ჟან ბოდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ბოდენი
Jean Bodin.jpg
დაბ. თარიღი 1930
ანჟე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 1596
ლანი, საფრანგეთი
საქმიანობა პოლიტიკოსი
იურისტი
ფილოსოფოსი
ცნობილი ნაშრომები „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ“
„ისტორიის ადვილად შემეცნების მეთოდი“
„ოთხ სამეფოდ“

ჟან ბოდენი (დ. 1530 — გ. 1596) — ფრანგი იურისტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სამართლის პროფესორი და მოაზროვნე.

ჟან ბოდენი დაიბადა 1930 წელს მკერავის ოჯახში, ქალაქ ანჟეში. იგი სწავლობდა სამართლის აკადემიაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ცენტრი იყო XVI საუკუნის საფრანგეთში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ბოდენი გარკვეული დროის განმავლობაში ამ აკადემიაში ასწავლიდა ფილოსოფიას.

ჟან ბოდენს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპაში ისტორიის რენესანსული გაგების დამკვიდრებაში. მის ნაშრომში „ისტორიის ადვილად შემეცნების მეთოდი“ დაამსხვრია შუასაუკუნეობრივი წარმოდგენები ისტორიის მხოლოდ საღვთო მნიშვნელობაზე. მან აჩვენა, თუ როგორ დამკვიდრდა შუა საუკუნეებში დანიელ წინასწარმეტყველის წიგნზე დაყრდნობით ისტორიის „ოთხ სამეფოდ“ დაყოფის წესი. მან უარყო ეს დაყოფა და ჩაანაცვლა ის კაცობრიობის ისტორიის სამი სტადიით: აღმოსავლეთის ხალხების, ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერებისა და ჩრდილოევროპელების ზეობის ისტორიული ხანებით.

მისი წმენით, ისტორია იძლევა კანონზომიერების დადგენის საშუალებას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება წარსულისა და აწმყოს ახსნა და მომავლის განსაზღვრა. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ისტორია განსაკუთრებული მეცნიერებაა, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე მეცნიერება ბუნების შესახებ.

ბოდენმა დაწერა 10 თხზულება, რომლებიც აქტიურად გადმოიცემოდა XVII საუკუნეში. მათგან ცნობილია: „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ“, „ისტორიის ადვილად შემეცნების მეთოდი“, „ოთხ სამეფოდ“.

ჟან ბოდენი სიცოცხლის ბოლო წლებში დაავადდა და გარდაიცვალა 1596 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიღურაძე ნ., სანიკიძე გ., გორდეზიანი ლ., ოთხმეზური გ., ფირცხალავა ლ., ისტორია (მოსწავლის წიგნი), თბ., 2012