტმა ჩაუყარა 1566 წელს. იგი ვერ მოესწრო ქალაქის დასრულებას, რადგან 1568 წელს გარდაიცვალა. მას მემკვიდრეობით შეცვალა პიერ დე მონტე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟან დე ვალეტი დაიბადა ქერსში (სამხრეთ-დასავლეთი საფრანგეთი), ვალეტის დიდგვაროვან ოჯახში, რომელთაც მრავალწლიან ისტორიულ ომებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული — ჯვაროსნულ ლაშქრობებში. მისი ბაბუა, ბერნარ დე ლა ვალეტი, იყო რაინდი და სამეფო კარის მსახური, ხოლო მამა — გიოო დე ვალეტი — საფრანგეთის რაინდთა ორდენის წევრი.
ჟანი ასევე შორეული ნათესავი იყო ჟან-ლუი დე ნოგარე დე ლა ვალეტის, ეპერნონის პირველი ჰერცოგისა — მათი საერთო წინაპარი იყო ალმარიკი, პარიზოს ბატონი (Seigneur de Parisot).[3]
მიუხედავად იმისა, რომ მის დაბადების წლად ხშირად 1494 ითვლება, მალტის დიდი ალყას (1565) ორი თანამედროვე ქრონისტის — ფრანსისკო ბალბი დი კორეჯოსა და ჰიპოლიტო სანსის — ცნობით, ალყის დროს ის 67 წლის იყო, რაც 1498 წელს მოწმობს.
იოანე ნათლისმცემლის ორდენის ისტორიკოსი აბე ვერტო (XVIII ს.), რომლის თხზულება მნიშვნელოვნად ეფუძნება, თუმცა ზოგჯერ ეწინააღმდეგება ჯაკომო ბოზიოს ადრინდელ ნაშრომებს, ამტკიცებდა, რომ ვალეტი იმავე ასაკის იყო, როგორც სულეიმანი და ქიზილაჰმედლი მუსტაფა ფაშა (ოსმალთა სახმელეთო ძალების სარდალი), რაც იმას ნიშნავდა, რომ 1565 წელს ის შესაძლოა 70 წლისაც კი ყოფილიყო.
ადრეული კარიერა და ორდენში აღზევება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟან დე ვალეტი ორდენში 20 წლის ასაკში, დაახლოებით 1514 წელს გაწევრიანდა და ამის შემდეგ აღარასდროს დაბრუნებულა საფრანგეთსა თუ საგვარეულო მამულებში. იგი მონაწილეობდა როდოსის ალყაში (1522), როდესაც ოსმალებმა სულეიმან I დიდებულის მეთაურობით ორდენი როდოსიდან გააძევეს. ამ მოვლენების შემდეგ ვალეტი თან გაჰყვა დიდ მაგისტრ ფილიპ ვილიე დე ლ’ილ-ადამს.[4]
როდოსის დაკარგვის შემდეგ ორდენს კარლ V-მ საღვთო რომის იმპერატორმა უბოძა მალტის კუნძულები და ტრიპოლი. 1538 წელს ვალეტი 4 თვით ჩასვეს გოცოს ციხეში, კაცზე განხორციელებული თავდასხმის გამო.[5]
1541 წელს ის ჩაება საზღვაო ბრძოლაში აბდურ-რაჰმან კუსტ ალის წინააღმდეგ, რომლის დროსაც დაიჭრა და მისი გალერა — სან ჯოვანი — მოწინააღმდეგემ ჩაიგდო ხელში. ვალეტი ტყვედ აიყვანეს ბარბაროსთა მეკობრეებმა დრაგუთ რეისის მეთაურობით და იგი ერთ წელიწადს გალერის მონად იმყოფებოდა. მოგვიანებით, ტყვეთა გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.[6]
1546 წელს ვალეტი დაინიშნა ტრიპოლის გუბერნატორად, სადაც შეეცადა არეულობებით დასუსტებული ქალაქის დისციპლინის აღდგენას.[7]
1554 წელს იგი აირჩიეს ორდენის გალერების კაპიტან-გენერლად, რაც დიდი პატივი იყო პროვანსელებისთვის, ვინაიდან ორდენის ისტორიაში ამ თანამდებობას ძირითადად იტალიური წარმოშობის რაინდი იკავებდა. ამ როლში ვალეტმა მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზღვაო სარდლის სახელი და გახდა თანამედროვე მათურინ რომეგასთან ერთად ქრისტიანული სამყაროს ფლოტის მთავარი სიმბოლო.
