ჟან კორბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან კორბელი
ფრანგ. Jean Corbel
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1920(1920-02-08)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი 6th arrondissement of Lyon[3]
გარდ. თარიღი 22 თებერვალი, 1970(1970-02-22)[2] [3] (50 წლის)
გარდ. ადგილი კუენკა[3]
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა სპელეოლოგი და გეოგრაფი

ჟან კორბელი (ფრანგ. Jean Corbel; დ. 8 თებერვალი 1920, ლიონი, საფრანგეთი, — გ. 22 თებერვალი 1970, კუენკა, ესპანეთი) — ფრანგი გეოგრაფი. კარსტოლოგია-სპელეოლოგიის მკვლევარი. პროფესორი. თავისი მოღვაწეობა დაიწყო როგორც მასწავლებელმა და სპელეოლოგიის მოყვარულმა, მოგვიანებით დაკავდა კარსტის კვლევით. მონაწილეობა მიიღო შპიცბერგენზე ჩატარებულ ექსპედიციაში (ნორვეგია). ჟან კორბელი სპელეოლოგებისათვის აქვეყნებდა შრომებს ჟურნალებში. თავის ცხოვრების უდიდესი ნაწილი მოგზაურობაში გაატარა. მოიარა მთელი მსოფლიო, მათ შორის ანტარქტიდა, გრენლანდია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, კოსტა-რიკა და ა.შ. კარსტულ გამოკვლევებს ატარებდა პირენეებსა და ალპებში.

გარდაიცვალა ესპანეთის მოყინულ გზაზე, საავტომობილო კატასტროფაში, 50 წლის ასაკში.[4]

აღსანიშნავია, რომ ჟან კორბელმა 1970 წელს თავისთან ლაბორატორიაში ერთი წლის ვადით სამუშაოდ მიიწვია ქართველი სპელეოლოგი თამაზ კიკნაძე. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა პროფესორი კორბელი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და მიწვევაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. 1970-იან წლებში თამაზ კიკნაძემ გამოსცა მონოგრაფია: „არაბიკის მასივის კარსტისა და სპელეოლოგიის შესახებ“, სადაც პირველ გვერდზე ფრანგულად და რუსულად წერია: „ავტორი ამ წიგნს უძღვნის დიდი მეცნიერისა და ქართველი სპელეოლოგების მეგობრის პროფესორ ჟან კორბელის ხსოვნას“.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Annuaire prosopographique : la France savante
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 birth certificate
  4. 4.0 4.1 კიკნაძე თ., სამი კონტინენტის კონტრასტები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1985. გვ. 205-235