ორივე მხარეს ჰყავდათ ბრწყინვალე საზღვაო სარდლები — თუ ვალეტი, რომეგა და ხუან ავსტრიელი ითვლებოდნენ ქრისტიანთა უმთავრეს ადმირალებად, ისლამური ფლოტი იმ დროს ემყარებოდა ისეთ ცნობილ ფიგურებს, როგორებიც იყვნენ ბარბაროსა და დრაგუთი.
აბე დე ბრანტომის თქმით, ვალეტი იყო:
„ზღაპრულად მშვენიერი კაცი, რომელიც თავისუფლად ფლობდა იტალიურს, ესპანურს, ბერძნულს, არაბულსა და თურქულს[8]“ |
დიდმაგისტრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1557 წელს, დიდი მაგისტრის კლოდ დე ლა სენგლის გარდაცვალების შემდეგ, ორდენის რაინდებმა მოელიანალ მომავალ თავდასხმას და ერთხმად აირჩიეს ჟან დე ვალეტი დიდ მაგისტრად. 1560 წელს მან ჰაბსბურგთა იმპერიასთან ერთად წამოიწყო ტრიპოლის დაბრუნების კამპანია, თუმცა ჯერბის ბრძოლაში ქრისტიანული ძალები დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, ორდენის გალერებმა შეძლეს რამდენიმე ქრისტიანული გემის გადარჩენა, ხოლო მოგვიანებით ვალეტმა კიდევ უფრო გააძლიერა ორდენის ფლოტი.
მალტის დიდი ალყა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალეტი პირადად ხელმძღვანელობდა მალტის თავდაცვას და წარმატებით მოიგერია ოსმალთა იერიში 1565 წლის დიდ ალყაში. ალყისას, მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა (30 000 ოსმალი ჯარისკაცი და 193 გემი), ქრისტიანულმა ძალებმა სამი თვის განმავლობაში შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. ბრძოლების შედეგად დაეცა წმინდა ელმის ციხესიმაგრე, თუმცა ორდენმა ბირგუსა და სენგლეაში გაუძლო მტრის იერიშს, სანამ სიცილიიდან მოსული დახმარება ბრძოლაში ჩაერთვებოდა.
ალყის ბოლო დღეებში სარდალი ლე სანდე, რომელიც დახმარებით მოვიდა სიცილიიდან, დაიწყო მასშტაბური იერიში მალტის გორებიდან. შეტევამ ოსმალები აიძულა ზღვაში უკან დაეხიათ, ხოლო დაჭრილთა სიჭარბის გამო ზღვა წითლად შეიღება. ოსმალთა ძალები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მალტა და დაბრუნებულიყვნენ კონსტანტინოპოლში. თავდაპირველად მათ კვლავ გადაწყვიტეს ბრძოლის გაგრძელება, თუმცა მძიმე დანაკარგებისა და მორალური დაცემის გამო იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ ხელახალ შეტევაზე.
ალყის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მალტელმა ჯარისკაცმა, დაწერა სიმღერა, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში პოპულარული გახდა:
„მალტა ოქროსი, მალტა ვერცხლისა, მალტა ძვირფასი ლითონისა,
ვერასდროს დაგიპყრობთ. არც, თუნდაც ყაბაყივით რბილი იყო, არც მაშინ, თუკი მხოლოდ ხახვის ტყავით იქნები დაცული!“ |
ამის პასუხად, ვალეტმა უპასუხა:
„მე ვარ ის, ვინც თურქთა გალერების ნაწილი გაანადგურა,
და კონსტანტინოპოლისა და გალატიის მებრძოლები დაამარცხა!“ |
ოსმალთა დამარცხებამ ვალეტს დიდი პრესტიჟი მოუტანა ევროპაში, თუმცა მან უარი თქვა კარდინალის ხარისხზე, რათა ორდენის დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. ეს გადაწყვეტილება ხშირად მის თავმდაბლობასა და რაინდულ-ბერულ თვითშეგნებას მიეწერება.
ვალეტას მშენებლობა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ალყის დასრულების შემდეგ, 1566 წელს, ჟან დე ვალეტმა დააარსა ახალი ქალაქი — ვალეტა, რომლის საფუძვლის ქვა საკუთარი ხელით დადო მთა სკიბერასზე — იმ ადგილზე, სადაც ოსმალთა ელიტარული ნაწილები დაიღუპნენ წმინდა ელმის ციხესიმაგრის აღების მცდელობისას. ოსმალები ფიქრობდნენ, რომ ციხესიმაგრე რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მაგრამ ის თავდადებულმა დამცველებმა 30 დღის განმავლობაში შეინარჩუნეს.
ქალაქი, რომელიც თავისი დამაარსებლის პატივსაცემად ეწოდა, თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც Humilissima Civitas Vallettae (ყველაზე მდაბალი ქალაქი ვალეტას სახელით), თუმცა დროთა განმავლობაში იგი გადაიქცა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე არისტოკრატულ და უნიკალურ ციხესიმაგრე ქალაქად. ვალეტა დღემდე რჩება მალტის დედაქალაქად.
ჟან დე ვალეტს 1568 წლის 21 აგვისტოს, ზუსტად დიდმაგისტრად არჩევის მე-11 წლისთავზე, ლოცვისას ინსულტი დაემართა და მალევე გარდაიცვალა. იგი ვერ მოესწრო ქალაქ ვალეტას დასრულებას. მისი საფლავი, სარკოფაგის სახით, დღემდე მდებარეობს ორდენის საკონვენტო ეკლესიის კრიპტაში, რომელიც დღეს წმინდა იოანეს საკათედრო ტაძრად არის ცნობილი და მდებარეობს ვალეტის შუაგულში.
მძაფრად პოეტური წარწერა მის საფლავზე, რომელიც ლათინურად შეადგინა მისი მდივანმა სერ ოლივერ სტარკიმ — ბოლო ინგლისელმა რაინდმა დიდი ალყის დროს — აცხადებს:
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ჟან დე ვალეტი ხშირად აღიქმებოდა როგორც ღირსშესანიშნავი პიროვნება, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად შეასრულა ორდენის აღთქმები, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც სხვა სურათს აჩვენებს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, როდოსში ყოფნისას მას ჰყავდა საყვარელი ქალი — კატერინა, ზედმეტსახელად გრეკე (ბერძენი), რომლისგანაც შეეძინა არალეგიტიმური ვაჟი — ბარტელემი დე ვალეტი. ისტორიკოს ჯოვანი ბონელოს მიერ აღმოჩენილი დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ 1568 წელს საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის ბრძანებით ბარტელემი ლეგიტიმურად გამოცხადდა.[9]
ასევე არსებობს ვერსია, რომ ვალეტს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა — იზაბელა გუასკონი. იგი სავარაუდოდ რომაელი წარმოშობის როდოსელი დიდებულის მეუღლესთან ურთიერთობის შედეგად გაჩნდა. იზაბელა ცოლად გაჰყვა ფლორენციელ სტეფანო ბუონაკორსის, რომელმაც იგი 1568 წლის 31 ივლისს მოკლა და მალტის კუნძულიდან წასულა ცოლის ქონებით ხელში. მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.[10]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჟან დე ვალეტი ისტორიაში დარჩა როგორც დიდი მაგისტრი, რომელმაც წარმატებით მოიგერია ოსმალთა ალყა და დააარსა ვალეტა. მალტის ქალაქ ნაქსარში მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ ქუჩას, ასევე სამგზავრო ხომალდსაც — თარგი:M/V. დე ვალეტის სახე მრავალჯერ გამოისახა მალტის საფოსტო მარკებსა და მონეტებზე.
ჟან დე ვალეტის მოედანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წელს ვალეტაში გაიხსნა მოედანი სახელწოდებით "პიაცა ჟან დე ვალეტი" (Pjazza Jean de Valette), სადაც აღმართულია დიდი მაგისტრის ქანდაკება. ქანდაკება 2.5 მეტრი სიმაღლისაა და ბრინჯაოში ჩამოსხმულია ადგილობრივი მოქანდაკის, ჯოზეფ ჩეტკუტის (Joseph Chetcuti) მიერ. ქანდაკებაში ჟან დე ვალეტი გამოსახულია ზარბაზარში, ხელში ვალეტას გეგმითა და მახვილით.[11]



მრავალი წლის განმავლობაში ფართოდ მიღებულად ითვლებოდა დიდი მაგისტრის გვარის ფორმა — "დე ლა ვალეტი" (de La Valette). თუმცა, 2012 წელს ქანდაკების გახსნისას ისტორიკოსმა და მოსამართლე ჯოვანი ბონელომ განაცხადა, რომ თავად მაგისტრი მუდამ აწერდა ხელს როგორც "დე ვალეტი" (de Valette), ხოლო "ლა" არასოდეს უხსენებია. რამდენიმე დღის შემდეგ ჟანის შთამომავალმა, დეზირე ფონ ლა ვალეტ სენტ ჟორჯმა, აღნიშნა, რომ გვარის სწორი ფორმა იყო "დე ლა ვალეტი" (de la Valette), რასაც მოჰყვა დისკუსია სახელის შესახებ.[12]
ვალეტის საგვარეულოს სხვადასხვა შტო იმ დროისთვის იყენებდა როგორც "დე ვალეტს", ისე "დე ლა ვალეტს". თუმცა, თავად მაგისტრმა არასდროს იყენებდას "ლა"-ს. [13]
წესით, ორდენის მიერ მისი მმართველობის დროს გამოშვებულ ყველა 138 მონეტასა და 19 მედალიონზე აღნიშნულია "de Valette", "de Valetta" ან უბრალოდ "Valette". ბონელოს აზრით, "ლა" შესაძლოა მოგვიანებით გაჩნდა იმ ფონზე, რომ ქალაქ ვალეტას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც "ლა ვალეტა", რაც შემდეგ მაგისტრის გვარშიც შევიდა.[14]
როდესაც ჟან დე ვალეტი დაახლოებით 45 წლის იყო და უკვე მალტაში იმყოფებოდა, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა გამოსცა ვილერ-კოტერეს ბრძანება, რომელიც სტანდარტული ფრანგულის (ძირითადად პარიზის რეგიონის დიალექტის) გამოყენებას ავალდებულებდა.[15]
დღეს მალტაში ოფიციალურად მიღებულია ფორმა "de Valette", თუმცა ბევრი კვლავაც მიმართავს "de La Valette"-ს ისტორიული მეხსიერების გამო.[16]
ლიტერატურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის გადამწყვეტ როლთან დაკავშირებით 1565 წლის დიდი ალყის დროს, ჟან პარიზო დე ვალეტი წარმოდგენილია როგორც მთავარი, ასევე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი შემდეგი ლიტერატურული ნაწარმოებების სახით:
- მართეს ფენეჩის "მალტის ალყის ტრილოგია" მოიცავს რომანებს:
- "რვაქიმიანი ჯვარი" (2011),
- "ბაზიერის ჩრდილი" (2020) და
- "ფერფლის წვიმა" (2022).
სამივე ნაწარმოებში დე ვალეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფიგურას.
- "ანგელოზები რკინაში" — ნიკოლას პრატას 1997 წლის პსევდოისტორიული რომანი, სადაც დე ვალეტი მთავარი პერსონაჟია.Angels in Iron დაარქივებული 2021-01-25 საიტზე Wayback Machine.
- "რკინის ცეცხლი: ომისა და სიყვარულის ეპიკური რომანი" — დეივიდ ბოლას 2005 წლის თავგადასავლური რომანი, სადაც დე ვალეტი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია.Ironfire by David Ball
- "რელიგია: რომანი" (2007) — ტიმ ვილოქსის რომანში დე ვალეტი ასევე მეორეხარისხოვან ფიგურად გვევლინება.
- ტონი როთმანის რომანი "ბედის მსვლელობა" (2015) წარმოადგენს მხატვრულ ისტორიას, სადაც დე ვალეტი ასახულია უახლესი ისტორიული კვლევების მიხედვით.
- "დიდი ალყა" — 1961 წლის ისტორიული ნაშრომია, რომელიც 1565 წლის ალყას ეძღვნება და არქივის წყაროებს ეყრდნობა.
- "პანაკეა" (2008) — ბერძენი ავტორის, პანაოტის კონიდარისის თავგადასავლური რომანი, სადაც დე ვალეტი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია.
დამატებითი ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქუდი და ხანჯალი ბირგუში (ინგლისურად)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მალტის ორდენის დიდი მაგისტრის ჟან პარიზო დე ვალეტის მონეტები *დაარქივებული 2014-11-05 საიტზე Wayback Machine.
- ვალეტის საგვარეულო ხე (არქივირებული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hindley, Geoffrey (2009). Medieval Sieges & Siegecraft. Skyhorse Publishing, გვ. 158. ISBN 978-1602396333.
- ↑ Jean Parisot de La Vallette. ციტირების თარიღი: 18 August 2014
- ↑ ჟან დე ვალეტის ექვსი ნაკლებად ცნობილი ფაქტი (28 June 2020). ციტირების თარიღი: 2020-08-08
- ↑ ძველი ციხე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 3 April 2020
- ↑ Jean Parisot de la Valette. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 18 August 2014
- ↑ Vella, Andrew P. (1975). „The Order of Malta and the defence of Tripoli 1530–1551“ (PDF). Melita Historica. 6 (4): 362–381. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 July 2020.
- ↑ Grand Master Jean Parisot de Valette (1557–1568). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 18 August 2014
- ↑ Bonello, Giovanni (26 May 2013). „The love children of Grand Master Jean de La Valette“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 18 August 2014.
- ↑ Bonello, Giovanni (2 June 2013). „Murder of Grand Master de Valette's love-daughter, Isabella Buonaccorsi“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 18 August 2014.
- ↑ „New de Valette Square inaugurated in Valletta“. Times of Malta. 21 November 2012. ციტირების თარიღი: 18 August 2014.Rix, Juliet (2015). Malta and Gozo. Bradt Travel Guides. ISBN 9781784770259. გვ. 118.
- ↑ Carabott, Sarah (27 November 2012). „Family of Grand Master say name is wrong“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 18 August 2014.
- ↑ De Lucca, Denis (13 January 2013). „de Valette or de La Valette?“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 18 August 2014.Zammit Ciantar, Joe (12 May 2013). „It is Grand Master Jean De la Valette“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 18 August 2014.
- ↑ Bonello, Giovanni (23 December 2012). „Is it La Valette or De Valette?“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 18 August 2014.
- ↑
- ↑ Carabott, Sarah (10 December 2012). „The Grand Master we know“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 18 August 2014. ორდენის მემკვიდრე, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი, მას მოიხსენიებს როგორც "Fra' Jean de La Vallette-Parisot".The 79 Grand Masters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 18 August 2014